სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აუდიო–ინტერვიუ
    04.02.2011

    მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე ქართული მხარის გადაწყვეტილებას ”როსნეფტის” წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით მიესალმება. თუმცა მისთვის გაუგებარია, თუ რას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება აქამდე. რადგან, როგორც გაჩეჩილაძე აღნიშნავს, ჯერ კიდევ 2009 წელს გადაწყდა, რომ ”როსნეფტი” აფხაზეთის შავი ზღვის აკვატორიაში ნავთობისა და გაზის საბადოებს დაამუშავებდა.

    აუდიო–ინტერვიუ
    29.01.2011

    ”საგადასახადო ომბუდსმენი კარგი კომუნიკაცია შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლებასა და გარკვეულ ბიზნეს წრეებს შორის, რომლებსაც ისედაც არ უჭირთ ხელისუფლებასთან ურთიერთობა. რაც შეეხება წვრილი და საშუალო ბიზნესის დაცვას, არ გამოვრიცხავ, რომ ბატონი პერტაია ამას შეეცადოს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იგი მთავრობის მხრიდან იღებს ხელფასს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი თავისივე დამსაქმებლის ოპონენტი გახდეს,” - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი საგადასახადო ომბუდსმენის თანამდებობის შემოღების კომენტირებისას.

    აუდიო–ინტერვიუ
    25.01.2011

    პოლიტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას მოსახლეობაში; ხოლო ეს ტენდენცია პოლიტიკური პროცესებითაა განპირობებული და არა იმით, რომ ხელისუფლება რეალობაში ბრუნდება.

    აუდიო–ინტერვიუ
    23.01.2011

    პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, საქართველოსა და სომხეთს შორის ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც პირველი პირების დონეზე უნდა გადაწყდეს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და სერჟ სარგსიანის მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდიანარე, ორივე მხარე რეალისტურად უდგება შექმნილ ვითარებას. 

     

    აუდიო–ინტერვიუ
    19.01.2011

    როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს წევრი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ფიქრობენ, რომ მათ დამატებითი უსაფრთხოების ზომები ჭირდებათ. მისი თქმით, მინი-ნატოს შექმნის შემთხვევაში მათ საშუალება ექნებათ, უფრო ეფექტურად გადაწყვიტონ რეგიონალური პრობლემები.

     

    აუდიო–ინტერვიუ
    18.01.2011

     

    ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, საქართველო ებრაელი ბიზნესმენების დაკავების გამო საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ებრაელი ბიზნესმენები რომ გაათავსუფლოს, ეს ირიბი აღიარება იქნება იმისა, რომ საქმე ”შეკერილი” იყო. ხუხაშვილის განცხადებით, მეორეს მხრივ, რომ არ გაათავისუფლონ, ამას ძალიან სერიოზული დიპლომატიური გართულებები შეიძლება მოჰყვეს.

     

    ლევან იზორია
    10.01.2011

    ახალი, 2011 წელი შსს-მ საზოგადოებას ახალი კლიპით "მიულოცა", სადაც ბავშვების მონაწილეობით პოლიციელის ყველაზე კეთილშობილი სახეა შექმნილი. მაგრამ, ეს "ვირტუალური კეთილშობილება", კლიპის გაშვებიდან სულ რაღაც ერთ დღეში, მწარე რეალობამ გადაფარა, როდესაც საზოგადოება იმის მოწმე გახდა, თუ როგორ ეპყრობოდნენ შსს-ს თანამშრომელები მოშიმშილე ომის ვეტერანებს და თუ როგორ ფიზიკურად გაუსწორდნენ ისინი აქციის მხარდასაჭერად მისულ ქალბატონს. ეს ორი მოვლენა კარგი ილუსტრაციაა იმისა, რომ შსს-ს სისტემის რეფორმები ძირითადად გარეგნული ფორმის შექმნაზე იყო ორიენტირებული და არა - პოლიციის საქმიანობის დასავლური სტანდარტების შემოღებაზე. წინამდებარე სტატია ამის დასაბუთების მცდელობაა.

    აუდიო–ინტერვიუ
    06.01.2011

    როგორც ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად რეიტინგების დევნაშია. მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგს მთლად ვერ აკონტროლებს და, შესაბამისად, მეტ-ნაკლებად ობიექტური კვლევა დაიდო.

    აუდიო–ინტერვიუ
    05.01.2011

    3 იანვარს გმირთა მოედანზე ვეტერანთა დარბევას შესაძლოა მარტი-აპრილის პერიოდში ხელისუფლებისათვის ნეგატიური შედეგები მოყვეს, - აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. მისი თქმით, მზისა და მთვარის დაბნელებების პერიოდებში საქართველოს ხელისუფლება როგორც წესი შეცდომებს უშვებს და ვეტერანთა დარბევაც მზის დაბნელებას დაემთხვა.

    აუდიო–ინტერვიუ
    04.01.2011

    3 იანვარს გმირთა მოედანზე პოლიციამ დააპატიმრა ადამიანები, რომლებიც არანაირ სამართალდარღვევას არ სჩადიოდნენ და არც პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას. ასე აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი პოლიციის მიერ გმირთა მოედანზე ვეტერანთა აქციის დარბევას.

    აუდიო–ინტერვიუ
    29.12.2010

    როგორც ჟურნალისტი ია ანთაძე აცხადებს, ტელეკომპანია “მაესტროში” არსებული დაძაბული მდგომარეობა იმითაა გამოწვეული, რომ ის ადამიანები, რომლებიც განკარგავენ ამ ტელევიზიას, ვერ თანხმდებიან ერთმანეთში. ანთაძის თქმით, ეს იურიდიული  საკითხია და პროფესიულ სფეროს არ ეხება.

    აუდიო–ინტერვიუ
    27.12.2010

    ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი კახა კუკავა აცხადებს, რომ ლევან გაჩეჩილაძისა და ნინო ბურჯანაძის დებატები იმ მტკიცებულებების საფუძველზე უნდა შემდგარიყო, რომელსაც ბურჯანაძის ოჯახი წარმოადენდა. კუკავას თქმით, მათ ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და, შესაბამისად, დებატებიც არ შედგა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved