რეზონანსი
19.01.2023

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს.

"რა მარაზმია მიშას ძველი წერილების ფრიალი და ეს არჩევნები მთლიანად. მიშას ჯანმრთელობის ფონზე, საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლა ასმაგად გულისამრევია.

ნაციონალური მოძრაობა (რომლის ამომრჩეველიც ვარ 2003 წლიდან) აღარ არსებობს. პარტია აღარც ამომრჩევლისთვისაა და არც მიშასთვის. ეს არჩევნები მხოლოდ საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლაა.

პარტიამ, ამ ფორმით და შინაარსით აღარ უნდა იარსებოს.

ამიტომ, მე ბოიკოტს ვუცხადებ ამ არჩევნებს. მიუხედავად იმისა რომ დავრეგისტრირდი, უდიდესი სიყალბე იქნება ჩემი მხრიდან, რომელიმე კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადება.

აღარც მათი ამომრჩეველი ვარ მანამდე, ვიდრე ასეთები არიან", - წერს ჟორჟოლიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×