რეზონანსი
20.09.2023

ჩვენი გუნდის წევრებს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ადეიშვილის მოადგილე რომ რუსს გეძახის და პასუხი არ გასცე, რთულია, მაგრამ ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

„ვაშაძე არის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი წარმომადგენელი იმ სისხლიანი რეჟიმის, რომელიც საქართველოში მოქმედებდა - ადეიშვილის მოადგილე იყო, სისხლიანი მინისტრის მოადგილე. რომ მოდის და ჩვენ მიმართ რაღაც სიტყვებს იძახის, არ უნდა უკვირდეს ის აგრესია, რომელიც მიიღო. ძალიან ცუდი და სამწუხაროა, ვიცი რომ გაილახა, მაგრამ ამას ითხოვენ ამდენი თვეების განმავლობაში. ყველაფერს აკეთებენ რომ გაილახონ, ასეთი პროცესები წავიდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×