მარიამ ვეკუა 20.08.2025

უკრაინა აცხადებს, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ყოველდღიურ რეჟიმში უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად მუშაობენ. ამასთან ერთად, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ. აშშ-ს ადმინისტრაციაში კი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა უკრაინას საჰაერო მხარდაჭერა გაუწიონ. შეუძლია თუ არა უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიების მიღება და რა ტიპის გარანტიებზეა საუბარი, საკვანძო კითხვად რჩება.
|
მარიამ ვეკუა 20.08.2025

ენმ-ს ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული ინიციატივა, 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს მასშტაბური აქციის ჩატარების შესახებ, ისევ აზრთა სხვადასხვაობის ეპიცენტრშია. ოპოზიციონერების ნაწილი იმავე აზრზე რჩება და 4 ოქტომბრის აქცია უპერსპექტივოდ ეჩვენებათ. თავად ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ ვისაც ეს ინიციატივა არ მოსწონს, მაშინ ახალი გეგმის ინიცატორები თავად გახდნენ. რა ხდება ოპოზიციაში და რას მოიტანს 4 ოქტომბრის აქცია ჯერ კიდევ გაურკვეველია.
|
გვანცა წულაია 19.08.2025

2025 წლის პირველ 7 თვეში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა. ამის უმთავრების მიზეზი მოხმარების ზრდაა. მაღალი ტემპერატურის გამო მოსახლეობა გაგრილების საშუალებებს აქტიურად იყენებს, რამაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაზარდა. ამიტომ ქვეყანამ დენი ვერ გაყიდა და მეტიც, ყიდვა დასჭირდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.08.2025

საქართველოს ხელისუფლებას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნირობის განახლება სურს, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეჩერდა. პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს უნდა მოხდეს კონკრეტული გზამკვლევისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. რამდენად რეალურია ახლა სტრატეგიული ურთიერთობების განახლება და რა შემთხვევაში წამოვა ამაზე აშშ?
|
მარიამ ვეკუა 19.08.2025

შესაძლოა, ორ კვირაში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ეს ინფორმაცია ჯერ აშშ-ის პრეზიდენტმა, შემდეგ კი გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებთან გაავრცელა. სავარაუდო მოლაპარაკებების ფარგლებში საკვანძო საკითხად რჩება, თუ როგორ გადანაწილდება ტერიტორიები და რომელ სახელმწიფოს რისი დათმობა მოუწევს.
|
გვანცა წულაია 19.08.2025

ბოლო პერიოდში საქართველოში ინფლაცია მუდმივად მზარდია, რაც მოსახლეობისთვის პრობლემაა, განსაკუთრებით მოწყვლადი ფენისათვის, რადგან სიძვირე ყველაზე მეტად სურსათის კომპონენტს ეხება, სადაც ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.08.2025

18 აგვისტოს თეთრ სახლში გამართული შეხვედრას დასავლელი ანალიტიკოსები პირველ რიგში განიხილავენ, როგორც დასავლეთის სრული ერთსულოვნების დემონსტრირებას უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. გარდა ამისა, ხაზს უსვამენ შეხვედრის ორ მთავარ შედეგს - უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაში აშშ პირდაპირ ჩაერთვება და ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩაუდგება სათავეში. ასევე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს, გაიმართება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, თუმცა კრემლში ამ ცნობას ბოლომდე არ ადასტურებენ.
|
მარიამ ვეკუა 19.08.2025

„ლელო - ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად „ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დაასახელეს. 18 აგვისტოს გამართულ ღონისძიებაზე კუპრაძემ რუსულ გავლენებსა და უსამართლობასთან ბრძოლა დააანონსა. ამ გადაწყვეტილებას მყისვე მოჰყვა პოლარიზებული შეფასებები - ოპოზიციის ნაწილი კუპრაძის კანდიდატურას „კატასტროფულ შეცდომად" აფასებს, მმართველ პარტიაში კი გამარჯვებაზე ისევ თავდაჯერებულად საუბრობენ.
|
ქეთო გოგოხია 18.08.2025

რუსეთ-უკრაინის ომი დასრულებისკენ მიდის, რაც არაერთი ქვეყნის სავაჭრ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმოქმედებს და ახალ რელსებზე გადაიყვანს. საქართველოსთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს არსებული შესაძლებლობების შენარჩუნება და ახალი პოტენციალის გამოყენება. მით უმეტეს, ერთ-ერთი საკითხია რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა, რაც ლოგისტიკის მიმართულებით ბევრ რამეს შეცვლის. ,,ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა გარკვევას, რა შეიცვლება რეალურად საქართველოსთვის, შესუსტდება ჩვენი როლი თუ მშვიდობიანობის პერიოდში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება?
|
თამთა ჩაჩანიძე 18.08.2025

"ქართული ოცნებისთვის" "სულერთია" დააკვირდება თუ არა ეუთო/ოდირი ადგილობრივ არჩევნებს. მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ყველა შემთხვევაში, 64-ივე მუნიციპალიტეტში ობიექტურად მოიგებენ, თავის მხრივ ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას საკუთარი გეგმები აქვს.
|
მარიამ ვეკუა 18.08.2025

დროის ლიმიტი იწურება - 31 აგვისტო საქართველოსთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ბოლო ვადაა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პოლიტიკური კონიუქტურის და პროცედურების გაწელილობის გამო მნიშვნელოვანი ცვლილებები არჩევნებამდე მოსალოდნელი არაა, აღნიშნავენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურები შესაძლოა წლის ბოლომდე გაიწელოს.
|
მარიამ ვეკუა 18.08.2025

რუსეთ-უკრაინის ფრონტზე მდგომარეობა რთულდება, ამის შესახებ ინფრომაციას უკრაინის შეირაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი ავრცელებს, მისივე თქმით, რუსეთი ჩავარდნილი გეგემების განახლებას იწყებს და ქვედანაყოფები სუმისა და ზაპოროჟიესკენ გადაჰყავს. რისი მიღევა სურს რუსეთს და განახორციელებს თუ არა წარმატებით იმ გეგმას, რომელიც ერთხელ უკვე ჩაეშალა, საკვანძო კითხვად რჩება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|