ელზა პაპოშვილი 13.10.2023

მარნეულში 38 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ მოკლეს, როცა ის მეჩეთიდან გამოდიოდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდა კაცს ჩაუსაფრდნენ და ნიღბიანმა პირმა, მას 4ჯერ ესროლა. ხოლო მიწაზე წაქცეულს საკონტორლო გასროლა გაუკეთა.
|
ელზა პაპოშვილი 13.10.2023
კეზერაშვილთან 3-დღიანი შეხვედრების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის მენეჯმენტი კვიპროსიდან დაბრუნდნენ. ადასტურებენ, რომ შეხვედრები გაიმართა პარტიის დამფინანსებელთან, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას საკითხს, ჩაანაცვლებს თუ არა ის ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ამას თავად ხაბეიშვილი ამბობს, რომ მანდატი 2025 წლამდე აქვს.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.10.2023

საკონსტუტუციო სასამართლო ორშაბათს იტყვის, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო სალომე ზურაბიშვილს გაამტყუნებს, მეტიც ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ „ოცნება" პარლამენტში საჭირო რაოდენობის- მინიმუმ 100 - ხმას მოაგროვებს, „ეჭვიმატინილი „ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები არიან". მმართველ პარტიას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ „კენჭისყრისას ტაბლოზე 90 ხმაზე მეტი დაჯდეს".
|
თამთა ჩაჩანიძე 13.10.2023

ჰამასმა რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ, ისრაელზე საჰაერო დატრყმები განაახლა. აშკელონსა და ღაზას საზღვრისპირა ტერიტორიებისკენ რაკეტრების ნაკადი წავიდა, რამდენიმემ მიზანმდე ჩააღწია. შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. საპასუხოდ ისრაელი არტილერიით ღაზას სექტორს ზღვიდან და ხმელეთიდან აქტიურად უტევს, თუმცა აგრერიგად მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაცია არ დაწყებულა.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.10.2023

რუსეთი ოჩამჩირეში ბაზას უკვე ამაგრებს, როგორც „რეზონანსს" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ეუბნება, ბაზა ისედაც გამზადებული ჰქონდა რუსეთს და დაანონსება მორიგი ფარსი იყო. მისი ინფორმაციით, მალე ბაზაზე რუსული ძალები განთავსდებიან და ქართულმა მხარემ საერთაშორისო საზოგადოებას უფრო აქტიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.
|
ია აბულაშვილი 13.10.2023

გერგეტის ტაძარს, რომელსაც „ხევის პატარძალას" უწოდებენ, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართველთა სულიერ ცხოვრებაში, ხევში კი ამ ტაძართან დაკავშირებით ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ქართლ-კახეთის დიდებულებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, სად უნდა აშენებულიყო წმინდა სამების ეკლესია. დავაში ჩაერთო ერთი მცხეთელი მოხუცი, რომელმაც დიდებულებს ურჩია: „ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი მენჯის ნაწილი სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც ამ მენჯს გახრავს, სამება იქ ააშენეთ".
|
ია აბულაშვილი 13.10.2023

„როგორ დალაგდებიან პოლიტიკური პარტიები ან როგორ აპირებს ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი. შეიძლება ნიკა გვარამიამ ხაბეიშვილი ჩაანაცვლოს, ან ოპოზიციას ჩაუდგეს სათავეში," - ამბობს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ოპოზიციაში შექმნილ ვითარებზე. „რეზონანსი" პოლიტოლოგს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
|
გვანცა წულაია 13.10.2023

ისრაელში დაწყებული ომი საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენას იქონიებს. ისრაელიდან საქართველოში ვიზიტორები აქტიურად შემოდიოდნენ, თუმცა ახლა ეს მიმართულება დიდი საფრთხის ქვეშაა. ცნობილია, რომ უკვე უქმდება ჯავშნებიც და კომპანიებს, რომლებიც ისრაელის ბაზარზე მუშაობდნენ, დიდი პრობლემები ელით.
|
ქეთო გოგოხია 12.10.2023

მიწებს, რომელსაც მოსახლეობა ვერ დაირეგისტრირებს, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა და მუნიციპალიტეტების ბალანსზე იქნება. სხვადასხვა შეღავათის მიუხედავად რეგისტრაციის პროცესი მაინც ჭიანურდება და მიწის მფლობელების დიდი ნაწილი არ არის დაინტერესებული, რომ მიწა საკუთრებაში ჰქონდეთ. როგორ შეხვდება ამას მოსახლეობა და რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს, სპეციალისტების მხრიდან სხვადასხვაგვარად ფასდება. ნაწილი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას ცივილური დამოკიდებულებით ხსნის, ნაწილიც ამბობს, რომ ამით მთავრობა უპირისპირდება ხალხს და შეიძლება სერიოზული სოციალური უკმაყოფილება გამოიწვიოს.
|
ელზა პაპოშვილი 12.10.2023

აპირებს თუ არა გიორგი გახარიას პარტია მამუკა ხაზარაძის „ლელოსთან“ გაერთიანებას? - როგორც კულუარულად ხდება ცნობილი, შესაძლოა წინასაარჩევნოდ ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ალიანსი გადაწყვიტოს. ამაზე მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გამორიცხული არაფერია, რადგან მათთვის პრინციპულობაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თამაშებია. ამიტომ, ისინი ამ პარტიების გაერთიანებას ელიან.
|
გვანცა წულაია 12.10.2023

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა. საუბარია გრძელვადიან, 2022-28 წლის პროგნოზზე, რომელის მიხედვითაც, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ზრდის ტემპით 193 სახელმწიფოს შორის მეორე ადგილზეა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი - პირველ ადგილზე. ეკონომისტები ამბობენ, რომ იმ ტემპით, რომელიც ბოლო წლებში ქვეყანას აქვს, ასეთი შედეგის მიღწევა რეალურია და არც უკეთეს მაჩვენებელზე გასვლაა გამორიცხული.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.10.2023

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ ეთანხმება პრეზიდენტ ილხამ ალიევის ინიციატივას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პლატფორმა საქართველო გახდეს. ფაშინიანის თქმით, ახლა, როცა განიხილება ბრიუსელში შეხვედრის საკითხი და უკვე არსებობს გარკვეული ჩარჩო, სხვა ფორმატის შეთავაზებით, ბაქოს „სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|