თამთა ჩაჩანიძე
26.11.2024

საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი უკვე ცნობილია. ახალი წესით - 300-კაციანი კოლეგიით - არჩევნები პარლამენტში 14 დეკემბერს ჩატარდება და თუ რომელიმე კანდიდატმა კოლეგიის წევრთა ხმების 2/3 მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, იმავე დღეს არჩევნების მეორე ტურიც ჩატარდება. ინაუგურაციის დღედ კი 29 დეკემბერი განისაზღვრა, პარლამენტმა აღნიშნული დადგენილების პროექტს 26 ნოემბერს უყარა კენჭი. თუმცა, ამ არჩევნებზე მმართველი პარტია, შესაძლოა, გარკვეული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს - ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში, ხმოსანთა კოლეგიაში, შესაძლოა, ვერ მოგროვდეს იმდენი წევრი, რაც ახალი პრეზიდენტის პირველივე ტურში არჩევისთვისაა საჭირო.

გვანცა წულაია
26.11.2024

საქართველოში არჩევნები ჩატარებულია, მთავრობა დაკომპლექტებულია და პოლიტიკური ვითარებაც ასე თუ ისე დამშვიდებულია. ამიტომ ზამთრის ტურიზმის სეზონს არანაირი საფრთხე არ ელის. მართალია, ამ პერიოდში რაღაც რაოდენობის ჯავშნები გაუქმდა, მაგრამ თეთრი სეზონისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს და ამიტომ დარგის სპეციალისტების მოლოდინი დადებითია. 

ნატალია ჯვარიძე
26.11.2024

იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია დემორალიზებული და დეზორიენტირებულია და 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო ტალღის აგორების მცდელობაც პრაქტიკულად ჩავარდა, კრემლშ კვლავ საუბრობენ საქართველოში მოსალოდნელ „ფერად რევოლუციაზე". რა დგას ამ განცხადებების უკან და რეალურად რამდენად მოსალოდნელია საქართველოში საპროტესტო მუხტის გაძლიერება?

ირმა ჩიტაია
25.11.2024

სანქციებისა და შეზღუდვების საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. საქართველოს ახლადარჩეულმა პარლამეტმა მუშოაბა უპრობლემოდ დაიწყო. შესაბამისად, ის შიში, რაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში სანქციების დაწესებას უკავშირდებოდა, ჩავლილია. იმედია, სამუშაო თვალსაზრისით, ხელისუფლება შეძლებს დასავლეთის ქვეყნებთან ახალი ფორმატის გამონახვას. 

თამთა ჩაჩანიძე
25.11.2024

უკვე ცნობილია მეტერთმეტე მოწვევის პარლამენტში ვის რა ფუნქცია ექნება "ქართული ოცნების" 89 დეპუტატიდან. პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ შალვა პაპუაშვილი იქნება, სიახლეა სპიკერატში, დამტკიცეს კომიტეტების თავმჯდომარეებიც, ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მანდატებს ტოვებენ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მოქმედი და ყოფილი პრემიერები ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი.

ნატალია ჯვარიძე
25.11.2024

რუსეთის კურსკის ოლქში 11 ათასზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია და მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა უკრაინის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა. უკრაინული მედიის ცნობით, ეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ანატოლი ბარგილევიჩმა თქვა.

ნატალია ჯვარიძე
25.11.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი 26 ნოემბერს ჩანიშნავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს.

ქეთო გოგოხია
25.11.2024

ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის დასაწესებლად მთავრობა უკვე მზადაა. სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, 2026 წელი გონივრული ვადაა, როცა კანონმდებლობა უნდა ამოქმედდეს, ხოლო როგორი იქნება ტარიფი, დამოკიდებულია ავტომობილების რაოდენობასა და ავარიების სიხშირესთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე, რაც ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

თამთა ჩაჩანიძე
25.11.2024

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დავით სონღულაშვილი. კობახიძის თქმით, ყოფილი მინისტრები - ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია "საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ".

ქეთო გოგოხია
25.11.2024

,,შავი პარასკევის" აქციები დაიწყო, თუმცა ბიზნესის მხრიდან  შეთავაზებები ფასდაკლებებთან დაკავშირებით უმეტესად არარეალურია. წლობით დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე თამამად შეიძლება თქმა, რომ სავაჭრო ობიექტებში გამოცხადებული ფასდაკლებები უფრო მომხმარებლების მოსაზიდად მიმართული ხრიკებია და დიდ უნდობლობას იწვევს. ამით აიხსნება ისიც, რომ ,,შავი პარასკევის" მიმართ მომხმარებლებს გამოკვეთილად უარყოფითი განწყობა აქვთ. 

ნატალია ჯვარიძე
24.11.2024

25 ნოემბერს დაგეგმილი პარლამენტის პირველი სხდომისთვის ოპოზიცია საგანგებოდ ემზადება. წინასწარ ცნობილია, რომ სხდომას დაესწრებიან მთავრობის წევრები, მმართველი პარტიის 89 დეპუტატი და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. პარლამენტის შენობასთან ისევ მოსალოდნელია მასშტაბური აქცია და შეტაკება პოლიციასთან, რაც, ანალიტიკოსების აზრით, მნიშნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოესი კვირეების განმავლობაში.

თამთა ჩაჩანიძე
24.11.2024

1-ლი დეკემბრიდან ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იცვლება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე შარლ მიშელს პორტუგალიის ყოფილი პრემიერი ანტონიო კოშტა ჩაანაცვლებს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს, ჯოზეფ ბორელის ნაცვლად, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება. რა შეიცვლება ამით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, რომელც ბოლო დროს უკიდურესად დაძაბულია?


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×