გვანცა წულაია
07.10.2024

ლარს არჩევნების მოახლოება უკვე დაეტყო, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ჯერჯერობით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თუ 26 ოქტომბრამდე სტაბილურობა იქნება და დაძაბულობა არ შეიქმნება, ეროვნულ ვალუტას გაუფასურება არ ელის. სიტუაციის შებრუნების და პოლიტიკურად მწვავე გარემოს შექმნის შემთხვევაში კი, მოსალოდნელია, რომ ეროვნული ვალუა 2.85-ის ნიშნულამდე დაეცემა.

ირმა ჩიტაია
03.10.2024

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი საომარი მდგომარეობა თუკი გაგრძელდა, გლობალური ეკონომიკა საფრთხის წინაშე დადგება. თუ კონფლიქტის ესკალაცია დროულად არ მოხდა ეკონომიკური პრობლემები გარდაუვალი იქნება. პირველ რიგში შეფერხდება ინვესტირება. პარალელურად, შესაძლოა ისედაც პრობლემურ სუეცის არხზე ახალი საფრთხე გაჩნდეს და ტვირთების გადაზიდვები საერთოდ შეუძლებელი. მართალია, ალტერნატიული გზაც არის აფრიკის გავლით, მაგრამ ეს გზა გაცილებით მეტ დროს და ხარჯებს მოითხოვს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მისი გამოყენების აუცლებლობა არ დადგება, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაჭრით რამის უარყოფა შეუძლებელია. 

გვანცა წულაია
03.10.2024

ქვეყანაში არც ისე სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მომავალი წლიდან, საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. დეპუტატებს და სხვადასხვა თანამდებობის პირებს ანაზღაურება იმაზე ბევრად მეტად მოემატებათ, ვიდრე საქართველოში საშუალო ხელფასია. 

გვანცა წულაია
03.10.2024

საქართველოში ელექტრომობილები პოპულარობით ვერ სარგებლბს. ქვეყანაში ყოველთვიურად დაახლოებით 100 დენზე მომუშავე ავტომობილი შემოდის, რაც ძალიან ცოტაა. სიმცირის მიზეზი კი, პირველ რიგში, დასატენი ობიექტების ნაკლებობა და ასევე დრო, რომელიც მანქანას დასამუხტად სჭირდება. 

გვანცა წულაია
02.10.2024

საქართველომ შუა დერეფანის როლი არც ისე კარგად აითვისა. ირკვევა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სულაც არ არის ისეთი სიტუაცია, როგორი მოლოდინიც აქამდე არსებობდა. თავი იჩინა ბევრმა პრობლემამაც. 

ქეთო გოგოხია
02.10.2024

წინასაარჩევნო განწყობა უძრავი ქონების ბაზარზე არ ასახულა. როგორც ბინების რეალიზაცია, ასევე ქირის ფასი ბოლო პერიოდში სტაბილურად არის შენარჩუნებული. დაქირავების ღირებულებამ ცოტათი იკლო კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა სეზონურობიდან გამომდინარე, გაზრდილია. მოსალოდნელი დაძაბულობის ფონზე ბაზრის ტენდენციას დეველოპერები და ბროკერებიც დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ რეალიზაციის ტემპი ჯერაც აქტიურია და მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით გაიზარდა კიდეც.

გვანცა წულაია
01.10.2024

მსოფლიოსა და საქართველოში ნავთობპროდუქტები იაფდება. ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა, მართლაც დადებითია და მომავლის პერსპექტივაც ისეთივეა, როგორც ბაზრებზე დღეს არსებული სიტუაციაა. საწვავი როგროც საერთაშორისო ბაზარზე, ისე საქართველოშიც გაიაფდება.

გვანცა წულაია
01.10.2024

მომავალი წლიდან საქართველოში სოციალური გასაცემლები კვლავ მოიმატებს. 2025 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში გაწერილია, როგორც პენსიების, ისე სოციალურად დაუცველთა და შშმ პირები დახმარების ზრდა. ასევე ყურადღებაა გამახვილებული სხვა საკითხებზეც, რომლებიც ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია. 

ქეთო გოგოხია
30.09.2024

საქართველოში ინტერნეტის ტარიფებს გაუმართლებლად აძვირებენ. ტენდენცია ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში დაიწყო და დღემდე  არაფერი შეცვლილა. ფასი კი იმდენად მკვეთრად გაიზარდა, რომ ფიქსირებული ინტერნეტისთვის თვეში თითქმის 40 ლარს მიაღწია. ეს მაშინ, როცა საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და რეგიონში ინტერნეტის ტარიფის მიხედვით ყველაზე საშეღავათო პირობები უნდა არსებობდეს. ამ ეტაპზე ცნობილი გახდა, რომ ,,ახალმა ქსელებმა" ტარიფი 2 ლარით, მინიმალური სიჩქარის გაზრდის და გაუმჯობესების ხარჯზე გააძვირა. მანამდე კიდევ უფრო მეტად გააძვირეს მომსახურება "სილქნეტმა" და "მაგთიმ".

ქეთო გოგოხია
30.09.2024

საქართველოს ეკონომიკის სწრაფ წინსვლას ვერც არჩევნები აფერხებს. პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი განუხრელად იზრდება და უკვე აგვისტოს მდგომარეობით, 12% შეადგინა, ხოლო 8 თვის საშუალო მაჩვენებელი უკვე 10%-ია. ორნიშნა მაჩვენებელზე განსაკუთრებით ორმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა, ლარის სტაბილური კურსი და ღია ეკონომიკა, რამაც წინასაარჩევნო პერიოდშიც შეინარჩუნა მიმზიდველობა. 

ირმა ჩიტაია
30.09.2024

მანქანის პარკირება ყველგან, როგრც ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ასევე მის შემოგარენში სერიოზულ პრობლემად იქცა. საპარკინგე ადგილები თითქმის აღარ დარჩა. მალე ავტომობილის გაჩერების პრობლემა საცობების პრობლემას უკან მოიტოვებს და მძღოლებისთვის ნომერ პირველ თავსატეხად იქცევა. სახლში მისულ ადამიანს მანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ ხვდება და ხშირად ამას კონფლიქტი და დაპირისპირება მოსდევს.

ქეთო გოგოხია
27.09.2024

,,რთველი-2024"  წარმატებით მიმდინარეობს. მთავრობის მხრიდან  ყველა წინაპირობაა, რომ წლევანდელი შემოდგომა საინტერესო და მრავალმხრივ სასარგებლო  აღმოჩნდეს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში მონაწილე ყველა  სობიექტისთვის - ფერმერიდან დაწყებული, მსხვილი ბიზნესის ჩათვლით.  დაგეგმილი ღონისძიებები იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართულმა ღვინომ კიდევ უფრო დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო ღვინის ბაზარზე. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×