სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ნაცვალაძე
    24.06.2010

    როგორც კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი  დავით ნარმანია აცხადებს, ახალ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და გაზრდილი დაბეგვრის არეალი ფასების ზრდას გამოიწვევს. ნარმანიას განცხადებით, დაბეგვრა შეეხო უმაღლეს განათლებას და უძრავი ქონების რეალიზაციისას არსებულ ნამეტს. ახალი კოდექსის მიხედვით, სპირტიან სასმელებზე აქციზიც გაიზრდება.

    ნინო ნაცვალაძე
    23.06.2010

    მოძრაობა “თეთრები” ლიდერის თემურ შაშიაშვილი ახლახალ დაბრუნდა ვლადიკავკაზიდან და ახლა სერგეი ბაღაფშთან გეგმავს შეხვედრას. მისი ცნობით, ვლადიკავკავკაზში ახლო მომავალში საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-ის მუზეუმის გახსნა იგეგნება. ქართველებსა და ოსებს შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენაზე კი ქართულ-ოსური მეგობრობის ცენტრი იმუშავებს, რომელის თანათავმჯდონარეებიც ფერდინანდ ლორთქიფანიძე და ლერი ხაბელოვი იქნებიან.

    ნინო ნაცვალაძე
    23.06.2010

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ დასავლელ დონორთა მიერ საქართველოში დევნილთა სახლების აშენებისათვის გამოყოფილი თანხა - 74 მლნ დოლარი - არამიზნობრივად და არაეფექტურად აისახა. ამაზე საია-ს მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ დასკვნაშია საუბარი.

    ნინო ნაცვალაძე
    22.06.2010

    ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებასთან ერთად ძალიან მწვავედ დადგება საკუთრების დაბრუნების პრობლემაც, რადგან ბევრი დევნილის საკუთრება ან განადგურებულია ან მტკიცებულებები, თუ ვისი იყო გარკვეული ქონება, არ ჩანს.

    ნინო ნაცვალაძე
    22.06.2010

    უშიშროების საკითხებში ექსპერტი კახა კაციტაძე მიიჩნევს, რომ ორიოდე დღის წინ გერმანულ გაზეთ “ფრანკფურტერ რუნდშაუში” გამოქვეყნებული სკანდალური სტატია ქართულ ოპოზიციასა და კრინიმალურ სამყაროს შორის ურთიერთობების შესახებ საქართველოს ხელისუფლებაში არსებული შიდა დაპირისპირების გამოვლინებაა.

    ელისო ჩაფიძე
    21.06.2010

      ვინც გასაყიდი იყო, უკვე გაიყიდა, ვისაც სამთავრობო კონკურსში მონაწილეობა სურდა, უკვე მიიღო მონაწილეობა, ვისაც ჟურნალისტის კალამი და მიკროფონი პოდიუმზე მეტად არ ეძვირფასება, პოდიუმიც ნახა, მიუხედავად სიმაღლისა და გაბარიტებისა. მაგრამ მაინც დარჩნენ ადამიანები, ვისაც საკუთარი პროფესია უყვარს, პატივს სცემს და გაზეთში წერაც მოსწონს, მიუხედავად იმისა, მას სააკაშვილი ვენეციაში თავისუფალსა და საძაგელს უწოდებს თუ არა.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    21.06.2010

      არის ქვეყნები, სადაც პარტიები მოდიან და მიდიან, ლიდერებიც მოდიან და მიდიან, ერთმანეთს ენაცვლებიან, შეცდომებსა და წარმატებებს აანალიზებენ, მოქმედებისა და საქმიანობის გეგმებს ცვლიან და ისევ მოდიან და ისევ მიდიან და ცხოვრება წინ მიდის. არის ქვეყნები, სადაც პარტიები ლიდერთან ერთად მოდიან და აღარ მიდიან ... მანამდე, ვიდრე საბოლოოდ არ დალპებიან, მოსახლეობის მენტალიტეტსა და ქვეყანას არ დაალპობენ და მაინც, ... და მაინც უეჭველად მიდიან.

    ნინო ნაცვალაძე
    21.06.2010

    თურქულ ელექტრონულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 22-23 ივნის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთზე ტერაქტი მოხდება. ამავე წყაროების ცნობით, ამ ტერაქტის შემსრულებლებად 2 სომეხი მოქალაქე გამოცხადდება, რომლებიც ადრე ახალქალაქის რუსულ სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ. თურქული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ტერაქტის რეალური დამკვეთი საქართველოს ხელისუფლება და პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელსაც ამით ადასვლეთი ყურადღების მიპქყრობა სურს

    ნინო ნაცვალაძე
    18.06.2010

    სექტემბრის ბოლოს საქართველოში პოლიტპატიმრების თემისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული უფლებადავცვითი ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება მოსკოვში გამართულ ადამიანის უფლებათა დამცველების შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოდან ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანთა უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ესწრებოდა.

    ნინო ნაცვალაძე
    17.06.2010

    მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ აფხაზეთმა და საქართველოს დანარჩენმა შავიზღვისპირეთმა შესაძლოა ახლო მომავალში კურორტის სტატუსი დაკარგოს. ამის მიზეზად გაჩეჩილაძე რუსული ნავთობმომპოვებელი გიგანტის “როსნეფტის” გეგმებს ასახელებს, რომელმაც შარშან სეპარატისტული ხელისუფლებისაგან აფხაზეთის აკვატორიაში ნავთობის საძიებო და მომპოვებითი სამუშაოების წარმოების “ლიცენზია” მიიღო.

    ნინო ნაცვალაძე
    17.06.2010

    უახლოს დღეებში მთავრონაში მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს გია ხუხაშვილი უინტერესოს უწოდებს, რადგან, მისი თქმით, პერსონალიების შეცვლით ძირეულად არაფერი იცვლება.

    ნინო ნაცვალაძე
    17.06.2010

    ,,ალიანსი საქართველოსთვის” დაშლის შემდეგ ახალი მემარჯვენეები პარტიული მშენებლობების გაძლიერების კუთხით დაიწყებენ მუშაობას. ისინი ახალ კოალიციაში გაერთიანებას ახლო მომავალში არ ვარაუდობენ. როგორც ,,ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა წევრმა მამუკა კაციტაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სამომავლოდ თანამშრომლობას ბევრ პარტიასთან გეგმავენ, თუმცა მათთვისAფორმულა “ყველა მინუს ნოღაიდელი” კვლავინდებურად ძალაში რჩება.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter