ირმა ჩიტაია
26.06.2025

ბიზნესის ნაწილი ჩივის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას. რეალურად რა რისკებია ბაზარზე სექტორი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, თუმცა საუბრობენ, რომ კანონი მათ გადინებას შეუწყობს ხელს და ბაზარი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. არც იმას გამორიცხავენ, რომ ბიზნესს ხარჯი გაეზარდოს. 

გვანცა წულაია
26.06.2025

საქართველოში ჩამოსული უცხოელების დასაქმების შემდეგ შესაძლოა, ცვლილებები მათთვის ბინის მიქირავების კუთხითაც ამოქმედდეს. ამაზე აქტიური საუბარი უკრაინაში ომის შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს უცხოელთა ნაკადი მოეძალა და ექსპექტები ახლაც ფიქრობენ, რომ მიგრანტთა ზრდის პარალელურად, აუცილებელია გამკაცრდეს ბინის გაქირავებასთან დაკავშირებული კანონი. 

ქეთო გოგოხია
25.06.2025

საჯარო სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება  პოლიტიკური კორუფციის რისკებს შეამცირებს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აქამდე მოქმედი კანონი არასამართლიანი იყო, რის გამოც რეგულაციის გამკაცრებას დადებითად აფასებენ. საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი ხარჯის შესახებ იურისტები მუდმივად საუბრობდნენ, ვინაიდან საჯარო სექტორში უამრავი ადამიანია, რომელიც რეალურად არაფერს აკეთებს, მაგრამ მუშაობს პარტიისთვის  და ბევრად პრივილეგირებულ მდგომარეობაშია მათთან შედარებით, ვინც შრომობს და პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.

გვანცა წულაია
25.06.2025

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მაისის თვეშიც შეივსო ისე, როგორც მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში. ტემპი იმდენად მაღალია, რომ 3 თვეში წმინდა შესყიდვამ 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა., რა იქნება წლის დარჩენილ თვეებში და სადამდე შეიძლება შეავსოს სებ-მა სავალუტო რეზერვები? 

გვანცა წულაია
25.06.2025

საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა, თუმცა უცხოელი მიგრანტების ხარჯზე. მოქალაქეების ეს რაოდენობა, რომელიც "საქსტატის" საყოველთაო აღრიცხვის წინასწარმა მონაცემებმა დაადასტურა, ქვეყანაში წლებია არ ყოფილა. 

გვანცა წულაია
24.06.2025

საქართველოში "შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონი მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებას პარლამენტში დაჩქარებული წესით იხილავენ და საკანონმდებლო ორგანომ პირველივე მოსმენით უკვე დაამტკიცა კიდეც. საინტერესოა, რამდენად იმუშავებს გამკაცრებული კანონი და როგორი იქნება აღსრულების მექანიზმი. 

გვანცა წულაია
24.06.2025

მკვეთრი გაძვირების შემდეგ, ნავთობის ფასი ერთბაშად ეცემა. შავი ოქროს ღირებულების საგრძნობი კლება ირან-ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტას უკავშირდება. მართალია, გამოცხადებული მშვიდობა მყიფეა, მაგრამ ბირჟებზე მაინც მყისიერი ასახა ჰპოვა. ახლა საინტერესოა, რა იქნება მომავალში და როგორი სიტუაცია გაგრძელდება სანავთობო ბაზარზე უახლოეს პერიოდში.

ქეთო გოგოხია
23.06.2025

ირანისა და ისრაელის კონფლიქტი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საგრძნობ უარყოფით გავლენას მოახდენს. არა მარტო ირანთან, სავაჭრო ურთიერთობები ჩიხში შევა სხვა ქვეყნებთანაც, რადგან საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო, ექსპორტში გარკვეულმა რისკებმა იჩინა თავი. გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო დაპირისპირებული მხარეების პოზიციები არ ტოვებს იმის განცდას, რომ სახედრო კონფლიქტი შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდეს, რაც აუცილებლად ნეგატიურად აისახება, როგორც რეგიონზე, ისე საქართველოზე. პირველ რიგში, პრობლემა გადაზიდვას შეეხო და ტარიფებიც გაიზარდა.

ქეთო გოგოხია
23.06.2025

ტურიზმის 2025 წლის პროგნოზი, სავარაუდოდ, შეიცვლება. ამის მიზეზი ირან-ისრაელის დაპირისპირება და ამ კონფლიქტში აშშ-ს შესაძლო ჩართვაა, რამაც  რეგიონში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა. საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლთა ინფორმაციით,  არა მარტო ისრელიდან და ირანიდან, მომიჯნავე ქვეყნებიდანაც კი შემცირდა ჯავშნები და მომავალშიც ეს ტენდენცია შენარჩუნდება. არასტაბილურობა და რეგიონში განვითარებული მდგომარეობის გამო, ტურისტული ინდუსტრია ზარალდება.

ქეთო გოგოხია
23.06.2025

ისრაელი-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება. აშშ-ის მიერ ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტის დაბომბვამ კი დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა, რამაც კონფლიქტი ახალ დონეზე აიყვანა. ბევრი შიშობს, რომ ეს ცუდ სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს.

ირმა ჩიტაია
23.06.2025

ბიზნესი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას აღარ ვარაუდობს. კვლევებით დგინდება, რომ კომპანიების 64% დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას არ აპირებს. ასეთი პროგნოზი ადასტურებს, რომ სამეწარმეო სფერო სტაგნაციას განიცდის. როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, წლის ბოლოსთვის სურათი არ შეიცვლება და დასაქმების კუთხით წინსვლა არ იქნება. 

თამარ ვეფხვაძე
23.06.2025

შავი ზღვა უნიკალური და გეოგრაფიულად განსაკუთრებულია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სტაბილურობაში. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით - ფართოვდება მონიტორინგის ქსელი და იზრდება განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×