რეზონანსი
26.03.2024

სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ოდნავად დაგვიანებული რეკვიემი...დღეს დავკრძალეთ... გაფრინდა... ამ სიტყვის ფიზიკური მნიშვნელობით, გაფრინდა და შეუერთდა მარადისობას... მე არ ვიცი რა იგრძნო იმ ორ-სამ წამში, რაც სხეულს, თავისუფალ ვარდნისას, მიწამდე შეხებას სჭირდება, მაგრამ უკან რომ დაუნანებლად მოიტოვა ობლობასა და ლტოლვილობაში, საერთო საცხოვრებლის ცხრა კვ. მეტრიან ერთ ოთახში დედასთან გატარებული 30 წელი, ეს ფაქტია... არ იყო იმ ხასიათის რომ საყვედური ეთქვა... დედამიწაზე არსებობის 46-ე წელს გაფრინდა და ეს გაფრენა თუ განთავისუფლების მოტივით იყო ნაკარნახები, იმ ორ-სამ წამში ზღვას დაინახავდა უთუოდ: სოხუმის ცისფერზე ცისფერ ზღვას...

და იმ ორ-სამ წამში, სავარაუდოდ, საკუთარი თავისუფლების გარდა არც არაფერზე უფიქრია, არც დედაზე, ვის გამოც გერმანიაში აღარ დარჩა, მარტო ვერ დავტოვებო...ამას ალბათ აღარც დავწერდი არასოდეს... აკი ამიტომაც ვინახე ტკივილი ექვსი დღე-ღამე, ერთი გარემოება რომ არა: მისი ბაბუა და დედაჩემი და-ძმანი იყვნენ...მეტკინა ამიტომაც, ძალიან მეტკინა, თუმცა ცრემლი გადამშრალი მაქვს კარგა ხანია, მაგრამ ფიქრს რა უნდა უყო არ ვიცი... ადამიანის იღბალზე ფიქრს...რაც არ უნდა მითხრას მავანმა, უფალი მის სულს აღარ დააჩაგრინებს მეტად, ვინაიდან ჯოჯოხეთი დედამიწაზე უკვე გამოიარა... ესეც ფაქტია ...მშვიდობით ზურიკო",- წერს დავით თევზაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×