გვანცა წულაია
12.09.2024

მალე საქართველოში იქნება თანამედროვე სისტემა, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზს და ადრეული შეტყობინების სისტემას. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია. 

ნატალია ჯვარიძე
12.09.2024

საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომიდან თითქმის 2 კვირა გავიდა და ისევ უცნობია, რა გადაწყვეტილებას იღებს „გამჭვირვალეობის კანონზე". ოპოზიცია დროის ასე გაწელვას სასამართლოს იმ სავარაუდო გადაწყვეტილებას უკავშირებს, რაც არჩევნების წინ კანონის შეჩერებას გულისხმობს. სასამართლოს ამგვარი პოზიციის მიზეზებზე ანალიტიკოსების მოსაზრებები განსხვავებულია.

თამთა ჩაჩანიძე
12.09.2024

ქართულ პოლიტიკურ რეალობაში წინასაარჩევნო დებატების საკითხი თანდათან აქტუალური ხდება - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამის მთავარი სივრცე პარლამენტია, ოპოზიციას კი მინიმუმ ექვსჯერ ჰქონდა მასთან დებატების შანსი, თუმცა „გაურბის". რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, პრემიერი ამბობს, რომ ამისთვისაც მზად არის, თუმცა განცხადებას ოპოზიციისგან გამოხმაურება არ ჰქონია.

ელზა პაპოშვილი
11.09.2024

სტამბოლში ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი ქალი მოკლეს - ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი სასიკვდილოდ შეყვარებულმა სცემა. თურქული გამოძიების მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეს დაზიანებები ჯერ ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ კი უკვე გარდაცვლილს დანით მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.ხოლო მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი შეყვარებული მაშინ დააკავეს, როცა ის მიმალვას ცდილობდა.  

ამ დროისთვის სასტუმრო დალუქულია, რადგან ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ დაადგინა, რომ დაწესებულებას ლიცენზია არ ჰქონდა. 

ირმა ჩიტაია
11.09.2024

საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს. ბოლო დროს მან საგრძნობი კლება განიცადა და დიდი ხანია უკვე საბაზო მაჩვენებელზე ქვემოთაა. თუ ეს ტენდენცია  გაგრძელდება, შესაძლოა,  მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ შემცირდეს. ეს კი ცხადია, წამახალისებელი და სტიმულის მომცემი იქნება, როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. მაინც რა განაპირობებს ინფლაციის ასეთ დაბალ დონეზე შენარჩუნებას?

გვანცა წულაია
11.09.2024

საქართველოში ჩინური ავტომობილების შემოყვანა ძალიან გახშირდა. უმთავრესი მიზეზი, რასაკვირველია, მანქანების სიიაფეა. ავტობიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები ამბობენ, რომ ბაზარზე ჩინეთის გააქტიურებამ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები მოიტანოს.

ელზა პაპოშვილი
11.09.2024

რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა სიის პირველი ნომერი ყოფილიყო და რას შეცვლის ივანიშვილის ფაქტორი „ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებზე? -მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა, ან რაიმე სხვა თანამდებობა არ სურს და "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მისი პირველ ნომრად დასახელება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ეფუძნება. ეს მნიშვნელობა კი საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებაშია. 

თამთა ჩაჩანიძე
11.09.2024

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ქვეყანა მომავალ პრეზიდენტს უკვე 300-კაციანი კოლეგიით აირჩევს. თავად ზურაბიშვილი თანახმაა, რომ მეორეჯერაც იყაროს კენჭი. უნდა აღინიშნოს, რომ შანსები მას ეძლევა საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, თუმცა აქაც პრობლემაა, რადგან ენმ-ში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიდგომა - „ჯერ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და მერე მომაკითხეთ", გამართლებული არაა.

ნატალია ჯვარიძე
11.09.2024

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთზე „ატაკამსის" რაკეტებით დარტყმის გადაწყვეტილება დიდი ალბათობით, უკვე მიღებულია. მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ცდილობენ, დისტანცირება მოახდინონ უკრაინის კონფლიქტში ჩართულობისგან, თუმცა, კრემლი არ ფიქრობს, რომ ეს გამოვა.

ნატალია ჯვარიძე
11.09.2024

პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან იმ პირობებით, რაც აქამდე იყო შეთანხმებული. მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკა, იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმებული დებულებები მოიცავს ურთიერთობის დამყარების ყველა ძირითად ქვაკუთხედს, ფუნდამენტურ დებულებას, რომელიც აღიქმება საერთაშორისო დონეზე, სთავაზობს, რომ ყველა შეთანხმებულ დებულებას, ხელი მოეწეროს.

თამთა ჩაჩანიძე
11.09.2024

„ქართულმა ოცნებამ" ოქტომბრის არჩევნებში სიის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილი წარადგინა. ჯერ ცნობილია მხოლოდ ოცეული, სადაც შედიან, როგორც ოლიმპიური მედალოსანი სპორტსმენები, ისე ცნობილი თუ ახალი პოლიტიკური სახეები. ოპოზიცია ოცეულს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ივანიშილის სათავეში მოქცევა და ცნობილი მედალოსნების შეყვანა ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას გაუჭირდა.

გვანცა წულაია
10.09.2024

საქართველოში მხოლოდ მცირე ზომის ჰესები შენდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ობიექტები ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ საშუალო და დიდი ჰესების პროექტები, რომლებიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის მეტად საჭიროა, გაჩერებულია და  მათი ბედი გაურკვეველია. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×