რეზონანსი
03.06.2026

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელსაც გაზიარებული აქვს უკრაინელი სპორტსმენის ვიდეო წარწერით: “ეს არის ნამდვილი სპორტსმენი და არა საქართველოს მსგავსი ჩვარი ფეხბურთელები“.

შარმანაშვილი თავის პოსტში იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომაც ვერასდროს ექნებათ წარმატება ბუკიას და სხვებს.

„რატომ ვერ ექნებათ წარმატება ვერასდროს ამათ. მოკლედ და უფასოდ: 1.ეკლესიას, რომელსაც დიდ პატივს სცემს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ებრძვიან. რწმენაზე რომ არაფერი ვთქვათ, პრაგმატულადაც უაზრობაა მათი მხრიდან ამის კეთება ; 2. კვარაზეა საუბარი, ფეხბურთელებს რომ ახსენებენ. პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ფოლკლორი იქმნება, სიმღერების სახით, ფრანგულ, ინგლისურ და სხვა ენებზე, მიუხედავად მათთვის სირთულისა, კვარაცხელიას გვარს გაიძახის მთელი სტადიონი. აღნიშნული სიამაყეს განაცდევინებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე (მაგათ არაფერს ვერჩი) ესაუბრები. მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი ? არა. სხვა თემებს აღარ შევეხები. მიხვდით ? მეტი არ არის ჩემი მტერი“, - წერს შარმანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×