რეზონანსი
20.09.2023

ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლების მიმართვის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება ანტიტერორისტული ზომების შეჩერების შესახებ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში

თავის მხრივ  სტეპანაკერტშო (აზერბაიჯანულად — ხანქენდი) აცხადებან, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები, ყარაბაღის რეგიონში განლაგებული არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებები დებენ იარაღს, ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო პუნქტებს და მთლიანად ახდენენ განიარაღებას.

მანამდე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ.

სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოების, უფლებათა დაცვისა და რეინტეგრაციის საკითხები განიხილება ქალაქ ევლახში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×