რეზონანსი
03.06.2026

2020 წლის არჩევნებზეც იგივე სურათი იყო. მაშინაც ერთი წლის განმავლობაში ახდენდნენ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, სანამ ოპოზიციამ ქვეყნის გარედან არ მიიღო დავალება პარლამენტში შესვლაზე, იქამდე არ შევიდა.

„განსხვავებით 2020 წლის მოვლენებისგან, 2024 წელს მოხდა ის, რომ მათ მოითხოვეს თავისი უფლებამოსილების შეწყვეტა და პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე არ გამოვრიცხავ, რომ მაშინ, როდესაც ამ განაცხადს აკეთებდნენ, შესაძლოა ამის მოლოდინი არ ჰქონდათ, რადგან 2020-ში ცოტა განსხვავებული სურათი იყო. მათ დღეს ნახეს, რომ ხელისუფლება არის ძალიან მყარი თავის პოზიციებში და იმ პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. მიიღეს მათ თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილება, დღეს აღმოჩნდნენ ასეთ მარგინალურ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფებიან.

მომავალ არჩევნებში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა იცოდნენ, რომ პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და არ შეიქმნან ე.წ. აღქმები და ილუზიები იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და უნდა მოახდინონ ბოიკოტირება, რომელშიც მათ ხელს უწყობდა გარე ძალა. ასეთი სცენარებს თუ როდისმე უმუშავია სხვაგან, საქართველოში ვერ იმუშავებს. ერთის მხრივ მათთვის ასეთი გაკვეთილი სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც უნდა იყოს ძალიან კარგი გაკვეთილი იმისა, რომ პატივი უნდა სცენ დემოკრატიულ პროცესებს და მოსახლეობის არჩევანს“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×