რეზონანსი
03.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობს და ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ.

"როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ის ნამდვილად არის ჩართული. დიახ, ვფიქრობ, ისინი მას ძალიან სცემენ პატივს", - განაცხადა ტრამპმა ხამენეის შესახებ საუბრისას და დასძინა, რომ მას ოდესმე შეხვდება.

"ალბათ, ოდესმე შევხვდებით, იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები", - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანი უკვე დათანხმდა ბირთვული იარაღის არქონაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×