ელზა პაპოშვილი
17.02.2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევთან ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათი მტკიცებით, 32 წლის ივანე ლუტიძემ და 33 წლის ნიკა მამასტარაშვილმა ე.წ. საზღვარზე საინჟინრო ნაგებობები განზრახ დააზიანეს და ამას ტელეფონით იღებდნენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს სავარაუდოდ მოგნილი ბრალდებაა დაკავებულთა „დანაშაულის“ დასამძიმებლად.

თამთა ჩაჩანიძე
17.02.2024

პირველი ილისიდან ექვსი თვით, როტაციის პრინციპით, უნგრეთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა ხდება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ევროკავშირის ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს, თუ როგორ შეასრულა საქართველომ 9 რეკომენდაცია და გაუხსნიან თუ არა გზას მოლაპარაკებების დაწყებაზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო კი ამბობს, რომ ქვეყნის თავმჯდომარეობის პერიოდში უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის, ზრდება თუ არა საქართველოს შანსები და როგორ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს პერიოდი?

ელზა პაპოშვილი
16.02.2024

დოკუმენტში წერია, რომ პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს არის ლობისტების მიერ გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია, რომელსაც სამწუხაროდ მიუნხენის კონფერენცია დაეყრდნო. „ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ეს არის დიდი გაუგებრობა და სკანდალი, რაც ამ დონის  კონფერენციისთვის დაუშვებელია.   

ნაზი ბერიძე
16.02.2024

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი და თავის დროზე მისი თანადამფუძნებელი ეკა ბესელია პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად შეიძლება ვიხილოთ. ინფორმაციას სააგენტო „კვირა ჯი" ავრცელებს. ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა ეკა ბესელიას დანიშვნა, რომ დიდ აჟიოტაღს გამოიწვევს, ამაზე მსჯელობენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე ანალიტიკოსები.

ნაზი ბერიძე
16.02.2024

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 დათქმაზე, რაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა, პარასკევს, 16 თებერვალს პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება, რომელსაც ესწრებიან უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს „ლელო", რომელიც არც პირველ შეხვედრაში მონაწილეობდა. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

თამთა ჩაჩანიძე
15.02.2024

„ოცნება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის დაწევას არ აპირებს, ამ საკითხზე პოლიტიკური დისკუსია პრინციპში უკვე შეწყდა და პარტიები ნელ-ნელა აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ერთვებიან. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დღეის მონაცემებით, ბარიერს უდავოდ მხოლოდ ორი, ან მაქსიმუმ სამი პარტია დაძლევს, დანარჩენების ბედი კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გადაჯგუფდებიან და როგორ წინასაარჩევნო პროგრამას და კამპანიას შესთავაზებენ ამომრჩეველს.

ელზა პაპოშვილი
15.02.2024

რევანშისტული და ძალადობრივი - ასე აფასებს მმართველი გუნდი „ლელოს“ კამპანიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. მამუკა ხაზარაძის პარტია არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაშვებას აანონსებს. ასევე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბანერს, სადაც ივანიშვილი კრემლის ფონზეა გამოსახული. 

თამთა ჩაჩანიძე
15.02.2024

ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში პირველი ბრიფინგი გამართა და მმართველი პარტიის გეგმებზე ისაუბრა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ოცნების" ახალი თავმჯდომარე მარტიდან, მომდევნო ასი დღის განმავლობაში ათ რეგიონში ჩასვლას გეგმავს. როგორც ამბობს, იქნება ათი გასვლითი ღონისძიება, რის ფარგლებშიც შეხვედრებს გამართავს „ოცნების" რეგიონული ოფისის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან, პრობლემების ადგილზე გაცნობის მიზნით.

თამთა ჩაჩანიძე
15.02.2024

გახარიას პარტია „საქართველოსთვის" „ქართულ ოცნებას" მიმართავს, „მურუსიძე-ჩინჩალაძის გავლენის ჯგუფისგან სისტემის გასათავისუფლებლად" საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა, ხოლო ელიტური კორუფციის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს. როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ეს მოთხოვნები თავად გახარიასთვისაა დამაზიანებელი, რადგან თუ რომელიმე უწყებაში პრობლემა იყო, თავად უნდა მოეგვარებინა პრემიერობის დროს.

თამთა ჩაჩანიძე
14.02.2024

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო - ამის შესახებ აფხაზური პრესა წერს, თუმცა, ე.წ. ხელისუფლება ამას მალავს. საქმე ეხება იმას, რომ გასული წლის 27 დეკემბერს ე.წ. დეპუტატებმა ამავე შეთანხმებაში შეიტანეს შეზღუდვა, რომელიც ობიექტების, მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობების, აკვატორიის ნაწილის მესამე პირზე გადაცემას კრძალავს და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მოსკოვის გაღიზიანების მიზეზიც ესაა.

თამთა ჩაჩანიძე
14.02.2024

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები ოპოზიციურ პარტიებში ერთმანეთის მიუღებლობა მით უფრო იზრდება - პარტია „საქართველოსთვის" კატეგორიულად გამორიცხავს ენმ-თან ალიანსს, ამ პოზიციაზეა „ლელოც" და სხვა შედარებით დაბალპროცენტიანი პარტიები. ანალიტიკოსების თქმით, ეს შესაძლოა პარტიების წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილი იყოს, რაც ერთის მხრივ კარგია იმ ამომრჩევლის მოსაზიდად, რომელსაც არც ენმ უნდა და არც „ოცნება".

ელზა პაპოშვილი
13.02.2024

26 ოქტიმბრის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა საკმაოდ დიდ რაოდენობას და რამდენიმე გრძელვადიან მისიას უნდა ველოდოთ. ამის შესახებ სამშაბათს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან დახურული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოს წლევანდელი არჩევნები დასავლეთისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×