ელზა პაპოშვილი
06.08.2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში  ყაჩაღობა მოხდა. როგორც ირკვევა, შუა ხნის მამაკაცი სასტიკად  არის ნაცემი. რამდენიმე ნიღბიანი პირი, სოფელში მცხოვრებ ოჯახს გვიან ღამით თავს დაესხა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახში მყოფ ერთ პირს სცემეს, წაართვეს მობილური ტელეფონი, წაიღეს 500 ლარი და ადგილიდან მიიმალნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.   

ელზა პაპოშვილი
06.08.2024

წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ ფალნგზე გადაჯგუფება თითქმის დასრულებულია და ახლანდელ მოცემულობას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ მმართველ გუნდს ოპოზიცია 6 პოლიტიკური ცენტრის სახით დაუპირისპირდება. ერთია ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, მეორე - „ლელო“, „თავისუფალი მოედანი“, და ანა დოლიძისა და ალეკო ელისაშვილის პარტიები, მესამე ფლანგმა - „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და პარტია „ახალი“ - პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, სადაც პარტიის სახელი განისაზღვრა – „კოალიცია ცვლილებისთვის“, მეოთხეა გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“, მე-5 ცენტრად შეიძლება ჩავთვალოთ „ალტ-ინფოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გაერთიანება, 

ნატალია ჯვარიძე
06.08.2024

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას, სადაც მან „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია, ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ამ შეტავაზებას „არასერიოზული" უწოდეს, ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი „ამდენს არ უნდა ბედავდეს". ოპოზიციამ კი პრეზიდენტის ინიციატივას „ქართული ქარტიის" შესახებ მხარდაჭერა ისევ გამუცხადა.

ნატალია ჯვარიძე
06.08.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის გამოსვლებში მკაფიოდ ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის შეწყალებას არ აპირებდა, თუმცა 5 აგვისტოს პრესკონფერენციაზე, სადაც მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, განაცხადა, რომ ჯერ „საქართველოა გადასარჩენი" და შემდეგ სააკაშვილის დროც მოვა.

ნატალია ჯვარიძე
06.08.2024

ამ ეტაპზე და ამ სიტუაციის ფონზე ევროკავშირთან გაწერვიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა შეუძლებელია, თუმცა თუ არჩევნები „პოზიტიურ შედეგებს" აჩვენებს, მაშინ ეს შანსი არსებობს, ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რეზონანსის" კითხვას, თუ რა მოლოდინი აქვს ოქტომბერში ევროკომისიის დასკვნაზე.

ქეთო გოგოხია
05.08.2024

შუა დერეფანში შეიძლება ახალი მარშრუტი შეიქმნას და საქართველოს როლი შესუსტდეს. აშშ უკვე განიხილავს შესაძლებლობას, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზრებზე ტვირთის მისაწოდებლად ახალი სახმელეთო მარშრუტი შექმნას, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს გვერდს აუვლის. ასეთი გადათამაშება, ცხადია, შუა დერეფანში საქართველოს სარგებელს მნიშვნელოვნად შეზღუდავს, თუმცა თვითონ იდეას სკეპტიკურად უყურებენ ქართველი სპეციალისტები, რომელთა შეფასებითაც, დამატებითი დერეფნის ჩამოყალიბებას წინ ბევრი დაბრკოლება ახლავს, რაც მის განხორციელებას ხელს უშლის. 

ქეთო გოგოხია
05.08.2024

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის კვლევა გრძელდება. პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და სავარაუდოდ, 2-3 წელიწადში დასრულდება. მთლიანად პროექტს კი შესაძლოა, 6-7 წელიწადი დასჭირდეს. მასშტაბური პროექტის მიმართ ევროპის ინტერესი კვლავ შეუცვლელია, შესაბამისად, ეჭვქვეშ არ დგას სარგებელი, რომელსაც საქართველო წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებით მიიღებს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ,  ელექტროგადამცემი ხაზით ჩვენი ქვეყანა პირველად დაუკავშირდება ევროპას, გააჩენს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს ელექტროსისტემა  ევროპულ ენერგოსისტემასთან ჩაერთოს. 

ქეთო გოგოხია
05.08.2024

შენობების მდგრადობის საკითხი სერიოზულ ეჭვს იწვევს. გარდა იმისა, რომ ძველი, საბჭოური კორპუსები უკვე ყავლგასულად მიიჩნევა და თითქმის მასობრივად სჭირდება გამაგრებითი სამუშაოები, ვერც ახალი შენობებია მდრადი. ბოლო დროს ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ვაშლიჯვარში ერთ-ერთ კორპუსთან დაკავშირებული გახმაურებული შემთხვევა, როცა 5 წლის წინ აგებული შენობიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო. სავარაუდოდ, პრობლემა გაცილებით მასშტაბურია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მიწისძვრები საქართველოს მასშტაბით გახშირდა და ასეთ დროს კორპუსის სიმყარეს გადამწყვეტი როლი აკისრია.

ელზა პაპოშვილი
05.08.2024

 ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე ტაქსის მძღოლია დაკავებული. როგორც ირკვევა, ქალაქის ცენტრში მძღოლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, მკვლელობით დასრულდა. მოკლულია მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.   

 

ელზა პაპოშვილი
05.08.2024

ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადება -  ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელზე ირანის მხრიდან თავდასხმას მომდევნო 48 საათის განმავლობაში პროგნოზირებს. ამერიკელმა და ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას ორშაბათიდან  ელოდებიან, - ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
05.08.2024

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო საინტერესო ხდება რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას პარტიების მიმართ და რა კრიტერიუმებით გააკეთებენ არჩევანს ოქტომბერში. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ძირითადად, მოსახლეობას უკეთესი ცხოვრება და მშვიდობა უნდა, რომელსაც მმართველი პარტია ჰპირდება. ნაწილის აზრით კი, „ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას შავ პიარზე აგებს, რომ, თუ ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა ომი დაიწყება, ის კი მშვიდობის გარანტია.

ნატალია ჯვარიძე
05.08.2024

პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამერიკის მიერ საქართველოს მთვრობისთვის 95 მლნ დოლარის დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი მხრიდან ნაბიჯები იდგმევა და მთავარია, შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მიიღონ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღემდე ვერ მიიღო ინფორმაცია, კონკრეტულად რა თანხა შეჩერდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×