გვანცა წულაია 03.10.2024
საქართველოში ელექტრომობილები პოპულარობით ვერ სარგებლბს. ქვეყანაში ყოველთვიურად დაახლოებით 100 დენზე მომუშავე ავტომობილი შემოდის, რაც ძალიან ცოტაა. სიმცირის მიზეზი კი, პირველ რიგში, დასატენი ობიექტების ნაკლებობა და ასევე დრო, რომელიც მანქანას დასამუხტად სჭირდება.
|
გვანცა წულაია 02.10.2024
საქართველომ შუა დერეფანის როლი არც ისე კარგად აითვისა. ირკვევა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სულაც არ არის ისეთი სიტუაცია, როგორი მოლოდინიც აქამდე არსებობდა. თავი იჩინა ბევრმა პრობლემამაც.
|
ქეთო გოგოხია 02.10.2024
წინასაარჩევნო განწყობა უძრავი ქონების ბაზარზე არ ასახულა. როგორც ბინების რეალიზაცია, ასევე ქირის ფასი ბოლო პერიოდში სტაბილურად არის შენარჩუნებული. დაქირავების ღირებულებამ ცოტათი იკლო კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა სეზონურობიდან გამომდინარე, გაზრდილია. მოსალოდნელი დაძაბულობის ფონზე ბაზრის ტენდენციას დეველოპერები და ბროკერებიც დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ რეალიზაციის ტემპი ჯერაც აქტიურია და მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით გაიზარდა კიდეც.
|
გვანცა წულაია 01.10.2024
მსოფლიოსა და საქართველოში ნავთობპროდუქტები იაფდება. ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა, მართლაც დადებითია და მომავლის პერსპექტივაც ისეთივეა, როგორც ბაზრებზე დღეს არსებული სიტუაციაა. საწვავი როგროც საერთაშორისო ბაზარზე, ისე საქართველოშიც გაიაფდება.
|
გვანცა წულაია 01.10.2024
მომავალი წლიდან საქართველოში სოციალური გასაცემლები კვლავ მოიმატებს. 2025 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში გაწერილია, როგორც პენსიების, ისე სოციალურად დაუცველთა და შშმ პირები დახმარების ზრდა. ასევე ყურადღებაა გამახვილებული სხვა საკითხებზეც, რომლებიც ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია.
|
ქეთო გოგოხია 30.09.2024
საქართველოში ინტერნეტის ტარიფებს გაუმართლებლად აძვირებენ. ტენდენცია ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში დაიწყო და დღემდე არაფერი შეცვლილა. ფასი კი იმდენად მკვეთრად გაიზარდა, რომ ფიქსირებული ინტერნეტისთვის თვეში თითქმის 40 ლარს მიაღწია. ეს მაშინ, როცა საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და რეგიონში ინტერნეტის ტარიფის მიხედვით ყველაზე საშეღავათო პირობები უნდა არსებობდეს. ამ ეტაპზე ცნობილი გახდა, რომ ,,ახალმა ქსელებმა" ტარიფი 2 ლარით, მინიმალური სიჩქარის გაზრდის და გაუმჯობესების ხარჯზე გააძვირა. მანამდე კიდევ უფრო მეტად გააძვირეს მომსახურება "სილქნეტმა" და "მაგთიმ".
|
ქეთო გოგოხია 30.09.2024
საქართველოს ეკონომიკის სწრაფ წინსვლას ვერც არჩევნები აფერხებს. პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი განუხრელად იზრდება და უკვე აგვისტოს მდგომარეობით, 12% შეადგინა, ხოლო 8 თვის საშუალო მაჩვენებელი უკვე 10%-ია. ორნიშნა მაჩვენებელზე განსაკუთრებით ორმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა, ლარის სტაბილური კურსი და ღია ეკონომიკა, რამაც წინასაარჩევნო პერიოდშიც შეინარჩუნა მიმზიდველობა.
|
ირმა ჩიტაია 30.09.2024
მანქანის პარკირება ყველგან, როგრც ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ასევე მის შემოგარენში სერიოზულ პრობლემად იქცა. საპარკინგე ადგილები თითქმის აღარ დარჩა. მალე ავტომობილის გაჩერების პრობლემა საცობების პრობლემას უკან მოიტოვებს და მძღოლებისთვის ნომერ პირველ თავსატეხად იქცევა. სახლში მისულ ადამიანს მანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ ხვდება და ხშირად ამას კონფლიქტი და დაპირისპირება მოსდევს.
|
ქეთო გოგოხია 27.09.2024
,,რთველი-2024" წარმატებით მიმდინარეობს. მთავრობის მხრიდან ყველა წინაპირობაა, რომ წლევანდელი შემოდგომა საინტერესო და მრავალმხრივ სასარგებლო აღმოჩნდეს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში მონაწილე ყველა სობიექტისთვის - ფერმერიდან დაწყებული, მსხვილი ბიზნესის ჩათვლით. დაგეგმილი ღონისძიებები იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართულმა ღვინომ კიდევ უფრო დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო ღვინის ბაზარზე.
|
ირმა ჩიტაია 26.09.2024
ტურისტულ მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად ფასები კატასტროფულად მატულობს. ამ პროცესს ხშირად რეალური საფუძველი არ აქვს და გაძვირება ინერციით ხდება. სფეროს სპეციალისტები მიმდინარე პროცესს არაერთგვაროვნად აფასებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ გაზრდილი ფასი და მომსახურების შედარებით დაბალი ხარისხი ტურიზმს დააზარალებს. ნაწილი კი თვლის, რომ ნაკლები, მაგრამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვა ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს.
|
გვანცა წულაია 26.09.2024
შარშანდელთან შედარებით, წელს ჰიდროლოგიური ვითარება საგრძნობლად შეცვლილია. განვლილ თვეებში ელექტროენერგიის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება არ იყო მაღალი ანდა კაშხლოვან ჰესებში ზამთრისთვის წყალი დააგროვეს.
|
გვანცა წულაია 25.09.2024
მოახლოებული არჩვენების ფონზე საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში ისევ ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება არც ერთხელ არ დადასტურებულა, წნეხი მაინც იზრდება. ამჯერად საუბარია ავტომობილებზე, თითქოს, აკრძალვის მიუხედავად, რუსეთში ახალი, ძვირად ღირებული მანქანები, საქართველოს გავლით შედის.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|