რეზონანსი
21.02.2024

საოპერო მომღერალი თამარ ივერი მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის გარდაცვალებას ეხმიანება და საკმაოდ მწვავე მიმართვას აქვეყნებს:

,,რატომ ვერიდებით აღიარებას რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო! საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს! ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჯერ ადამიანი უნდა იყო) როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, არის ერთი სულიერად ავადმყოფი, შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება, ეჭვიანი, მოძალადე! ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა! კლასიკური მაზოხისტის სტილი! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში.

ასე რომ, ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა და გააუბედურა ეს ვარდივით გოგო, არის ყოვლად სამარცხვინო მოძალადე და მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზებიდან უნდა ჩამოხსნილ უნდა იქნას! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ “კვახი”!“ - დაწერა თამარ ივერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×