ელზა პაპოშვილი
08.10.2023

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი - გადაწყვეტილება ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 9-კაციანმა კოლეგიამ უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს. დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, 14 ოქტომბრამდე წერილობით გადაეგზავნება. 3-დღიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, მმართველ პარტიას მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს. 

თამთა ჩაჩანიძე
08.10.2023

ენმ-ს ყოფილი თვამჯდომარე ნიკა მელია თანამოაზრეებთან შეხვედრებს იწყებს. 7 ოქტომბერს სასტუმრო „ბილტმორში" მან თანაპარტიელების ნაწილთან დახურული შეხვედრა გამართა, სადაც იმსჯელეს, თუ როგორ გაგრძელდება მათი სამომავლო პოლიტიკური გზა. ახლო მომავალში ასეთივე შეხვედრები გაიმართება ქუთაისსა და ბათუმში, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ენმ ახლო მომავალში მორიგ გაყოფამდე მივიდეს და მელიას გააქტიურება, როგორც საჯარო გამოსვლებში, ისე სოციალურ ქსელებში ნიშნავს იმას, რომ მხარდამჭერებს ეძებს ე.წ. მესამე ძალისთვის.

ელზა პაპოშვილი
07.10.2023

14 წლის გოგონას მკვლელობაში მხილებულ მის მეუღლეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. საგარეჯოში მომდარი ეს სასტიკი დანაშაული უკვე გახდა საყოველთაო მსჯელობის საგანი. როგორ მოხდა, რომ არასრულწლოვანი ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა იძულებით ქორწინებაში მასზე ორჯერ უფროს მამაკაცთან და ამასთან დაკავშირებით არავინ არაფერი იღონა?

თამთა ჩაჩანიძე
07.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე სამდღიანი განხილვა დაასრულა და საბოლოო დასკვნას მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს. თუ სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიუტუცია დაარღვია, პროცედურა პარლამენტში გაგრძელდება და უკვე იქ უნდა ეყაროს კენჭი საბოლოოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას, რასაც მინიმუმ 100 ხმა სჭირდება. რა მოხდება მოქმედი პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში - რამდენ ხანში და როგორი წესით აირჩევა ახალი პრეზიდენტი და ვინ იქნება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი?

ელზა პაპოშვილი
06.10.2023

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, ამბობს, რომ ევროპელი კოლეგებისგან კანდიდატობაზე მხარდაჭერა მიიღო და  იმედი აქვს, რომ დეკემბერში სტატუსს მივიღებთ. ის პირადად ესაუბრა ევროკავშირის პირველ პირებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და სხვა ლიდერებს. 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ინფორმაცია მან ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან განიხილა. 

თამთა ჩაჩანიძე
06.10.2023

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა გრანადის დისკუსიებში აქტიური მონაწილეობა მიიღო და ევროკავშირის გავლენიან ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, თავის მხრივ ევროპამაც სომხეთს მხარდაჭერა გამოუცხადა, მეტიც, დისკუსიების დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ამ ფორმით დაკავებას საერთაშორისო სამართლის დარღვევას უწოდებს, რა დროსაც 100 ათასი ეთნიკური სომეხი იძულებული გახდა გაქცეულიყო.

თამთა ჩაჩანიძე
06.10.2023

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი თბილისს მთავრობასთან ერთად ეწვევა და რასაკვირველია განიხილება ევროკავშირში გაწევრიანებაც, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით - ამის შსახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
06.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი პრეზიდენტის იმპიჩმენთან დაკავშირებით დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი. განხილვები უკვე დასრულებულია. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას „ხელს ნამდვილად არ უწყობს".

ია აბულაშვილი
06.10.2023

შუა ქართლში, სოფელ ჩაჩუბეთთან ახლოს, მე-7 საუკუნეში რკონის მონასტერი აუგიათ, რომელის სახელთან არაერთი ლეგენდაა დაკავშირებული. სამონასტრო კომპლექსი იმითაც გამოირჩევა, რომ ჟამიანობის დროს თავს აფარებდენ ქართველი მეფეები და მათი ოჯახის წევრები. მონასტერს უნიკალურობას მატებს საიდუმლო გვირაბი, რომელიც ნათლისმცემლისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ეკლე-სიის ახლოს ჩამოდიოდა მდინარე, რომელზეც გადადიოდა ხიდი, თამარის მეფობის დროს აშენებული, ამ ხიდს დღე-საც თამარის ხიდს ეძახიან.

ია აბულაშვილი
06.10.2023

„სანახაობით „ოცნება" ცდილობს, საზოგადოების თვალში მოახდინოს პრეზიდენტის სტრატეგიისა და ტაქტიკის დისკრედიტაცია, მაგრამ როგორც უნდა დასრულდეს სასამართლო პროცესი, სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების პრობლემა იქნება," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ პროცესზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
05.10.2023

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვთან ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც ახლო მომავალში ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" ეუბნება, ამაში რუსეთის რამდენიმე მიზანი იკითხება - პირდაპირი ზეწოლა ქართულ მხარეზე, კავკასიის რეგიონში გავლენების შენარჩუნების მცდელობა და უკრაინასთან ომში შავი ზღვიდან პოზიციების გაძლიერება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×