თამთა ჩაჩანიძე 03.12.2024

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში დაძაბულობის პიკი გადავლილია და „ნაცმაიდანი" ჩავარდა. ოთხშაბათს საღამოს კი დაგეგმილია მნიშნელოვანი პოლიტიკური დებატები პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი მიუთითებს ხელისუფლების მცდელობაზე, რომ პროტესტი ქუჩიდან გადავიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დებატების ჭრილში.
|
ნატალია ჯვარიძე 03.12.2024

ხელისუფლებამ მწვავე კრიზისის განმუხტვისა და მოვლენების საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნების შანსი თავადვე მოსპო - ასე აფასებს ოპოზიცია და პოლიტიკურ ანალიტიკოსთან ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და 30 ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
|
გვანცა წულაია 03.12.2024

გაზაფხულის აქციების მსგავსად, პოლიტიკაში ბიზნესის ჩარევის მცდელობა მიმდინარე პერიოდშიც გამოიკვეთა. გუშინ პრემიერმა განაცხადა, რომ კერძო სექტორზე ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს, რათა პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ისე, როგორც ყველას, კერძო სექტორსაც აქვს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების უფლება, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ზეწოლა და წნეხი დაუშვებელია.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.12.2024

რუსეთის სათათბიროს დეპუტატი დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ „რუსეთი მზადაა დაეხმაროს ქართველებს ჯარით", თუ პროტესტი გაძლიერდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ერთი შეხედვით, კალაშნიკოვი რუსეთის ხელმძღვანელობაში საკვანძო ფიგურა არაა და შესაბამისად მის განცხადებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, თუმცა კრემლს ბევრი გამხმოვანებელი ჰყავს და არაა გამორიცხული, რომ თუ „საქართველო დესტაბილიზაციამ მოიცვა", ეს რუსეთმა გამოიყენოს .
|
ქეთო გოგოხია 03.12.2024

პირველი დარგი, რომელმაც პოლიტიკური ქაოსის გამო დარტყმა მიიღო, ტურიზმია. განსაკუთრებით სასტუმროები დაზარალდნენ, სადაც ვიზიტორების მკვეთრი კლებაა. ცენტრალურ უბანში მდებარე სასტუმროებთან ერთად, დანაკარგს განიცდიან პერიფერიებსა და რეგიონებში მდებარე ობიექტები, სადაც ჯავშნები ერთიმეორის მიყოლებით უქმდება.
|
ნატალია ჯვარიძე 03.12.2024

„ქართულ ოცნებას" ისევ იმედი აქვს, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 20 იანვარს შედგება, აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთება, ხოლო საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება დროებითი მოვლენაა. თუმცა, თავად აშშ-ში აცხადებენ, რომ „დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა".
|
ქეთო გოგოხია 02.12.2024

ნამოხვანჰესის პროექტის შეუსრულებლობით საქართველოს ენერგეტიკული სექტორიც ზარალდება და ბიუჯეტიც, რომელსაც წაგებული საარბიტრაჟო დავის გამო დიდი ფინანსური ტვირთი დააწვა. კომპანია "ენკამ" საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო. გარდა იმისა, რომ ნამოხვანჰესის ინვესტორთან წააგო ქვეყანამ, დიდი საფრთხეა, ეს სხვა ინვესტორებისთვისაც გახდეს სიგნალი და სასამართლო დავა მათაც წამოიწყონ, რაც დიდი ალბათობით მოსალოდნელია კიდეც.
|
გვანცა წულაია 02.12.2024

პოლიტიკური სიტუაციის გამო ეკონომიკა კიდევ ერთხელ დადგა გამოწვევის წინაშე. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა დღითი დღე იძაბება და ამით იმ მიმართულებებს ექმნება საფრთხე, რომელთა მეშვეობითაც საქართველოის ეკონომიკური სტაბილურიბაა შენარჩუნებული. ახლა, არეულობის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ეროვნული ვალუტაა და ინვესტიციების მიმართულებაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.12.2024

ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას 27 სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, თუმცა, საქართველოს საკითხზე უნგრეთის პოზიციის გამო კონსენსუსი არ არსებობს, ამიტომ ბლოკის წევრმა სამმა ქვეყანამ ინდივიდუალურად გადაწყვიტეს ეროვნული სანქციები დაუწესონ მათ, ვინც საქართველოში საპროტესტო აქციების "ჩახშობაში მონაწილეობს".
|
ნატალია ჯვარიძე 02.12.2024

ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ - ვიღებ გამოწვევას! - ამ განცხადებით ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი პრემიერს ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის „გულწრფელ ადამიანებთან", ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება „სხვანაირად გაიგო".
|
ქეთო გოგოხია 02.12.2024

საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური დაძაბულობა ლარის კურსზე ძალიან უარყოფითად აისახა და ქვეყანაში დევალვაციის მძლავრი ტალღა დაიწყო. მართალია, ყველა ეკონომიკური პარამეტრი ჯერ კიდევ მწყობრშია და უშუალოდ ამ ფაქტორის გავლენა ეროვნულ ვალუტაზე არ მოქმედებს, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობის გამო გაცვლითი კურსი მკვეთრ გაუფასურებას განიცდის. ,,ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ლარი 2,90-იან ნიშნულს მიუახლოვდა, არჩევნებიდან დღემდე 14 თეთრით გაუფასურდა და სწორედ მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირდება.
|
ნატალია ჯვარიძე 02.12.2024

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური საქართველოში არეულობის წამქეზებელი გახდა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-სპიკერი კონსტატინ კოსაჩევი წერს. საქართველოში მიმდინარე პროცესებს რუსეთის მხრიდან გამოხმაურებები გახშირდა. ისინი აქტიურად საუბრობენ, რომ დასავლეთი ცდილობს „ფერადი რევოლუცია" მოაწყოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|