რეზონანსი
22.02.2024

მსახიობი ალეკო მახარობლიშვილმა დანგრეულ ქორწინებაზე და მისი ცხოვრების სიყვარულზე ისაუბრა. როგორც მსახიობმა აღნიშნაა, პირველი მეუღლის მადლობელია, მაგრამ დიდი სიყვარული ეწვია და ქორწინებაში მყოფი, მის ახლანდელ მეუღლესთან ერთად გაიქცა.

„ქორწინებაში ვიმყოფებოდი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე. პირველი, ალბათ, არ მიყვარდა ისე ძალიან. სულ ვიღაც მიყვარდა, მერე დადგა პერიოდი, როცა არავინ მიყვარდა და ჩავთვალე, რომ ამაზე მეტად აღარავინ შემიყვარდებოდა. ამ ჩემს პირველ მეუღლეს ვუყვარდი და არაფერი დაუშავებია, პირიქით, მე დავაშავე და მე მასთან მადლობის გარდა, არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან ასეთი კარგი შვილები გამიზარდა. მათ აღზრდაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, არ ვიცი შვილები როგორ უნდა გაზარდო - მე ვიცი სიყვარული, მიყვარს ძალიან ჩემი შვილები. მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე დღემდე ერთად ვართ და იმედია, სულ ასე ვიქნებით“,- განაცხადა გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ ალეკო მახარობლიშვილმა.

დაიჯესტი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×