სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი ჩოჩიშვილი
    02.12.2009

       უცხოელთა ზეწოლითა თუ მოთხოვნებით სახეშეცვლილი "დემოკრატიული" შემოდგომა, უკვე უეჭველია, ნაციონალური ზამთრით დასრულდა. პავლე კუბლაშვილი უკანმოუხედავად გაიქცა ამერიკის ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისიდან, სადაც თითქოს ხელისუფლების დრაკონული საარჩევნო სისტემის ერთგვარი შერბილება იგეგმებოდა.

    ბიძინა გიორგობიანი
    23.11.2009

    ბოლო ხანს რუსმა ჟურნალისტებმა დაგვაფასეს, როგორც, რომ უფრო დემოკრატიულ და მედასავლეთე ქვეყანა, ვიდრე საკუთრივ რუსეთია. მალე თბილისში რუსული ტელევიზიაც ამუშავდება და ამ საქმისათვის რუსეთიდან, ჟურნალისტები გადმოჰყავთ საცხოვრებლად, ბინით და ხელფასით. ეს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილი, უსახლკარო და უმუშევარია.

    ელისო ჩაფიძე
    23.11.2009

    მაშინ, როდესაც გერმანია წვიმიან ამინდში ბერლინის ცენტრში, ბრანდენბურგის კართან გაერთიანების 20 წლისთავს ზეიმობდა, ქართველ ჟურნალისტებს, პირველ რიგში, გერმანელ ლიდერთა მიერ ევროპაში წარმოებული პოლიტიკა და ის ფაქტორი გაგვახსენდა, რომ მოწვეულ სტუმართა შორის არ იყვნენ ვარდების რევოლუციის ლიდერი და არც მისი წინამორბედი ედუარდ შევარდნაძე.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    23.11.2009

    როცა გუბერნატორად, მინისტრად ან გამგებლად 24-25 წლის ახალგაზრდას ნიშნავ, მორჩა მისი ამბავი, - 60 წლისა რომ გახდება, იგივე ჭკუა ექნება, მეტს ვეღარ შეიმატებს. რადგან ესოდენ მაღალი პოსტი ანდეს, ე.ი. იმ სფეროში ცოდნისა და კონპეტენციის უკანასკნელი "ინსტანციაა" და მეტი რაღა უნდა ისწავლოს?! ბევრი ასეთი "მწვანე" უფროსი ძალიან იოლად იჯერებს ამას და შესაბამისად იქცევა კიდეც.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    23.11.2009

    ჩვენში ძალიან ფართოდ არის გამჯდარი მოსაზრება და ითვლება, რომ საპარლამენტო მმართველობის ფორმა არის "უხერხემლო-სუსტი" მმართველობის სისტემა, რომელსაც ძალა არ შესწევს, გაუმკლავდეს ჩვენს წინაშე მდგარ ურთულეს გამოწვევებს და მისი შემოღება საქართველოს დღევანდელ პირობებში არ არის გამართლებული.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    17.11.2009

    არჩევნების ჩატარების წესები კვლავ პოლიტიკური დავიდარაბის საგანს წარმოადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების სუნთქვამ ეს კამპანია კიდევ უფრო მძაფრი გახადა. მაგრამ ეპიცენტრში კვლავ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების წესების საკითხია მოქცეული, ვითომც დანარჩენი საქართველო არც ყოფილიყოს.

    ირაკლი კაკაბაძე
    16.11.2009

    2009 წლის ოქტომბერში რომის პაპმა საჯაროდ მხარი დაუჭირა კავკასიელი ახალგაზრდებისა და აკადემიის წარმომადგენელთა 14-პუნქტიან მიმართვას, რომელიც ფრანჩესკო ასიზელის ტაძარში, რონდინეში მიიღეს 2009 წლის მაისის საერთაშორისო კონფერენციაზე და რომელზედაც მრავალი სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტი და პოლიტიკოსიც მუშაობდა. დავით ჭუმბურიძის, გიგა კაჭარავას, ხატია ბენიძის, კან ტანის, ალან ვოიბას, ჩერმენ ქელეხსაევის და ბევრი მათი მეგობრის მიერ არეცოს მშვიდობის ციტადელში წამოწყებულმა პროცესმა საკმაოდ ლოგიკური გაგრძელება ჰპოვა.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    10.11.2009

    ამ წერილის სათაურში გამოტანილი მოსაზრების მართებულობას ან თუნდაც მისი არსებობის უფლებას თვალნათლივ ადასტურებს როკის გვირაბის ისტორია.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    09.11.2009

    თითქოს საკამათო არ უნდა იყოს ის რეალობა, რომ საქართველოში აღარ არსებობს დემოკრატიის არც ერთი ინსტიტუტი, მათი ბუტაფორიის გარდა. თუმცა ხელისუფლება ამაზე, რა თქმა უნდა, იდავებს. ჩვენთვის უცხოა ქვეყანაზე მოფიქრალი, პრინციპული და დემოკრატიული პარლამენტი, ასეთივე კანონმდებლობა, სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო, რეალური ადგილობრივი თვითმმართველობა და ა.შ.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    02.11.2009

    საზოგადოების მკვეთრი სახეცვლილება, ახალი პოლიტიკური ფორმაცია, ხელს უწყობს და აჩქარებს ახალი ტიპის ადამიანების ჩამოყალიბებას ანდა გამოცალკევებას და მათ გაერთიანებას. ასე მოხდა ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის მოსვლის შემდეგაც.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    29.10.2009

    ტრაგიკომიკური სურათია, როცა ხელისუფლება ცდილობს სფინქსივით მუდმივად შეინარჩუნოს მმართველობა ნებისმიერი ხერხითა და საშუალებით, ხოლო ოპოზიცია ღობე-ყორეს აწყდება მორიგი კონტრილეთის მოფიქრება-გამოყენებით. ეს ყველაფერი ისე სპონტანურად ხდება, რომ კაცს ძალაუნებურად გაგიჩნდება კითხვა: მაინც რამდენი მეტრით იხედებიან წინ და რამდენი დღის მომავალს ჭვრეტენ პატივცემული ოპონენტები? ფაქტობრივად, ჩვენ პოლიტიკური ჯუნგლების პირობებში ვცხოვრობთ, რომლის "ბინადართა" მოქმედებას განაპირობებს არა რაიმე გრძელვადიანი, კარგად მოფიქრებული გეგმა თუ პროგრამა, არამედ, როგორც ჯუნგლებში, მათ წინაშე მყისიერად წამოჭრილი პრობლემები თუ ხიფათი.

    ელისო ჩაფიძე
    26.10.2009

    ამ სვეტის დაწერა გასული კვირის სატელევიზიო სიახლეებმა გადამაწყვეტინა. დიდი ხანია, საქართველოში არსებული ჟურნალისტები უცხოელმა ექსპერტებმა ასე დაგვყვეს: სამთავრობო და ოპოზიციური. ვერ ვხვდები, ნეიტრალური და ნორმალური რატომ არ შეიძლება იყო, ისეთი, კარგზე კარგს რომ იტყვი და ავზე - ავს, მაგრამ რაც არის, იყოს. ჩვენ ხომ დიდი ხანია, სხვების, გარედან შედგენილი დღის წესრიგით ვცხოვრობთ და ამის გამო პროტესტიც არ გვიჩნდება.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter