ირმა ჩიტაია
14.08.2025

ლარის გამყარების ტენდენცია მოულოდნელად შეიცვალა. კურსი მოულოდნელად 4 პუნქტით გაუფასურდა. არის ალბათობა, რომ სავალუტო რყევა განმეორდეს. ფინანსისტების  ნაწილი ფიქრობს, რომ ერთჯერადი ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს ლარის მდგრადობაზე. მით უმეტეს სანამ ტურისტული სეზონი აქტიურია და შემოდინების კუთხით დადებითი ტენდენციაა, თუმცა ლარის მკვეთრი მერყეობა, რომელიც თითქოს წარსულს ჩაბარდა, ცუდია. 

ნატალია ჯვარიძე
14.08.2025

ოპოზიციაში მორიგი სკანდალი აგორდა. ენმ საზმაუს მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვახუშტი მენაბდეს „ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს. თავად მენაბდე ამ ფაქტს უარყოფს. ხელისუფლების ოპონენტებს შორის ამ დაპირისპირებამ სერიოზული ვნებათაღელვა და დისკუსია გამოიწვია. „ნაცმოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ კი თავისი ბრალდების გასამყარებლად, მენაბდესთან დაკავშირებით დღეს დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა.

თამთა ჩაჩანიძე
14.08.2025

15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა თბილისის დროით ღამის 12-ის ნახევარზე დაიწყება. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ საუბრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში - 5 პლუს 5 ფორმულით გაიმართება. ცნობილია როგორც რუსული, ისე ამერიკული დელეგაციის შემადგენლობა. 

ნატალია ჯვარიძე
14.08.2025

„ლელო ძლიერ საქართველოსა" და პარტიას „გახარია საქართველოსთვის" 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ამ დრომდე დასახელებული არ ჰყავთ. ამის ფონზე, სავარაუდო კანდიდატები გახარიას პარტიის წევრი გიორგი შარაშიძე და „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრაქტიკულად ცალ-ცალკე აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ისინი საერთო კანდიდატზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. „ლელოს" გენმდივანმა ირაკლი კუპრაძემ კი, ბერლინში გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ზოგადად განაცხადა, რომ მათ საერთო კანდიდატები ეყოლებათ, თუმცა თბილისი არ უხსენებია.

ქეთო გოგოხია
13.08.2025

ყურძნის სუბსიდირების სისტემა იცვლება და ამიერიდან კომპანიების ნაცვლად, ჭარბ მოსავალს სახელმწიფო ჩაიბარებს. თავის დროზე არაერთგზის გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, სუბსიდიისთვის უარის თქმა სახელმწიფოს ყოველთვის უჭირდა იმ  მოტივით, რომ სექტორი ამისთვის მზად არ იყო. დღესდღეობით მიდგომა შეიცვალა და ყურძნის ფასიც გაიზარდა. სპეციალისტები თვლიან, რომ ახლა მთავარია, კონკურენციის პირობები მყარად იქნას დაცული და სახელმწიფოსთან მიმართებით, კომპანიები არაჯანსაღ პირობებში არ აღმოჩნდენ.

ნატალია ჯვარიძე
13.08.2025

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება. ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მიიღებს მონაწილეობას.

ევროპული ცენტრის კვლევების ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ ეს მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდება, ტრამპი პოლიტიკურად განადგურდება.

თამთა ჩაჩანიძე
13.08.2025

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველი ანგარიში გამოქვეყნა ადამიანის უფლებებზე, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. 2024 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანდო ცნობებით, საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემებია, საუბარია ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე, დაპატიმრებებზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, დაშინებაზე და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე.

ნატალია ჯვარიძე
13.08.2025

აქტიურად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთს გარკვეული წარმატებები აქვს დონეცკის მონაკვეთზე და ფრონტის ხაზი გარღვევაც კი შეძლო. რამდენად მართალია ეს და რეალურად ახლა რა ვითარებაა ფრონტის ამ მიმართულებაზე - იქ არსებულ ვითარებას საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია აღწერს და ამბობს, რომ ეს ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ, ცოტა გაზვიადებულია.

თამთა ჩაჩანიძე
13.08.2025

ევროკომისიის 8 რეკომენდაციის შესრულების დრო იწურება, "ოცნებას" ვადა 1-ელ სექტემბრამდე აქვს, თუმცა, როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, რეკომენდაციებში ნახსენები კანონები ვერ გაუქმდება "რომც ამის ნება იყოს",რადგან პარლამენტი მუშაობას 2 სექტემბრიდან იწყებს. ამასთან, აცხადებენ, რომ რაც უფრო მეტად ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები, უფრო მეტადაა "მანიპულირება ვიზალიბერალიზაციის საკითხით".

თამთა ჩაჩანიძე
12.08.2025

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე 3 დღე რჩება და მთავარი განხილვის თემა ისაა, თუ როგორ მოხდება დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული „ტერიტორიების გაცვლა" უკრაინასა და რუსეთს შორის. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ამ გაცვლით კმაყოფილი არავინ დარჩება. 13 აგვისტოს დონალდ ტრამპისა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდრების ვირტუალური სამიტია დაგეგმილი. დასავლური მედია კი წერს, რომ ზელენსკი შეგუებულია გარკვეული ტერიტორიების დაკარგვას და ახლა ამის სანაცვლოდ უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიის მიღებას ცდილობს.

ქეთო გოგოხია
12.08.2025

რუსეთის ნავთობპროდუქტების ბაზარზე კრიზისია, უკრაინის მხრიდან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა იერიშებმა სერიოზული პრობლემა შექმნა პროდუქციის მომარაგების კუთხით და ასევე საბიუჯეტო დეფიციტის განმაპირობებელი ფაქტორიც გახდა. კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა ჯერ კიდევ გაურკვეველია და სანავთობო ბაზარზე პრობლემის დაძლევის ნიშნებიც ნაკლებად იკვეთება. რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, რუსული საწვავის მოწოდება ისედაც არ ხდება და ამ მხრივ საფრთხე არ არის, თუმცა ირიბი გავლენა მაინც მოსალოდნელია, კერძოდ ის, რომ არსებული ვითარება ფასებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ნატალია ჯვარიძე
12.08.2025

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლებას მშვიდობიანი რევოლუციით შეცვლიან. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „ფეისბუკზე" გამოკითხვაც კი დაიწყო, თუ ვინ მივა 4 ოქტომბრის პოტენციურ აქციაზე. ანალიტიკოსები ამ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებენ. მათი შეფასებით, ხაბეიშვილის გამოკითხვა მიანიშნებს იმაზე, რომ, სავარაუდოდ, ენმ ასე ტესტავს, თუ რამდენი ხალხია მზად ამ პროცესში ჩასართველად.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×