რეზონანსი
12.07.2022

ქართველი ემიგრანტის ცხედარი 4-დღიანი უშდეგო ძებნის შემდეგ გერმანიის, ქალაქ ბრემენში, სავარაუდოდ, წყალში იპოვეს. გარდაცვლილი ველო გურჩიანის ტრაგედიაზე მისი მეუღლე სოციალურ ქსელში წერს.

"შენ ჩვენი ლამაზი ოჯახი გაანადგურე...მე მომკალი...ჩვენს შვილებს მომავალი დაუნგურე... როგორ უნდა გაპატიო??? მომიყვანე და დამტოვე ამ უცხო ქვეყანაში... რა ძნელია ამის წარმოდგენა რომ შენ ეს გამიკეთე, დღეს გნახავ ბოლოჯერ და თუ ამას გადავიტან მხოლოდ ჩემი შვილების გამო... შენ მე მომკალი მე არ ვარსებობ უკვე შენთან ერთად ვარ... მარა შვილებს ვერ ვტოვებ... გნახავ ოდესმე და მოგიწევს ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენ გვჭირდებოდი. ჩვენ ორივე მოვკვდით, არასდროს არ გაპატიებ ამას, ხომ იცი", - წერს ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა ანა, რომელიც გერმანიაში, ქალაქ ბრემენში სამ შვილთან ერთად მარტო დარჩა.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ოჯახი მესტიიდან რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად სამ შვილთან ერთად გერმანიაში ჩავიდა.

"როცა ადამიანი ბუნებრივი სიკვდილით კვდება სხვა ყოფილა. მასთან ერთად მეც მოვკვდი.. გაქვავებული ვარ, ბავშვებს რა ვუყო, სოციალური სამსახურიდან მოვიდნენ, თუ ასე გააგრძელე გლოვა და მოთქმა, ბავშვებს წავიყვანთო. როგორც კი ჩამოვედით ლტოლვილებად ჩავბარდით, სასტუმროში ვცხოვრობ შვილებთან, მე ვერ გამოვყვები ცხედარს, მომავალს ვერ დავუნგრევ შვილებს", - ამბობს ანა მედიასთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×