თამთა ჩაჩანიძე
12.10.2023

შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ - ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ,საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი - ამის შესახებ წინანდალში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
12.10.2023

14 წლის აიტაჯ შახმაროვას მკვლლეობის საქმეზე შესაძლოა, დამნაშავეთა წრე გაიზარდოს. პროკურატურა და გამოიძიება კვლავ იკვლევს, ვინ შეიძლება აიტაჯის იძულებით გათხოვების და მისთვის თავისუფლების აღკვეთის შესახებ იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა. 

ცნობილი ხდება, რომ აიტაჯის დედის და ბიძის შემდეგ, რომლებსაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, განსასჯელის სკამზე მისი მამაც აღმოჩნდეს. 

თამთა ჩაჩანიძე
12.10.2023

მმართველი პარტია აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციით ვიზიტი ქართველი ხალხის ცალსახა მხარდაჭერაა ევროპულ გზაზე. „ოცნების" ოპონენტები კი მას აკრიტიკებენ და არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ ის ევროკავშირში საქართველოს მთავარი ლობისტია. აღნიშნულზე ანალიტიკოსთა შეფასებებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა.

გვანცა წულაია
11.10.2023

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩართვაზე ბევრი ბენეფიციარი უარს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ მათ დახმარება არ შეუწყდებათ, უარის თქმის მიზეზი, ეკონომისტების მოსაზრებით, შეიძლება რამდენიმე იყოს. პირველი ის, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების ნაწილი არაფორმალურ გარემოშია დასაქმებული და მეორე მიზეზი მთავრობის პროგრამაში გაწერილი დაბალი ანაზღაურებაა.

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2023

მსოფლიო ორი მასშტაბური ომის წინაშეა, რომელთა დასრულების თარიღებზე პროგნოზის გაკეთება სპეციალისტებს განსაკუთრებით უჭირთ, სულ ცოტა ხნის წინ კი კავკასიის რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კიდევ ერთი მძლავრი „აფეთქება" ვიხილეთ, რამაც სიტუაცია რეგიონში კარდინალურად შეცვალა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბებამდე საქართველომ „თავი სიფრთხილით უნდა გაიტანოს", თუმცა ეს უნდა მოხდეს დასავლურ ინსტიტუტებთან თანდათან დაახლოებით.

ია აბულაშვილი
11.10.2023

ქვეყანა საარჩევნო ფაზაში შედის, პოლიტიკური ძალები ემზადებიან საარჩევნო კამპანიისთვის - ანალიტიკოსთა მოლოდინია, რომ უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ სპექტრში რადიკალური ცვლილებები მოხდება, თუმცა, როგორ დალაგდებიან პოლიტიკური პარტიები, ან როგორ აპირებს ესa თუ ის პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის არჩევნებისთვის ბრძოლას, პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

ქეთო გოგოხია
11.10.2023

პროფესიული სასწავლებლების მიმართ ინტერესი მატულობს და წლიდან წლამდე მეტი კადრის გადამზადება ხერხდება, თუმცა შრომის ბაზარს ეს ჯერჯერობით არ ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული სასწავლებლები სტანდარტს კარგად აკმაყოფილებენ და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხს არათუ არ ჩამოუვარდებიან, პირიქით, ზოგ შემთხვევაში, აღემატებიან კიდეც, მუშახელი ბაზარზე მაინც ძნელად იშოვება. ამის მიზეზი კადრების გადინებაა, მათ შორის პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებისა, რომლებიც შრომის ანაზღაურების კუთხით მეტ პერსპექტივას სწორედ ქვეყნის გარეთ ხედავენ.

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2023

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თბილისში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ოთხშაბათს დილით დაიწყო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ვიქტორ ორბანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დახვდა, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მათი პირისპირ შეხვედრაც შედგა.

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2023

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, რომ ისრაელის სამხედრო დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაუდებელი დამატებითი ზომები მიიღონ - ვაშინგტონიდან ისრაელში ამერიკული საბრძოლო მასალით დატვირთული პირველი თვითმფრინავი უკვე დაეშვა. ამის პარალელურად კი, უკრაინის ფრონტზე სიტუაცია კვლავ მწვავეა, რაც სამხედრო სპეციალისტების აზრით, დამატებით სამხედრო დახმარებას საჭიროებს.

თამთა ჩაჩანიძე
10.10.2023

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, მთავრობის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, საქართველოშია. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ოთხშაბათსაა დაგეგმილი. გაკეთდება ორმხრივი განცხადებები და გაიმართება მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია, თუმცა მათი შინაარსი წინასწარ ცნობილი არაა. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, უნგრეთი დღეს არის საქართველოს მთავარი და საიმედო პარტნიორი და მისი ლობისტი ევროკავშირში და ამ კუთხით ორბანის ვიზიტი მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნის წინ.

გვანცა წულაია
10.10.2023

ფქვილის იმპორტზე გადასახადი კიდევ ერთხელ ამოქმედდა, თუმცა ამჯერად განსხვავებლად. ცვლილება ის არის, რომ გადასახადი გაიზარდა და ფქვილთან ერთად დაიბეგრება ქერიც და ქატოც. პირდაპირ ითქვა, რომ ფქვილზე გადასახადის დაწესების გამო პური არ გაძვირდება, მაგრამ საინტერესოა, ქატოს და ქერის დაბეგვრა ხომ არ მოახდენს გავლენას მეცხოველეობაზე?

ელზა პაპოშვილი
10.10.2023

ისრაელის თავდაცვის არმიამ (ცაჰალი) შესაძლოა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია ნებისმიერ წუთს დაიწყოს. სიტუაცია უმძიმესია თავად ღაზას სექტორში, სადაც ჰუმანიტარული კატასტროფაა. მოსახლეობას არ აქვს დენი და წყალი. ასევე საჰაერო იერიშების შედეგად შენობების მნიშვნელოვანი ნაწილი დანადგურებულია. რა მოჰყვება ღაზას სექტორში ისრაელის არმიის შესვლას და დაიწყებს თუ არა „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთიდან ისრაელზე თავდასხმას რთული სათქმელია, თუმცა მათი მხრიდან მუქარა ამის შესახებ უკვე გაისმა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×