რეზონანსი
12.07.2022

შოუმენი მაქსიმ გალკინი საგასტროლო ტურის ფარგლებში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად თბილისში გამოსვლას გეგმავს.

როგორც ქართული პორტალი  Biletebi.ge წერს, კონცერტი 15 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა კი 25 ივლისიდან დაიწყება.

"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, გალკინის ოფიციალურ საიტზე საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ განთავსებულა. ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე შოუმენს გამოსვლები აქვს დაგეგმილი თურქეთში, ლატვიაში, ფინეთში, ესტონეთში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და ჩეხეთში. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაქსიმ გალკინი რუსული აგრესიის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის. ცოლთან, ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად ის საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ცოტა ხნის წინ კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი ისრაელიდან ლატვიაში, იურმალაში გადასახლდა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×