სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მიმართვა
    28.04.2010

    ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები, მივმართავთ საქართველოს პროკურატურას - დროულად და ობიექტურად დაადგინოს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განხორციელებული ინფორმაციული ტერაქტის დამკვეთების, ორგანიზატორებისა და შემსრულებლების ვინაობა და თითოეულ მათგანს დააკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

    თამაზ აქუბარდია
    01.03.2010

    ალბათ უკვე შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ რუსეთის თითქმის 200-წლიანი ბატონობა ამერიკულმა ორბიტამ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამას ვერ ეგუება, რაც მან კონკრეტული ქმედებებით გამოხატა და ტერიტორიის თითქმის მეხუთედის ოკუპაცია მოახდინა, ეს კიდევ უფრო ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდან, ისევე, როგორც მთელი რიგი პოსტკომუნისტური ქვეყნებისა, ნელა, ძალიან მტკივნეულად, უამრავი სისხლისა და უბედურების ფასად, მაგრამ მაინც გამოვიდა, უფრო სწორად, თითქმის გამოვიდა.

    ლევან ალექსიძე
    22.02.2010

    ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, ამჟამად ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის ერთ-ერთ ლიდერს და პარტია "ედინაია როსია"-ს მოკავშირეს, ბ-ნ პეტრე მამრაძეს

    მალხაზ ჟვანია
    20.02.2010

    სანქტ-პეტერბურგიდან სპეციალურად "რეზონანსისათვის"
    სანქტ-პეტერბურგის ქართული დიასპორა, თუ შეიძლება ითქვას, რამდენადმე დაბნეულია. საქმე ეხება ე.წ. "საქართველოს ხალხთა კონგრესს", რომლის თავკაცია, სამწუხაროდ, ყველასათვის უკვე კარგად ცნობილი ვინმე ებრალიძე.

    თამაზ იმნაიშვილი
    20.02.2010

    ქართული პოლიტიკა ერთ დიდ ქვაბს დაემსგავსა, რომელშიც აჯაფსანდალია ჩაყრილი. ერთი შეხედვით ვერავინ ვერაფერს გებულობს. ხელისუფლება საკუთარი სავარძლის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, ხოლო ოპოზიცია იმდენად დაქსასულად გამოიყურება, რომ თავს და ბოლოს ვერ გაუგებ.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    14.02.2010

    არსებობს ორი მიდგომა ადამიანის საქმიანობის შესაძლებლობების გააზრებისა, რომლებსაც დიამეტრალურად საწინააღმდეგო დასკვნებამდე მივყევართ. ერთი მათგანი აშკარად მცდარ მიდგომას ეფუძნება, მაგრამ იმდენად მომხიბვლელი და სასიამოვნოა ადამიანის პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, რომ ის ადამიანებიც კი, ვინც აცნობიერებენ მის ფიქტიურობას, თვლიან, რომ ეს მიდგომა უვნებელია.

    მალხაზ ჟვანია
    14.02.2010

    სპეციალურად "რეზონანსისათვის" სანკტ-პეტერბურგიდან
    რეპორტაჟი უცხოეთიდან ზოგჯერ მოულოდნელად გიბიძგებს, შეეხო ისეთ თემას, რომელიც სულაც არ ჯდება შენს წინასწარ გეგმაში - ამოვარდნილია თვით რეპორტაჟის მიზნიდან... ორიოდე დღის წინათ "რუსეთის მხატვართა კავშირში" აღმოვჩნდი. მხატვრებმა დიდი სიყვარულით და პატივისცემით გაიხსენეს ერთი მათი კოლეგა... მე კი უხერხულად ვიგრძენი თავი... მათ დამაფიქრეს და კითხვებიც გამიჩინეს:

    ალექსანდრე შალაბერიძე
    29.01.2010

    როდესაც მონტესკიემ და ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა (მედისონი, ჯეი, ჰამილტონი, ჯეფერსონი) ფორმულირება გაუკეთეს ხელისუფალთა მოქმედების კონსტიტუციური შეზღუდვების კონცეფციას, ამით მათ ჩამოაყალიბეს მოდელი, რომელზედაც დგას მსოფლიოს თავისუფალი სამყაროს კონსტიტუციონალიზმი.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    28.01.2010

    ვინც სახელისუფლებო გობთან ახლოს არ დგას, მათგან ყველამ, ან თითქმის ყველამ კარგად იცის, რომ ნაციონალების ძალაუფლება ხალხის ნებაზე კი არა, იმ ტრიადაზეა დაფუძნებული, რომელიც შედგება: 1. ძალადობისგან; 2. ტყუილებისგან, ანუ ნულოვან საფუძველზე დამყარებული პიარისგან; 3. ჯერ კიდევ შემორჩენილი ამერიკული მხარდაჭერისგან, რომელსაც, ბოლო ხანებში, უფრო წაყრუების პოლიტიკა შეიძლება ვუწოდოთ "შვილობილის" - მათ მიერ დასმული ხელისუფლების მიმართ.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    27.01.2010

    იმდენი უბედურება ვნახეთ ნაციონალების ხელისუფლებისგან ამ ექვსი წლის მანძილზე, ამის შემდეგ რაღა უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი შეცდომები, დანაშაული და იდიოტობა ამოუწურავი ყოფილა. უკრაინაში გაგზავნილ გრანდიოზულ დესანტზე ვამბობ, რომლის დროსაც ეს სამივე ქმედება სრული სახით იყო წარმოდგენილი.

    ზაქარია ქუცნაშვილი
    26.01.2010

    სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება, ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების 11 სახეობიდან, ყველაზე გავრცელებული და ქმედითია. მას, საგამოძიებო და ოპერატიული დანაყოფები, უკვე დიდიხანია რაც იყენებენ.

    მალხაზ ჟვანია
    25.01.2010

    სპეციალურად "მთელი კვირისათვის"
    თითქმის ერთი წელი არ ვყოფილვარ რუსეთში. ცვლილებებმა გამაოგნა: წვრილი და საშუალო ბიზნესის ტოტალური გაკოტრება; ოფიციალურ დონემდე აყვანილი მექრთამეობა და დაუფარავი გამოძალვა; სამოქალაქო ომთან შესადარი კრიმინალური მდგომარეობა; ძალოვანი სტრუქტურების ველურ დონემდე დაყვანა...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter