ელზა პაპოშვილი
14.08.2024

მამაკაცი, რომელიც 24 წლის მეგობარ ქალს ინტიმური ფოტო და ვიდეო მასალით აშანტაჟებდა, დაკავებულია. 45 წლის თურქეთის მოქალაქე მეგობარ ქალთან დაშორების შემდეგ, შერიგების მოთხოვნით, 1 წლის განმავლობაში ქალს ფარულად გადაღებული ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებით ემუქრებოდა. საბოლოოდ უარის მიღების შემდეგ კი მუქარა სისრულეში მოიყვანა.

გვანცა წულაია
14.08.2024

დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილება, პრაქტიკულად, პარალიზებულია. თბილისის შემდეგ საცობები ავტომაგისტრალებზეც შეიქმნა და მოქალაქეებს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად 2-3 საათით მეტი დრო სჭირდებათ. განსაკუთრებული პრობლემაა შაბათ-კვირის დღეებში და ეს ყველაფერი ერთი მხრივ გზების მშენებლობასაც უკავშირდება. 

ელზა პაპოშვილი
14.08.2024

საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ორივე მხარე, ორივე მხარე ამ მდგომარეობის გამოსწორების აუცილებლობაზე საუბრობს. საქართველოს ხელისუფლებას გამოსავლად „ურთიერთობების გადატვირთვა“ მიაჩნია. აშშ-ში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას. პრემიერი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან „ნაბიჯები გადადგმულია“ და ოფიციალური თბილისი „მოლოდინის რეჟიმშია“.

ნატალია ჯვარიძე
14.08.2024

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის - ენმ-ში უნდა შეიქმნას ეროვნული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც კობა ნაყოფია იქნება. ამ სიახლის მთავარი მიზანია „ნაცმოძრაობის" გარშემო კიდევ უფრო დიდი გაერთიანების შექმნა, მათ შორის ენმ-დან გამოყოფილი სხვა პარტიების ჩათვლით. „ნაცმოძრაობაში" ამ იდეას მიესალმებიან. რას ნიშნავს ეს წამოწყება და რის მიღწევას ცდილობს სააკაშვილი?

გვანცა წულაია
13.08.2024

საქართველოდან მედიკამენტების ექსპორტი გაიზარდა, ყველაზე მეტი წამალი აზერბაიჯანმა შეისყიდა. ექსპორტის ზრდა, დიდი ალბათობით, ბოლო წლებში გატარებულ რეგულაციებს უკავშირდება, რაც ერთი მხრივ თურქეთის ბაზრის გახსნას და მეორე მხრივ კი, რეფერენტული ფასების ამოქმედებას გულისხმობს. 

ელზა პაპოშვილი
13.08.2024

უკრაინული ნაწილები წარმატებით მიიწევენ წინ რუსეთის კურსკის ოლქში, თუმცა რუსები იგივეს აკეთებენ უკრაინის დონეცკის ოლქში. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, კურსკის ოლქში მოულოდნელი ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებით ოფიციალური კიევი სერიოზულ რისკზე წავიდა, რომლის შედეგებიც ჯერჯერობით ბუნდოვანია.

გვანცა წულაია
13.08.2024

ივლისში ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მატება 29.5%-ია და მოცულობამ - 682.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკაში დიდი წილი რეექსპორტს უჭირავს და ეს უკანასკნელი ქვეყანაში შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს. უშუალოდ ადგილობრივი ექსპორტი, რამაც შემოსავლებთან ერთად, დოვლათიც უნდა შექმნას, რეექსპორტის მსგავსად ვერ იზრდება, თუმცა განვითარება ამ კუთხითაც აშკარაა.  

ნატალია ჯვარიძე
13.08.2024

ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება" თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ პრაქტიკულად ეს არის არჩევნებში ჩარევა ოპოზიციის სასარგებლოდ. ოპოზიციას კი იმედი აქვს, რომ ეს არის აშშ-ის მიერ საფუძველის მომზადება პერსონალური ფინანსური სანქციების დასაწესებლად, რაც, სავარაუდოდ, სექტემბერში იქნება.

ნატალია ჯვარიძე
13.08.2024

26 ოქტომრბის არჩევნებზე ოპოზიცია ძირითადად 3 გაერთიანებითა და 1 დამოუკიდებელი პარტიით იქნება წარმოდგენილი. რომელ მათგანს აქვს წინასაარჩევნო პერიოდში რეიტინგის ზრდის პოტენციალი და შეძლებს თუ არა ენმ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის შენარჩუნებას?

ელზა პაპოშვილი
13.08.2024

თბილისში, სოფელ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ეჭვმიტანილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ლევან ქობულაშვილმა, წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, თავის ბიძაშვილს, 35 წლის გიორგი ქობულაშვილს  სასიკვდილო ჭრილობები მთელს სხეულზე მიაყენა. დაჭრილი საკუთარ სახლთან სასწრაფოს მისვლამდე სისხლისგან დაიცალა. ადგილობრივებისთვის კონფლიქტის მიზეზი უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ავტომობილის გამო დაიწყო. 

ირმა ჩიტაია
12.08.2024

ქართული კურორტების უმეტესობა არასწორად ვითარდება. სექტორში ბევრი პრობლემაა, რაც განვითარებას აფერხებს და კონკურენტუნარიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ეკონომიკური ფაქტორის წინა პლანზე წამოწევა ხდება, რაც აფერხებს დასასვენებელი ადგილების იერსახისა და დანიშნულების შენარჩუნებას.

ნატალია ჯვარიძე
12.08.2024

კურსკის ოლქში უკრაინის არმიის წარმატების ფონზე, რუსი სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი ქვეყანაში ახალი „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. გამოიწვევს თუ არა ეს გასაწვევი ასაკის მამაკაცთა მორიგ მასიურ გადინებას რუსეთიდან და რუსი დევნილების ახალ ტალღას საქართველოში?


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×