თამთა ჩაჩანიძე
23.02.2024

სხვადასხვა გათვლები აქვთ, მაგრამ, ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არ გადადგება, რადგან ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგების დამტკიცებაზე უარს იტყვის და ოპოზიცია ამ ბერკეტს არ დაკარგავს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
23.02.2024

„ნაცმოძრაობა" და მისი სხვადასხვა განშტოება ემზადებიან არა არჩევნების დღისთვის, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა შექმნან. მათ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მობრუნების საშუალება არ აქვთ და ეს ერთადერთი გზა რჩებათ -რევოლუციური პროცესები",- ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
22.02.2024

ოპოზიცია მოკავშირეების ძიებაშია და მათი გადაჯგუფების კონტურები გამოკვეთილია. საპრლამენტო არჩევნების წინ ნიკა მელიას მომავალი პარტია, „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“, „დროა“ და ნიკა გვარამია შესაძლოა ერთ ალიანსში აღმოჩნდნენ. ხაზარაძის პარტიის გარდა ყველა მათგანს საერთო პოლიტიკური წარსული, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ აერთიანებს. მათი ერთობის პერსპექტივა მედიიდან პოლიტიკაში დაბრუნებული გვარამიას განცხადებამ კიდევ უფრო გაზარდა. სწორედ მათ მოიაზრებს მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებად გვარამია, რომელიც საარჩევნო პროგნოზსაც აკეთებს და ამ ერთობას მინიმუმ 25%-იან მხადაჭერას უწინასწარმეტყველებს. 

ნაზი ბერიძე
22.02.2024

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 70-მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზად კი მოქმედი მენეჯმენტის მუშაობის მეთოდების არმოწონება დასახელდა და ისინი ნიკა მელიას მოძრაობას შეუერთდნენ. როგორც პარტიის ბრიფინგზე აღინიშნა,„ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას კიდევ ათეულობით პარტიის წევრი გეგმავს.

თამთა ჩაჩანიძე
22.02.2024

ხუთშაბათს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკანომდებლო ორგანოს წლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. აღნიშნა, რომ 2023 წელს 65 პლენარული სხდომიდან 10-ს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, თავმჯდომარემ დაასახელა რამდენიმე კანონი, რომლებიც, მისი თქმით, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის გადამწყვეტია და აღნიშნა, რომ მსგავსი კანონების განხილვის პროცესში ოპოზიციას მონაწილეობა თითქმის არ მიუღია. ამასთან თქვა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" ნდობის ჯგუფის არცერთ შეხვედრას არ დასწრებია.

თამთა ჩაჩანიძე
22.02.2024

ნიკა მელია დაანონსებული პარტიის დაფუძნებას აჭიანურებს, მანამდე კი საუბრობენ იმ ვერსიებზე, ვისთან ერთად შეიძლება შეკრას ალიანსი ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ. ოპოზიციის ნაწილში მიაჩნიათ, რომ შეიძლება მელიამ „მძლავრი ოპოზიციური ბლოკი" „ლელოსთან" შექმნას, თუმცა როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში „მძლავრად" 40%-იანი ერთობა ჩაითვლება, რისი პოტენციალიც ამ შესაძლო ალიანსს არ აქვს.

ნაზი ბერიძე
21.02.2024

ბრიუსელში მყოფი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის „ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად" იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის. ევროკომისარი ოლივერ ფარჰეი კი ფიქრობს, რომ ეს არის „ორმხრივი გზა" და თუკი საქართველო მართლაც მზად იქნება წევრობისათვის, ევროკავშირიც მზად უნდა იყოს მის მისაღებად. რამდენად რეალისტურია ახალი პრემიერის პროგნოზი და რა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული საქართველოს საბოლოო ინტეგრაცია ევროკავშირში?

თამთა ჩაჩანიძე
21.02.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც უმრავლესობამ მიიღო, წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან და ვეტოს დაადებს. „ოცნება" პრეზიდენტის ნაბიჯს უსამართლოს და მავნებლურ პოლიტიკას უწოდებს და აცხადებს, რომ მას უმრავლესობა დაძლევს. ოპოზიციაში კი აზრი ორადაა გაყოფილი - ნაწილი ფიქრობს, რომ ვეტო აუცილებელია, ნაწილი კი ამას პრეზედენტისა და მმართველი პარტიის „დამპლური თამაშების" გაგრძელებად მიიჩნევს.

ელზა პაპოშვილი
21.02.2024

ოპოზიციურ ფლანგზე გაზაფხულისთვის მოსალოდნელი დიდი გადაჯგუფების კონტურები თანდათან უფრო იკვეთება. „მთავარი ახრის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია მარტში გეგმავს თავისი პარტიის პრეზენტაციას და აქედანვე იწყებს დისტანცირებას ენმ-საგან. მანამდე ასევე უნდა გაირკვეს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას გეგმები, რომელმაც თავისი პარტიის პრეზენტაცია თებერვალში აქვს დაანონსებული.

რეზონანსი
21.02.2024

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს"-თან ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებაზე საკმაოდ პოზიტიურად ისაუბრა და „პოლიტიკური სიმწიფისათვის" შეაქო კიდეც. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მოსკოვიდან კოორდინირებული ერთგვარი პიარ კამპანიის ნაწილია.

ნაზი ბერიძე
21.02.2024

უნგრეთი ევროკავშირის გაფართოების პროცესში, შესაძლოა, ევროკავშირის „დაშანტაჟებას" შეეცადოს - იგი უკრაინისა და მოლდოვისათვის მოლაპარაკების გახსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხდება, თუ იგივე გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებითაც იქნება მიღებული. ასეთ მოსაზრებას „რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი გამოთქვამს სამშაბათს გამართული ასოცირების საბჭოს სხდომის ფორმატიდან გამომდინარე.

ელზა პაპოშვილი
20.02.2024

ახალი პრემიერის ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრუსელს ეწვია. სამშაბათს მისი მონაწილეობით გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს. როგორ შეფასდა ახალი პრემიერის პირველი საგარეო ვიზიტი და რაზე გაკეთდა აქცენტები ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებებში?


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×