სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    03.11.2014

     თბილისის მერიის თანამშრომელთა ტესტირებაზე რეგისტრირებული 563 აპლიკანტიდან ტესტირებაზე გამოცხადდა 486, მინიმალური ზღვარი კი ჯამში 196-მა გადალახა.

    თიკო ოსმანოვა
    01.11.2014

     პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის "ჯანსაღ პოლიტიკურ" თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს და მის საკანონმდებლო შეთავაზებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მოიძებნა.

    თეა ბეჟიტაშვილი
    31.10.2014

     "ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული ნდობა მინისტრ ირაკლი ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს გუნდისადმი", - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტზე.

    თიკო ოსმანოვა
    30.10.2014

     პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბრისთვის დაანონსებულ აქციაზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. ამბობს, რომ მიუვიდა ინფორმაცია, თითქოს "ნაციონალები" 15 ლარის გადახდის სანაცვლოდ ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანას აპირებენ, რათა შემდგომ მათ ერთმანეთი აცემინონ.

    იაგო ნაცვლიშვილი
    29.10.2014

     მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა, მათ შორის 4 უწყების მოქმედი თანამშრომელია. დაკავებულებს ბრალად ედებათ საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა. საუბარია 4,1 მილიონ ლარზე. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა და უწყების სხვა თანამდებობის პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო თანხა "სილქნეტის" სასარგებლოდ გაფლანგეს. საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, თუმცა თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საქმეს გრიფი მოეხსნას.

    თეა ბეჟიტაშვილი
    28.10.2014

       პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აფხაზ და ოს ხალხს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომია და ევროპული პერსპექტივა შესთავაზა.

    თეა ბეჟიტაშვილი
    27.10.2014

     "ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს "რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობის" გასაპროტესტებლად აქციას მართავს. მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აქციის მიზანი იქნება როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხმის მიწვდენა, რომ საქართველო არასდროს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას.

    სალომე სარიშვილი
    25.10.2014

     პრეზიდენტმა 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. საბჭოს სხდომაზე რუსეთსა და სოხუმის ხელისუფლებას შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების საკითხს განიხილავენ. უკვე ცნობილია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს 4 მუდმივმოქმედი წევრი მინისტრისგან, სამი ვერ დაესწრება.

    თეა ბეჟიტაშვილი
    24.10.2014

     ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ადგილობრივ მუსლიმებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მუსლიმებმა სოფლის ერთ-ერთი შენობის დემონტაჟი გააპროტესტეს.

    თიკო ოსმანოვა
    22.10.2014

     "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. საუბარია 75 ათას ევროზე, რომელიც ჯერჯერობით დაუდგენელმა სუბიექტმა "ინტერნეიშენალ ნიუ იორკ ტაიმსში" პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სტატიის გამოქვეყნებისთვის გადაიხადა.

    თეა ბეჟიტაშვილი
    21.10.2014

     თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებასთან უფრო აქტიურ მუშაობას იწყებს იმისთვის, რომ მოხდეს მათი სრული ინფორმირება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ღია ანექსიის თაობაზე.

    თეა ბეჟიტაშვილი
    20.10.2014

     "საბერძნეთის და საფრანგეთის სასამართლო თუ ხედავს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმეებს პოლიტიკური სარჩული აქვს, საინტერესოა, რატომ არ ცდებიან ჩარჩოებს ქართველი მოსამართლეები", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ექსტრადირებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved