ნაზი ბერიძე
13.06.2023

ნატოს ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდება. ანალიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ამას რუსეთის მხრიდან დასავლეთის ბირთვულ შანტაჟად მიიჩნევს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება არა რუსეთის ინტერესებს, არამედ ბელარუსის უსაფრთხოებას უკავშირდება და რომ იგი უყოყმანოდ გამოიყენებს ამ იარაღს, თუკი ამის საჭროება დადგება.

თამთა ჩაჩანიძე
13.06.2023

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობს, რასაც კიევშიც აღიარებენ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწრაფ გარდატეხას არ უნდა ველოდოთ და მოვლენები დროში გაიწელება. რუსები კი აცხადებენ, რომ უკრაინელებს მთავარი ძალები ჯერ კიდევ არ შეუყვანიათ ბრძოლაში.

ელზა პაპოშვილი
13.06.2023

ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ კომისიის მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნაშია საუბარი.

ნაზი ბერიძე
13.06.2023

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ინიციატივით გამოდის, რომ ნატოს ვილნისიუსის სამიტამდე, რომელიც 11-12 ივლისს იმართება, პარლამენტმა მიიღოს საგანგებო მიმართვა, სადაც დაფიქსირებული იქნება ნატოს მხარდაჭერის თხოვნა და გამოხატული იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მკაფიო სურვილი. დათანმხდება თუ არა ამას მმართველი პარტია და რას შეცვლის პარლამენტის მიერ ასეთი განცხადების მიღება?

ნაზი ბერიძე
13.06.2023

საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი 12 რეკომენდაციაში შესაძლოა წლის ბოლომდე ცვილებები შევიდეს. ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების" ლიდერები აკეთებენ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა მართლაც შეცვალოს მოთხოვნები, რაც, მისი შეფასებით, სხვადასხვა გარემოებებზე იქნება დამოკიდებული.

თამთა ჩაჩანიძე
13.06.2023

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყველა ე.წ. დამოუკიდებელ სამხედრო ფორმირებას მოთხოვა, რომ 1-ლ ივლისამდე პირდაპირ მათ დაქვემდებარებაში გადავიდნენ და უწყებასთან კონტრაქტი გააფორმონ, პირველი ხელშეკრულება სამინისტრომ ჩეჩნურ ქვედანაყოფთან, „ახმატთან" უკვე გააფორმა. „ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი კი კატეგორიულ უარზეა.

ქეთო გოგოხია
12.06.2023

სანავთობო ბაზარზე სიტუაცია ისევ მკვთრად შეიცვალა. ამ ეტაპზე ფასი ერთბაშად იკლებს. 1 დღე-ღამის განმავლობაში ბრენტის  ნავთობის ფიუჩერსები 2 დოლარით დაეცა და ახლა ანუ 72 დოლარს ფარგლებშია. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი ექსპორტიორები წარმოების შემცირებაზე ალაპარაკდნენ, ეს არსებულ სიტუაციას ნაკლებად შველის. ახლა რეალიზაციის მხრივ რუსეთს მეტი გასაქანი აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა, შესბამისად ოპეკის გადაწყვეტილება ბირჟებზე ვეღარ მოქმედებს.

ქეთო გოგოხია
12.06.2023

სარემონტო სამუშაოების ღირებულება ბოლო 2-3 წელიწადში გაორმაგდა. პანდემიის პერიოდში დაწყებული ტენდენცია, ძირითადად, სამშენებლო მასალების გაძვირებას უკავშირდებოდა. ეს ფაქტორი დღესაც ძალაშია, თუმცა ნაკლები მასშტაბით, დროთა განმავლობაში ფასებზე გავლენა იქონია პროფესიონალი კადრების სიმცირემ და ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ. ამიტომ ახლა ხელოსნის მომსახურება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საჭირო მასალები. საფასო ტენდენცია იმდენად მზარდია, რომ მოქალაქეების უმრავლესობა ბინის საფუძვლიან რემონტს ვერ ახერხებს.

თამთა ჩაჩანიძე
12.06.2023

უკრაინელთა კონტრშეტევა აქტიურ ფაზაშია, ვრცელდება ცნობები ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, უკრაინელები ე.წ. ზვავის პრინციპით მოქმედებენ და მთავარი ჯერ კიდევ წინ არის. მათი თქმით, რუსეთი თავდაცვის რეჟიმშია და არაა გამორიცხული, რომ შეტევის განვითარების შემთხვევაში, კახოვკის კაშხლის განადგურების მსგავსად, სხვა ზომებს მიმართოს.

თამთა ჩაჩანიძე
12.06.2023

ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ "ლელოს" ფორმულა "ყველა მინუს "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების შეცვლის გასაღებია, თუმცა, თავად ენმ საწინააღმდეგოს აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ოცნების" დამარცხება მათ გარეშე შეუძლებელია.

ნაზი ბერიძე
12.06.2023

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა რომ გააძლიერებს სტრატეგიულ თანამშრომლობას რუსთთან - ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა იყო, არის და იქნება დიქტატორული სახელმწიფო, რომელიც რუსეთის მხარდამჭერია და რომლის იმედად დარჩა მოსკოვი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, სამხედრო დახმარების თვალსაზრისით.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×