ნატალია ჯვარიძე
15.05.2026

კუბის ხელისუფლებამ, აშშ-ის მხრიდან ნავთობის ბლოკადისა და ქვეყანაში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის დაწყების ფონზე, აშშ-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება დაიწყო. 15 მაისს ჰავანაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს („სი-აი-ეი") ხელმძღვანელი იყო ჩასული და ადგილობრივი მედიის ცნობით, კუბის ხელისუფლებამ მას წარუდგინდა მტკიცებულებები, რომ კუბა არ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის აეროვნული ინტერესებისათვის.

თამარ ვეფხვაძე
14.05.2026

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე, ხალხზე ზრუნვის ახალი ინიციატივით გამოდის. იმის გამო, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არც ისე დალხენილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, „ხალხოსანი“ პოლიტიკოსი ხალხის გულების მოსაგებად ითხოვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იყოს, ოღონდ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. სინამდვილეში, ევროპის რამდენიმე ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მართლაც უფასოა, ოღონდ იქაური მოსახლეობა ისედაც, ძირითადად, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობს და ველოსიპედებით გადაადგილდება. ტრანსპორტის დარგის პროფესიონალების შეფასებით, ანა დოლიძის იდეა უტოპიაა. საქართველოს მოსახლეობა საკუთარ ავტომობილებს ასე იოლად არ შეელევა და არც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდება.  

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2026

15 მაისს მოლდოვაში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურ სხდომას გამართავენ, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილიც მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალი სკანდალით იწყება: მოლდოვამ სამ ქართულ პროსახელისუფლებო მაუწყებელს - „იმედს", „რუსთავი 2"-ს და „პოსტივის" აკრედიტაციაზე უარი უთხრა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

ნატალია ჯვარიძე
14.05.2026

პეკინში აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა უკვე შეფასდა, როგორც აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების მკვეთრის გაუმჯობესების დასაწყისი. ამაზე მეტყველებს თუმდაც ის, რომ ტრამპმა თავის ჩინელ კოლეგას „დიდი ლიდერი" უწოდა, ხოლო მათ შეხვედრას - „ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი".

ქეთო გოგოხია
14.05.2026

მწერალთა კავშირში ყვარლელი მხატვრის ვლადიმერ გელაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მას, ძირითადად, ყვარლელ მხატვრად მოიხსენიებენ, ამიტომ გავუსვი ხაზი მის წარმომავლობას, სინამდვილეში ვლადიმერ გელაშვილი თავისი მასშტაბური შემოქმედებით ყველასია - მთელი კახეთის და საქართველოსი. იმდენად ნიჭიერი, მრავალფეროვანია და უკიდეგანოა მისი შემოქმედების ჰორიზონტი, ერთ გამოფენაში ჩატევა შეუძლებელია.

რეზონანსი
14.05.2026

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თურქეთი „იასაკის საქმეზე" ევროპული კონვენციის ცენტრალური გარანტიების დარღვევის გამო დაადანაშაულა. დიდმა პალატამ დაადგინა როგორც სისხლის სამართალში უკუძალის აკრძალვის პრინციპის დარღვევა, ისე პატიმრობის არაადამიანური პირობები.

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2026

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ფაქტიურად 2003 წლის სცენარის განმეორებას სთავაზობს და ამის ფარგლებში „წინააღმდეგობის მოძრაობის" მომზადებას ურჩევს. რამდენად მისაღებია ეს ოპოზიციური ალიანსისათვის, რომელიც 26 მაისს დაანონსებული აქციისთვის ემზადება, ჯერჯერობით უცნობია. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" იმაზე საუბრობენ, რომ სააკაშვილის ეს განცხადება ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

ნატალია ჯვარიძე
14.05.2026

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსს, ანდრეი ერმაკს პატიმრობა მიესაჯა გირაოთი გათავისუფლების უფლებით. ეს სკანდალური საქმე სერიოზული რეპუტაციული და პოლიტიკური დარტყმაა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რადგანაც ერმაკი წლების განმავლობაში მისი მარჯვენა ხელი იყო და მედია ხშირად მას რუხ კარდინალადაც მოიხსენიებდა.

თამარ ვეფხვაძე
13.05.2026

პრემიერ-მინისტრის დავალება ნაწილობრივ შესრულებულია. ფასების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და პირველი შედეგი უკვე სახეზეა. მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად, გამოიკვეთა პირველადი მოხმარების 15 დასახელების პროდუქტი, რომლებსაც 20-25%-იანი ფასდაკლება შეეხება და ქსელურ მარკეტებში, სპეციალურ ადგილებზე განთავსდება. ეკონომისტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ამ პრობლემის მოგვარების მოკლევადიანი შედეგია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, სრულიად შესაძლებელია, რომ პროდუქციის ჩამონათვალიც გაიზარდოს და ფასდაკლების პროცენტიც.   

ქეთო გოგოხია
13.05.2026

ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა, ცოტათი შემცირდა იმპორტის მოცულობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. ცვლილება, ძირითადად,  გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობას, რის გამოც შუა დერეფანში საქართველოს როლი საგრძნობლად გაიზარდა. 

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2026

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკული დელეგაციით ჩინეთს ესტუმრა, მსოფლიო ყურადღება ახლა პეკინისკენაა მიმართული, რადგან ვიზიტი ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის ფონზე მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ მხარეები მნიშვნელოვან საკითხებზე და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

ნატალია ჯვარიძე
13.05.2026

ვულოცავ რუსეთის ყველა დასავლელ „მეგობარს" „სარმატის" სტრატეგიული სარაკეტო სისტემის წარმატებით გამოცდას, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა ჩვენ ყველანი ბევრად უფრო ახლოს ვართ!" - აცხადებს მედვედევი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×