გვანცა წულაია 28.11.2024

საქართველო კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში გასაწევრიანებად ყველაზე მეტად არის მზად, მაგრამ ხელისუფლებაში ითქვა, რომ დღეს ბლოკში გაერთიანება ქვეყანას უფრო მეტ ეკონომიკურ ზიანს მოუტანს, ვიდრე სარგებელს. ეკონომისტთა ნაწილი ამ მოსაზრებას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი არა ევროკავშირის წევრობა, არამედ ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა იყოს.
|
ნატალია ჯვარიძე 28.11.2024

„საქართველოში სიბნელეა, მზე ვეღარ ანათებს და ამ სიბნელის გარღვევას დრო სჭირდება, ასევე ადამიანი, რომელიც ხელში ჩირაღდანს დაიჭერს და შემოვა საქართველოში. იანვარში და თებერვალში ხალხი ეკონომიკური პრობლემის წინაშე რომ აღმოჩნდება, მერე გამოიღვიძებს," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.11.2024

პრეზიდენტის არჩევნები ორ კვირაში გაიმართება, ოპოზიცია კი პროცესს უნდობლობას უცხადებს და შესაბამისად არ აღიარებს 14 დეკემბრის არჩევნების შედეგებს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მორიგი გართულების ეტაპი დადგეს დეკემბრის შუა რიცხვებში და "ჭიდაობა დაიწყოს იმის თაობაზე, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლიდან გამოვა თუ არა".
|
ირმა ჩიტაია 27.11.2024

საქართველოში დემოგრაფიული სურათი უარესდება. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის უცხოელ მუშახელზე მზარდი მოთხოვნა და ადგილობრივი კადრების უცხოეთში გადინება, რაც ისედაც მძიმე დემოგრაფიულ ფონზე უარყოფითად აისახება. ვითარება, იმდენად საგანგაშოა, რომ ხელისუფლებას გადამწყვეტი ზომების მიღება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველობა, შესაძლოა, საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაშიც აღმოჩნდეს, რაზეც გაეროს დასკვნებშიც კი იყო საუბარი.
|
გვანცა წულაია 27.11.2024

მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი მხოლოდ ლარში აქვთ, 500 000 ლარზე ნაკლებ სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა გუშინ მიიღო და როგორც ითქვა, ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.11.2024

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება, შესაბამისად მისი ადმინისტრაცია მომავალი წლის იანვრის ბოლოდან შეუდგება მუშაობას. განახლების პროცესში მყოფი ევროკავშირის სტრუქტურების შემადგენლობა კი ოფიცლაურად მუშაობას 1-ლი დეკემბრიდან დაიწყებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.11.2024

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. წარდგენას უძღვოდა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რის შემდეგაც, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა. ივანიშვილის თქმით, ყაველაშვილი "თავისი ბუნებით და ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება".
|
ნატალია ჯვარიძე 27.11.2024

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ოპოზიცია ხალხს მოუწოდებდა, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ, თუმცა, პროტესტმა არაერთი მცდელობის მიუხედავად მასობრივი ხასიათი არ მიიღო და თანდათან მინელდა. ანალიტიკოსები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.
|
ნატალია ჯვარიძე 27.11.2024

ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით, მთავრობა მიზნად ისახავს სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მდგრადი, ეფექტური სატრანსპორტო კავშირების შექმნას ისახავს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.11.2024

განათლების მინისტრ ლექსანდრე წულაძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან ამოღებულია მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, შემცირებულია გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის შემოქმედების ნაწილი, სრულიად ამოღებულია ალექსანდრე ყაზბეგის, პაოლო იაშვილის და პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება.
|
ირმა ჩიტაია 26.11.2024

სამომხმარებლო სფეროში დასაქმებულთა უფლებები საშინლად ირღვევა. ამ მხრივ განსაკუთრებით სავაჭრო სფერო გამოირჩევა, სადაც ელემენტარული დანაკარგის ანაზღაურებაც მომუშავე კადრს უწევს. იმის გამო, რომ ამ საკითხს კანონი სათანადოდ ვერ არეგულირებს და ვერც დასაქმებულები ჩივიან, ხშირ შემთხვევაში, ფაქტების შესახებ საზოგადოებისთვის საერთოდ უცნობია.
|
ნატალია ჯვარიძე 26.11.2024

სამმა ოპოზიციურმა პარტიამ სიების ჩახსნაზე ცესკოს უკვე მიმართა. ჯერჯერობით გაურკვეველია რას აპირებს პარტია „გახარია საქართველოსთვის". ცესკომაც, თავის მხრივ, უკვე სამშაბათს დააკმაყოფილა მათი ეს განცხადებები. ახლა მოსალოდნელია, რომ ამ პარტიების მხრიდან პარლამენტში გასული დეპუტატები უკვე ინდივიდუალურ განცხადებებს დაწერენ მანდატების გაუქმების მოთხოვნით. თუმცა, მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია საბოლოოდ პარლამენტში შევა. ანალიტიკოსების მოსაზრებები კი ამასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|