რეზონანსი
29.06.2026

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ნინსიას ავტონომიური რეგიონი კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ უნაყოფო მიწებთან, ქვიშასთან და გობის უდაბნოსთან ასოცირდებოდა. დღეს კი ეს ტერიტორია ჩინეთის მეღვინეობის ფლაგმანია და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ღვინის რეგიონად მიიჩნევა. 

თამთა ჩაჩანიძე
29.06.2026

ზუსტად ერთი თვეა, რაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ფუნქციონირებს. ამ პერიოდში უკვე რამდენიმე ათეული საქმეა სასამართლოში გადაგზავნილი, მათ შორის რამდენიმე გახმაურებული. სანქციები შეეხო როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე „ქართული ოცნების" ოპონენტების მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტების ავტორებს. შემცირდა თუ არა სიძულვილის ენა და გაამრთლა თუ არა სამმართველოს შექმნამ?

თამთა ჩაჩანიძე
28.06.2026

ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ახალი გაერთიანებების ფორმირების პროცესი აქტიურდება. 28 ივნისს ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ოფიციალურად დააფუძნა პარტია „ჯერ საქართველო". ამის პარალელურად კი სხვადასხვა პარტიებიდან წამოსული პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნის შესახებ განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
28.06.2026

უკრაინის კონფლიქტისადმი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომა „დიდი შვიდეულის" სამიტის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამაზე უკვე მოსკოვშიც საუბრობენ და დაუფარავად გამოხატავენ უკმაყოფილებას. დასავლური მედია კი უფრო კონკრეტულ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას - აშშ აღარ ეთანხმება კრემლის მოთხოვნას, რომ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკი ოლქები რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს.

ნატალია ჯვარიძე
28.06.2026

დუბროვნიკის ფორუმში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობის ერთ-ერთი მიზანი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს არჩევისათვის გაერთიანების სხვა წევრების მხარდაჭერის მოპოვებაა. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს-დასავლეთის ურთიერთობა მკვეთრადაა გაუარესებული, ხოლო ეუთომ საქართველოს წინააღმდეგ „მოსკოვის მექანიზმი" აამოქმედა.

მარიამ ვეკუა
27.06.2026

ქართველი სამხედროები ღაზის სექტორში, შესაძლოა, მშვიდობისმყოფელების სტატუსით გაემგზავრონ. ებრაული მედიის ამ ინფორმაციას ოფიციალური თბილისი მესამე დღეა დუმილით ხვდება. ეს ცნობა ამ დრომდე ოფიციალურად ასევე არ დაუდასტურებია კონფლიქტში მონაწილე არცერთ მხარეს. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, სიტუაცია გაურკვეველია და რთულია იმაზე საუბარი, თუ რამდენად გამართლებული იქნება ამ საშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობა.

ნატალია ჯვარიძე
27.06.2026

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო დღე ხელჩართული ჩხუბით დასრულდა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს ისტორიაში. 26 ივნისს პრემიერი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდა. ჩხუბი მისი გამოსვლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ტრიბუნასთან პარტიის „გახარია - საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შარაშიძე იდგა.

მარიამ ვეკუა
27.06.2026

17 ივნისს ვაშინგტონსა და თეირანს შორის გაფორმებული 14-პუნქტიანი სამშვიდობო მემორანდუმი ჩაშლის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ჰორმუზის სრუტეში სინგაპურულ ტანკერზე განხორციელებულმა თავდასხმამ და აშშ-ის მყისიერმა სამხედრო პასუხმა ირანულ სამიზნეებზე აჩვენა, რომ ზავი საკმაოდ მყოფეა. სანამ თეთრი სახლი თეირანს ზავის „უგუნურ დარღვევაში" ადანაშაულებს, ირანი სრუტის მართვის წესების სამუდამოდ შეცვლას ცდილობს, რაც ამ სასიცოცხლო საზღვაო დერეფანს გლობალური ეკონომიკური შანტაჟის იარაღად აქცევს.

თამთა ჩაჩანიძე
26.06.2026

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მის მდგომარობესთან დაკავშირებით ქალთა ციხიდან წერილს აგზავნის - აცხადებს, რომ თუ კლინიკაში გადაყვანა მის პირად თხოვნა/მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული, ამ ნაბიჯს არ გადადგამს და გადაწყვეტილების მიღებასა და პასუხისმგებლობას შესაბამის უწყებებს და ხელისუფლებას აკისრებს.

მარიამ ვეკუა
26.06.2026

მოსკოვმა სომხეთიდან თევზისა და თევზპროდუქტების იმპორტი სრულად აკრძალა, გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ ეს ერევნის პროდასავლური კურსის გამო კრემლის მორიგი ეკონომიკური ზეწოლაა.

რუსეთმა თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტი სომხეთის ყველა იმ მომწოდებლისგან აკრძალა

 

მარიამ ვეკუა
26.06.2026

უკრაინული თავდასხმების ფონზე, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში საოკუპაციო რეჟიმმა საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა. გადაწყვეტილებას წინ ნახევარკუნძულზე ტურიზმისა და ბავშვთა საზაფხულო ბანაკების მუშაობის შეჩერება უძღოდა, ასევე საწვავის გაყიდვის სრული აკრძალვა

ნატალია ჯვარიძე
26.06.2026

ევროკომისია ამზადებს გეგმებს, რათა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური შეღავათები მიენიჭოს ბლოკში გაწევრიანებამდე, - ამის შესახებ „პოლიტიკო" ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×