ნატალია ჯვარიძე
01.08.2024

უკრაინამ ამერიკული წარმოების ეფ-16-ები ნიდერლანდებიდან უკვე მიიღო და ამ გამანადგურებლების კიდევ ერთ პარტიას დანიიდან ელოდება. ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ეს იარაღი კიევს რუსების საჰაერო უპირატესობის დაბალანსების საშუალებას მისცემს.

გვანცა წულაია
01.08.2024

უმაღლესდამთავრებულების ანაზღაურებად სტაჟირებაზე განცხადებების მიღება უკვე დაიწყო. ახლაგაზრდებს სამთავრობო უწყებებში დასაქმების შესაძლებლობა მიეცათ. როგორც განათლების ექსპერტებისგან ითქვა, კურსდამთავრებულები ყურადღებას სამომავლო დასაქმებაზე გაამახვილებენ და ხელფასის ოდენობა მათთვის მეორე პლანზე გადაიწევს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სტაჟირებისთვის გამოყოფილი ანაზღაურება არცთუ დაბალია და თვეში 500 ლარს შეადგენს.

ნატალია ჯვარიძე
01.08.2024

ხუთშაბათიდან ძალაშია „გავლენების შესახებ" კანონი, რომელიც, 20%-ზე მეტი დაფინანსების უცხოეთიდან მიღების შემთხვევაში, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ავალდებულებს. არასამათავრობოების დიდი ნაწილი კანონის ლეგიტიმაციას არ აღიარებს და რეგისტრაციის გავლას არ აპირებენ, რასაც მთავრობის მხრიდან სანქციები მოჰყვება.

თამთა ჩაჩანიძე
01.08.2024

ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, თეირანში „ჰამასის" ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ, ისრაელზე პირდაპირი თავდასხმის ბრძანება გასცა. თავად ისრაელი აცხადებს, რომ ომი არ სურთ, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად არიან. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ახლო აღმოსავლეთი ფაქტიურად დიდი ომის ზღვარზეა.

ნატალია ჯვარიძე
01.08.2024

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მან უკანონო ხე-ტყის ჭრაზე ახალი სანქციები გამოაცხადა. ასევე თქვა, რომ სახელმწიფო განახორციელებს ფინანსურ ინტერვენციას და 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა. ისიც დაანონსა, რომ 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება.

ქეთო გოგოხია
31.07.2024

სოფლის მეურნეობაში მუშახელის დეფიციტი  2024 წელსაც დიდ პრობლემას შექმნის. აგრარულ სფეროში, განსაკუთრებით სეზონურ სამუშაოებზე, რეგიონებში კადრებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა. ანალოგიური ვითარებაა სამეწარმეო ბიზნესშიც, რაც მაღალი რგოლიდან დაწყებული, ქვედა საფეხურამდე, ნებისმიერი კვალიფიკაციის კადრს ეხება.

ნატალია ჯვარიძე
31.07.2024

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ბრძოლის მსურველი მოხალისეებისთვის წინასწარი გადასახადი გააორმაგა, - რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელიც აგვისტოდან 2024 წლის ბოლომდე შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებს, წინასწარი გადასახადის სახით 400 000 რუბლს მიიღებს.

გვანცა წულაია
31.07.2024

2024 წლის პირველი ნახევარი 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩაიხურა. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა ორჯერ იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე წლის დასაწყისში იყო ნავარაუდევი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინსტიტუტების მიერ. ითქვა, რომ მშპ-ს ზრდა დარჩენილ თვეებშიც გაგრძელება. ეკონომისტთა ერთი ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ 2024 წლის ბოლოს ორნიშნა ან მასთან მიახლოებული მაჩვენებელი ჰქონდეს ქვეყანას. 

თამთა ჩაჩანიძე
31.07.2024

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება 28 ივლისს დასრულდა, რომლის მიზანი იყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას სწორედ ამ ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ახალი ტექნოლოგიები გაყალბებას გამორიცხავს, თუმცა, ოპოზიციას კითხვები აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
31.07.2024

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს, ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს ხელისუფლებისგან სამ მთავარ საკითხზე ელიან ნაბიჯების გადადგმას, თუმცა, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, ის ვაშინგტონისგან აქეთ ელის „შემხვედრ" ნაბიჯებს და მისი თქმით, „მაშინვე მოხდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვა".

ნატალია ჯვარიძე
31.07.2024

„ჰამასის" ლიდერი, ისმაილ ჰანიე თეირანში ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, რის შემდეგაც ის ომის ვეტერანთა რეზიდენციაში იმყოფებოდა, რა დროსაც განახორციელეს საჰაერო თავდასხმა, რასაც ჰანიე ემსხვერპლა. მისი სიკვდილი „ჰამასმაც" დაადასტურა და იგი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს. „ჰამასის" განცხადებით, ჰანიე თეირანში, მის რეზიდენციაზე განხორციელებული „სიონისტური თავდასხმის" შედეგად დაიღუპა.

გვანცა წულაია
30.07.2024

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე სტაბილიზაცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია და ამ ეტაპზე არანაირი გარემოება არ იკვეთება, რაც სიტუაციას შეაბრუნებს. მართალია, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი მცირედით გაიზარდა, თუმცა ამას საბაზრო დინამიკაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. მოთხოვნა შემცირებულია, საპარლამენტო არჩევნების დაძაბულ ფონს ქმნის. ასე რომ, სამომავლოდ ბაზარზრ სტაბილურობის შენარჩუნებაც გაძნელდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×