ელზა პაპოშვილი
16.06.2023

სულ რამდენიმე თვეში ცნობილი უნდა გახდეს მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის  სტატუსს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ოცნების“ ქმედებები და რიტორიკა, მითუმეტეს ბოლო დროს, სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ იცის ევროპისთვის საქართველო  საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მისი დაკარგვა არავის უნდა, ამიტომ მაქსიმალურის მიღებას ცდილობს. 

ნაზი ბერიძე
16.06.2023

უკრაინის კონტრშეტევის განვითარების პარალელურად, დასავლეთი კიევის მხარდაჭერას აძლიერებს. გერმანიამ დღეს განაცხადა, რომ უკრაინას კიდევ 64 რაკეტას გადასცემს „პეტრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის - ამის შესახებ პარასკევს თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას განაცხადა.

ნაზი ბერიძე
16.06.2023

ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში, „ოცნების" რეიტინგების გაზრდას ელოდებიან. ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს და სტატუსის მინიჭების საკითხში კრახის შემთხვევაში ხელისუფლების შეცვლას აპირებს. რა დადებითი ეფეტები იქნება ხელისფლებისთვის და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, და რას უნდა ველოდოთ თუ ვერ მივიღეთ იგი, ამაზე „რეზონანსი" ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ია აბულაშვილი
16.06.2023

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ბევრი რამ გაირკვევა ქართულ პოლიტიკაში, დაიწყება პარტიებს შორის გადაჯგუფება და სარბიელზე გამოვლენ ახალი პოლიტიკური ძალები," - ამბობს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ოპოზიციის სავარაუდო პოლიტიკურ კონფიგურაციასთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
16.06.2023

ქართული ხურთომოძღვრების უნიკალური ძეგლი ვეჯინის ლავრა მე-10-11 საუკუნეებშია აგებული. ხალხმა ამ ადგილს „თამარის ციხე" შეარქვა. სამონასტრო კომპლექსში შედის ამაღლების, აღდომისა და წმინდა მარიამის ეკლესიები და სამრეკლო. ამაღლების ეკლესიის კარზე გამოსახულია მოჩუქურთმებული ჯვარი, კედლებზე კი შემორჩენილია უძველესი წარწერები და მხატვრობა.

ნაზი ბერიძე
16.06.2023

კონტრიერიშის დასაწყისი ათიოდე დღის წინ ვერ გახდა ისეთი შთამბეჭდავი, როგორც მოსალოდნელი იყო და დააანონსებული თვეების განმავლობაში, თუმცა შეიძლება ჯერ ყველაფერი წინ იყოს, რადგან ჯერ-ჯერობით უკრაინას არ შეუყვანია ის ძირითადი რეზერვები, რომელსაც იგი ამ ნახევარი წლის განმავლობაში ქმნიდა - აცხადებს „რეზონანსთან" უკრაინის ფრონტებზე არსებულ სიტუაციაზე საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი

ელზა პაპოშვილი
15.06.2023

15 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის და 16 წლამდე მიუღწეველ პირთა სქესობრივი  კავშირის  ბრალდების ფაქტზე პოლიციამ 23 წლის ახალგაზრდა ლაშა ნინიძე დააკავა. მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. უცნობია აღიარებს თუ არა ნინიძე წაყენებულ ბრალს, რადგან ის დუმილის უფებას იტოვებს, არ კონატაქტობს მედიასთან არც მისი ადვოკატი. 

ქეთო გოგოხია
15.06.2023

ეროვბვნულ ბანკში ჩანერგილი კადრები გამომჟღავნდნენ. მათ მიერ წარმოებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ექსპერტების კრიტიკის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ მოექცა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წევრებმა პირდაპირ დაასახელეს პირები, რომლებიც სებ-ში საბოტაჟს ეწეოდნენ. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეროვულ ბანკში შეგნებულად ხდებოდა კონკრეტული ადამიანების ჩანერგვა, რომელთა საქმიანობა მიზანმიმართული იყო ლარის გაუფასურებისაკენ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობის უქმნიდა საფრთხეს.

ელზა პაპოშვილი
15.06.2023

საქართველო და ქართველი ხალხი სულ რამდენმე თვეში გაიგებს, გახდება თუ არა ევროპული ოჯახის ნაწილი და მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატი წევრი ქვეყნის  სტატუსს. მანამდე კი 22 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი  შუალედურ შეხვედრას გამართავს ერთმანეთთან პოზიციების გასაცვლელად. ყველა მათგანი დააფიქსირებს პოზიციას, ეკუთვნის თუ არა საქართველოს ოქტომბერში კანდიდატის სტატუსი.     

ნაზი ბერიძე
15.06.2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია „გლობალური ომის პარტიებად" მოიხსენია, რომლებიც საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ერთი მხრივ ეს „ქართული ოცნების" პიარ-კამპანიის ნაწილია, რომელიც არჩევნების წინ კიდევ უფრო გააქტიურდება.

გვანცა წულაია
15.06.2023

ზაფხულის სეზონის პერიოდში პროდუქციის ღირებულება სტაბილური იქნება და ფასები არ მოიმატებს. ასეთ ვითარებას ადასტურებენ "რეზონანსთან”, როგორც იმპორტიორები, ისე ადგილორბივი მწარმოებლები, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, საქონელზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება.

ნაზი ბერიძე
15.06.2023

ენმ-ს შიდაპარტიული დაპირისპირება ისეთ ფორმას იღებს, რომ პარტია ასეთი ფორმით დიდი ხნით არსებობას ვერ გააგრძელებს, და ეს არის სწორედ ის, რაც „ოცნებას" აწყობს, რადგან ასეთ ყოფაში მყოფ მთავარ ოპოზიციურ პარტიას ყველა არჩევნებში დაამარცხებს. ამიტომ, როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ამბობს, სიტუაციის შესაცვლელად არსებობს ოირ გზა - ან მელიას გუნდი გამოეყოდფა პარტიას და ცალკე პოლიტიკურ ჯგუფს შექმნის, ან ახალი შიდაპარტიული არჩევნებისთვის იბრძოლებს, რათა ხაბეიშვილსა და მის მომხრეებს ენმ-ს სადავეები გამოსტაცოს. ასე თუ ისე, ჩანს, რომ დრო მელიას სასარგებლოდ მუშაობს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×