თამთა ჩაჩანიძე
04.08.2024

ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი შესაძლოა უახლოეს საათებში დაიწყოს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, რომ „ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ ირანის ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს გეგმავს. თუმცა, მეორე სცენარის მიხედვით, თეირანი ისრაელზე შეტევას ტიშა ბავის დღესასწაულს - 12-13 აგვისტოს დაამთხვევს, რომ ემოციური და ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს ისრაელის მცხოვრებლებზე.

თამთა ჩაჩანიძე
04.08.2024

ოპოზიციაში წინასაარჩევნო გადაჯგუფება-გადალაგების პროცესი თითქმის დასრულებულია, გამოკვეთილია მინიმუმ ოთხი ცენტრი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება და უკვე დაიწყეს კამპანია, მათ შორის რეგიონებში. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი, მინიმუმ ერთი თვე მაინც უნდა ველოდოთ გარკვეულ „სიურპრიზებს" გადაჯგუფებაში.

ნატალია ჯვარიძე
04.08.2024

უკრაინის სამხრეთში სიტუაცია კრიტიკულია. უკრაინული ნაწილები, რომელთაც საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის დეფიციტი აქვთ, უკან დახევას აგრძელებენ. ქალაქ ჩასოვ იარში რუსებმა მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი გაარღვიეს და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე არხი რამდენიმე ადგილას გადალახეს. ანალიტიკოსთა ნაწილი ჩასოვ იარიდან უკრაინული ნაწილების გასვლას პრგნოზირებს.

ნატალია ჯვარიძე
03.08.2024

აშშ-ის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ხელისუფლება ფსონს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე დებს. „ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაში შეჩერდება აშშ-ის ხელისუფლების მიერ დაწყებული საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა და ურთიერთობები ძველ რელსებს დაუბრუნდება. რამდენად რეალისტურია ეს პროგნოზი?

ნატალია ჯვარიძე
02.08.2024

1 სექტემბრიდან ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართველი პედაგოგების გამოძევებასა და ყველაფერი ქართულის აღმოფხვრას უკავშირებენ. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული მხრიდან გატარებული ნებისმიერი ღონისძიება არაეფექტური იქნება. მეორე მხარე კი ამბობს, რომ ახალგორში მოსახელობა ძალიან შემცირებულია და სახელმწიფომ გზის გახსნაზე უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ ხალხი დაბრუნდეს და ლოგიკური პრეტენზია გაჩნდეს.

თამთა ჩაჩანიძე
02.08.2024

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას" დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენის რესურსი აღარ აქვს და, რომ „ჩატეხილი ხიდის აღდგენას მხოლოდ ახალი ხელისუფლება შეძლებს". „ოცნების" ხელისუფლება დასავლეთისგან შემხვედრ ნაბიჯებს კვლავ ელის, აშშ და ევროკავშირი კი „უკან დაბრუნების გზად" სამ მთავარ საკითხს ასახელებს - დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები, ანაკლიის პორტის საკითხი და „გავლენების კანონის" გაუქმება.

ნატალია ჯვარიძე
02.08.2024

პოსტსაბჭოთა ისტორიაში ტყვეების ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთსა და დასავლეთს შორის 1 აგვისტოს შედგა - ჯამში 24 ადამიანი გაათავისუფლდა. აქედან 16 პირი მოსკოვმა გამოუშვა, დანარჩენი კი დასავლეთმა, მათ შორის მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული რამდენიმე მოქალაქე, რომელთა გამოშვებასაც რთული გადაწყვეტილება უწოდეს. გათავისუფლებულ პატიმრებს რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში მოათავსებენ.

თამთა ჩაჩანიძე
02.08.2024

1-ელ აგვისტოს, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა „ევროპა პრესთან" საუბრისას განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირი საქართველოსთვის დახმარების შეჩერებას განიხილავს. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური "სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით", ხოლო საკამათო კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე "უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს".

ირმა ჩიტაია
01.08.2024

რთველის წლევანდელ სეზონზე სახელმწიფოს მხარდაჭერის პოლიტიკა არ შეცვლილა და დარგს სახელმწიფო სუბსიდიით ეხმარება. ფაქტობრივად ყველა პირობაა, რომ მოსახლეობამ გარანტირებულად მიიღოს შემოსავალი და დახმარება, რათა გაუყიდავი მოსავალი არ დარჩეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით თითქმის ყველა დეტალი გაასაჯაროვეს, მევენახეები და სამეწარმეო ბიზნესი კი იმაზე დავობს, რამდენად სჭირდება დარგს სუბსიდია.

თამთა ჩაჩანიძე
01.08.2024

„გავლენების კანონის" მიღების შემდეგ, აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გადახედვა დაანონსა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარება შეაჩერა. ამის შესახებ 31 ივლისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მანამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან ითქვა, რომ ვაშინგტონისგან შემხვედრ ნაბიჯს ელის, ოღონდ არა სანქციების ჭრილში.

თამთა ჩაჩანიძე
01.08.2024

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო" დატოვეს, მიზეზი კი, როგორც თავად ამბობენ, პარტიაში არსებული უთანხმოება გახდა, რომელიც პრაიმერიზის ჩატარების წესმა გამოიწვია. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბოკერია-ჩერგოლეიშვილი წინასაარჩევნოდ რომელიმე ოპოზიციურ პლატფორმაში ვიხილოთ, თუმცა არა „ნაცმოძრაობასთან". „ევროპული საქართველოში" დარჩენილებს კი ჯერჯერობით გეგმა არ აქვთ, თუ რას აპირებს პარტია.

გვანცა წულაია
01.08.2024

რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ისევ ამოქმედდა. გადაწყვეტილება ძალაში ოქტომბრის ჩათვლით იქნება და მანამდე იმპორტიორებს კვლავ ალტერნატიული წყაროდან მოუწევთ ნავთობპროდუქტის შესყიდვა, რომელიც რუსულ საწვავზე ძვირი ღირს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×