ქეთო გოგოხია 07.07.2025

შესაძლებელია, ზაფხულის ბოლომდე ლარის კურსი 2,70-იან ნიშნულს ჩამოსცდეს. ქართულ ეკონომიკაში და ზოგადად სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარების ტენდენცია შეუქცევადი იქნება და მინიმუმ ოქტომბრის ბოლომდე ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი შეიცვლება.
|
ქეთო გოგოხია 07.07.2025

მედიკამენტებზე ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში უსაფუძვლოდ მატულობს. ეს ეხება რეფერენტულ წამლებსაც, რომელიც წესით, რეგულაციას დაექვემდებარა, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ კონტროლი საერთოდ არ ხდება და შეღავათით მომხმარებლები რეალურად ძნელად სარგებლობენ. მას შემდეგ, რაც აფთიაქებში ასეულობით დასახელების წამალი გაიაფდა, პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდა. სააფთიაქო ქსელებში თავი იჩინა გარკვეული მედიკამენტების დეფიციტმა, რომელიც სხვა დასახელების წამლებით ჩანაცვლდა, რაშიც პაციენტებს ხშირ შემთხვევაში ორმაგი თანხის გადახდა უწევთ.
|
გვანცა წულაია 07.07.2025

გაფიცვის შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენელთა მცირე ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. საპროტესტო განაცხადი იმდენად პატარაა, რომ მას მხოლოდ 8 ბიზნესმენი აწერს ხელს, ამიტომ ექსპერტები მათ ამ განცხადებას სერიოზულად არ აღიქვამენ და იმასაც ამბობენ, რომ მას არანაირი ზეგავლენის მოახდენა არ შეუძლია, არც ბიზნესზე, არც ეკონომიკაზე და არც არჩევნებზე.
|
ირმა ჩიტაია 03.07.2025

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად ათეულ ათასობით აბიტურიენტი აბარებს, გარკვეულ სპეციალობებზე დეფიციტი მაინც იგრძნობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ აბიეტურიენტების უმეტესობა, ძირითადად, ერთსა და იმავე სპეციალობებზეა ორიენტირებული, როგორიცაა ბიზნეს ადმინისტრირება, იურისპრუდენცია, ჟურნალისტიკა და სხვა.
|
გვანცა წულაია 03.07.2025

ინფლაცია ივნისის თვეშიც გაიზარდა და მისმა მაჩვენებელმა 4% შეადგინა. ეს კი მიზნობრივზე თვალში საცემად მაღალი შედეგია, რაც ეკონომისტების შეფასებით, გლობალური პროცესებიდან გამომდინარეობს. სპეცილიასტები იმასაც ამბობენ, რომ წლის დარჩენილ თვეებში ინფლაცია კიდევ უფრო მოიმატებს და მიზნობრივზე მაღალი იქნება.
|
გვანცა წულაია 02.07.2025

საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 100 ათას დოლარიანი უძრავი ქონება უნდა შეიძინონ. ასეთია დღემდე მოქმედი კანონი, რომელიც შესაძლოა, შეიცვალოს და 150 ათას დოლარმდე გაიზრადოს. შესაბამისი ცვლილება მზარდი მიგრაციის ფონზე მზადდება.
|
ქეთო გოგოხია 02.07.2025

სოფლის მეურნეობაში მუშახელის დეფიციტი 2025 წელსაც დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით სეზონურ სამუშაოებზე, რეგიონებში კადრებთან დაკავშირებით სერიოზული გასაჭირი აქვთ. ანალოგიური ვითარებაა სამეწარმეო ბიზნესშიც, სადაც ასევე მუშახელის დიდი სიმცირეა. მიუხედავად იმისა, რომ დღიური შრომის საფასური გაიზარდა და 60 ლარზე იაფი არსად არის, მუშების დაქირავება მეწარმე ფერმერებისთვის დიდი დაბრკოლებაა.
|
რეზონანსი 01.07.2025

სოფლებში მცხოვრებთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მოსახლეობის აღწერიდან აღწერამდე, ანუ 10 წელიწადში, სოფლებიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა და მათმა ნაწილმა ან ქალაქებში გადაინაცვლა ანდა საერთოდ ქვეყნა დატოვა. ასეთი ტენდენცია დიდ პრობლემაზე მეტყველებს და პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარებას დიდად აფერხებს.
|
გვანცა წულაია 01.07.2025

ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა. ექსპერტები ამბოებნ, რომ შესაბამისი სიახლის დანარგვა აუცილებელია, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევების საკმაო ნაწილი, სწორედ ფეხით მოსიარულეთა გამო ხდება, თუმცა ასევე საინტერესოა, როგორი იქნება აღსრულების მექანიზმი და მონიტორინგი.
|
ქეთო გოგოხია 30.06.2025

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა დინამიკა დადებითია. მაისში დაფიქსირებული 7,5%-იანი მაჩვენებლით ქვეყნის მთავარი პარამეტრი გლობალურ ტენდენციას მნიშვნელოვნად აღემატება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დინამიკა შენარჩუნდება, ნაწილიც ცოტა სკეპტიკურადაა განწყობილი და არ გამორიცხავს, მცირე კლება კიდევ გვქონდეს, თუმცა ასეთი შედეგიც უფრო გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე იქნება.
|
ქეთო გოგოხია 30.06.2025

ხორბლის მოსავალი წელს ცოტათი მოიმატებს, თუმცა ხარისხი კვლავ პრობლემად რჩება. მიზეზი კლიმატური პირობებია, რის გამოც სტრატეგიული პროდუქტის ფასიც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ზედიზედ რამდენიმე წელია, ქართული ხორბლის ხარისხი სტანდარტს ვერ პასუხობს და სახელმწიფოს მუდმივად უწევს ფასის ხელოვნური შენარჩუნება. სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა იმპორტულ ფქვილზე მოსაკრებლის დაწესება. მიდგომა სავარაუდოდ წელსაც შენარჩუნდება.
|
ირმა ჩიტაია 30.06.2025

საქართველოში ელექტრომობილების ბიზნესი ვერ ვითარდება და პოპულარობას ვერ იხვეჭს. მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. გარდა ამისა, მანქანების დამუხტვაც თანდათან ძვირდება. რაც მეტად თანამედროვეა დასამუხტი საშუალება, მომხმარებელს უფრო მაღალი ტარიფის გადახდა უწევს. აღმოჩნდა, რომ ელექტრომობილებით გადაადგილების ღირებულება ბენზინზე მომუშავე ავტომობილის ხარჯს გაუტოლდა. თუ ფასი არ დარეგულირდა შესაძლოა, ელექტრო ავტომობილმა ის უპრატესობა დაკარგოს, რაც მის ეკონომიურობას უკავშირდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|