თამარ ვეფხვაძე
01.10.2026

იმის გამო, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავი გაძვირდა, ფერმერები ხილ-ბოსტნეულის გაძვირებასაც ვარაუდობენ. ახლა მთავარია, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო, როგორც ადგილობრივი ბაზრის, ასევე ფერმერების დასაცავად. სპეციალისტების შეფასებით, გამოსავალი არსებობს - სიტუაციის დასარეგულირებლად აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, როგორც დიზელის საწვავის აქციზის დროებით შემცირება, ასევე თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების შემოტანა, პარალელურად ალტერნატიული საწვავის გამოყენებაც. 

ნატალია ჯვარიძე
01.10.2026

დუბაი-თელ ავივის რეისის თვითმფრინავი, სადაც მეორე პილოტი კაპიტანს დანით თავს დაესხა, კინაღამ ჩამოვარდა. დაჭრილი კაპიტნის და შესაბამისად მთელი ხომალდის გადარჩენასა და პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამწყვეტი როლი ბორტზე მყოფმა ქართველმა-ებრაელმა ექიმ-სტომატოლოგმა, შოთა მუსაევმა ითამაშა. ლაინერი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა. შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 174 მგზავრის გადარჩენის გამო ისრაელის პრესა და ოფიციალური პირები, კაპიტნისა და ექიმის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანს ასახელებენ, რომლებმაც სავარაუდო ტერორისტი გააუვნებელყვეს.

თამთა ჩაჩანიძე
01.10.2026

ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ფუნქცია უმთავრესად ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი, სატრანზიტო ქვეყნის კონტექსტში წარმოაჩინა. თუმცა, სწორედ ამ გზავნილმა გააჩინა კითხვები, მათ შორის ოპოზიციაშიც - რატომ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ევროინტეგრაციის პოლიტიკური დღის წესრიგი და ხომ არ ცდილობს ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობისთვის ახალი არგუმენტის შექმნას, სადაც საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა შესაძლოა დიალოგის აღდგენის ერთ-ერთ საფუძვლად განიხილებოდეს?

თამარ ვეფხვაძე
30.09.2026

როგორც მოსალოდნელი იყო, პენსია 2027 წელსაც გაიზრდება. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის - 20 ლარით, ხოლო 70 წელზე ზევით პენსიონერებისთვის - 60 ლარით. მართალია, 2021 წლიდან პენსია ინდექსაციის წესით ყოველწლიურად მატულობს, მაგრამ 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20-ლარიანი ბიჯი დიდი შეღავათი არ არის. ეკონომისტებსაც მიაჩნიათ, რომ ეს არარეალურია, რადგან 5%-იანი ინფლაციის პირობებში, 20-ლარიანი მატება მინიმალურ საჭიროებას ვერ დააკმაყოფილებს. 

რეზონანსი
30.09.2026

დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის სესხის მაქსიმალური ლიმიტი და ყოველთვიური გადასახადი მცირდება. ახალი ინიციატივა ბანკების აგრესიული პოლიტიკის შესაზღუდად იგეგმება. ეს ნაბიჯი ერთგვარი ბარიერია, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდონ ჭარბვალიანობა და საკუთარი ქონების დაკარგვის რისკი.

ნატალია ჯვარიძე
30.09.2026

ირანმა სამშვიდობო წინადადებაზე აშშ-ის პასუხი მიიღო, - ინფორმაციას „როიტერსი" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ირანმა კატარელი შუამავლების მეშვეობით აშშ-ის პასუხი მიიღო შვიდდღიან გეგმაზე, რომელიც მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. წყაროს თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის პასუხს თეირანში, ირანელ ოფიციალურ პირებთან განიხილავს.

თამთა ჩაჩანიძე
30.09.2026

"ნაციონალური მოძრაობა" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას 1-ელ ოქტომბერს, რიყის პარკში მაინც გამართავს. პარტიაში ისევ ძველ პოზიციაზე არიან და მიუხედავად შსს-ს მიერ ორგანიზატორებისთვის ლოკაციის შეცვლის რეკომენდაციისა, დაგეგმილ დროსა და ადგილზე შეიკრიბებიან.

ნატალია ჯვარიძე
30.09.2026

უკრაინამ ოქტომბრისთვის შორი მანძილის დარტყმები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში ავრცელებს. ზელენსკის თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან, სამხედროებთან და უკრაინული იარაღის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირებთან თათბირის შემდეგ დამტკიცებულ იქნა შორი მანძილის ოპერაციები ოქტომბრისთვის.

თამთა ჩაჩანიძე
30.09.2026

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს" პირადად ულოცავს და მოსკოვის მხრიდან სოხუმის მხარდაჭერის გაგრძელებაზე საუბრობს. პარალელურად, ე.წ. ლიდერის მტკიცებით, საქართველოს მხრიდან "საფრთხეა", ამიტომ ე.წ. ხელისუფლება "მზადყოფნას" ინარჩუნებს და რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ავითარებს.

თამარ ვეფხვაძე
29.09.2026

საქართველოში ბენზინი - 31 თეთრამდე, ხოლო დიზელი - 50 თეთრით გაძვირდა. სიტუაცია არასახარბიელოა და როგორც ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ფასის მატება მომავალშიც გაგრძელდება. ეს კი, დომინოს პრინციპით, სხვა სახის ყველა პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა გამოსავალი არსებობს. ექსპერტების შეფასებით, მთავარია აქციზის გადასახადის დროებით შემცირება, ქართული ნავთობის გადამუშავება და კონკურენციის სააგენტოს მკაცრი კონტროლი. 

ირმა ჩიტაია
29.09.2026

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, შუა დერეფნის განვითარებამ შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკა 2040 წლამდე დამატებით 3,61%-ით გაზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გრძელვადიან შეფასებებს სპეციალისტთა ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს, ცხადია, ჩრდილოეთის მარშრუტზე შექმნილი პრობლემების ფონზე, მსოფლიომ ამ დერეფანს სრულიად ახალი თვალით დაუწყო ყურება. რეალური და ქმედითი ნაბიჯების შემთხვევაში, ქვეყანა ამ მარშრუტიდან უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.

თამთა ჩაჩანიძე
29.09.2026

ირანის ელჩი მორიგ სკანდალში ეხვევა - ალი მოჯანის მიერ ქეთევან დედოფლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციისა და სასულიერო პირების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. „ქართული ოცნებაში" საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას ელოდებიან და მიაჩნიათ, რომ ელჩის მიერ ისტორიულ საკითხებზე საკუთარი კვლევის წარმოდგენა მის დიპლომატიურ საქმიანობას არ შეესაბამება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×