სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აუდიო–ინტერვიუ
    01.10.2010

    როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ხალხში საპროტესტო მუხტი საკმაოდ მაღალია, ოპოზიცია ქუჩის აქციებთან დაკავშირებით სიფრთხილეს გამოიჩენს. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან თუ გრძელვადიანი სტრატეგია არ გამოჩნდა, ხალხი მათ არ გაჰყვება და შესაბამისად, ამ ინიციატივის დისკრედიტაცია მოხდება.

    აუდიო–ინტერვიუ
    30.09.2010

    როგორც პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, ევროსაბჭოს დასკვნა 2008 წლის ომში უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ  შემაშფოთებელია, რადგან მასში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სამი არასრულწლოვანი ოსის გაუჩინარებასთან კავშირი ქართულ პოლიციას აქვს. ზაქარეიშვილის თქმით, დასკვნა მეორე მხრივ ქართველ ტანკისტებსა და იმ ქართველ პირებს ახსენებს, რომელთა წამების ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. ექსპერტის თქმით, ევროსაბჭო ქართულ და ოსურ მხარეებს სამართლიანი  გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. 

    აუდიო–ინტერვიუ
    29.09.2010

    “როდესაც პოლიტიკოსები ამბობენ, არ ვიცით მაგათი გეგმა და ვერ ვუერთდებითო, ეს არის ზღაპარი. ჩვენი გეგმა არის ერთადერთი - ეს ხელისუფლება როგორმე უნდა გადავაყენოთ. სხვა რაღაცაზე ლაპარაკი არ არის, რადგან განადგურებულია ყველაფერი,” - აცხადებს სახალხო წარმომადგენლობითი კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი ნონა გაფრინდაშვილი შეკრების გეგმების კომენტირებისას. 

    აუდიო–ინტერვიუ
    29.09.2010

    “როგორც წესი, ველოდებით ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან მადლიერების გამოხატვას იმის გამო, რომ საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფები იმყოფებიან ავღანეთში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ოფისის გახსნას ესწრება რასმუსენი, სწორედ ეს არის. ეს ხელისუფლებამ იცის და ამიტომ აგზავნის ავღანეთში საკმაოდ ბევრ სამხედროს, რათა საერთაშორისო პოლიტიკური გამოძახილი მიიღოს,”- აცხადებს სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის  ანდრეს ფოგ რასმუსენის მომავალი ვიზიტის კომენტირებისას. 

    აუდიო–ინტერვიუ
    28.09.2010

    მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის პეტრე მამრაძის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიისათვის გაგზავნილ წერილზე ამ ორგანიზაციების მხროიდან რაიმე რეაგირება ექნება,  მისივე თქმით, აღნიშნული ორგანიზაციების დასკვნებსა და დადგენილებებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ქართველ ოპოზიციონერთა წერილიც მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად.

    აუდიო–ინტერვიუ
    28.09.2010

    ქალთა პარტიის ლიდერი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ თუ წარმომადგენლობითი სახალხო კრება სათანადოდ მომზადებული და აქტიური არ იქნა, შესაძლოა იმ შეკრებად დარჩეს, რომელზეც ხალხი მხოლოდ გულს მოიოხებს.

    აუდიო–ინტერვიუ
    27.09.2010

    “ახალი მემარჯვენეების” წევრის დავით საგანელიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არასდროს არ აგებს პასუხს თავის ნათქვამზე, ამიტომ ყოველთვის ამბობს იმას, რისი გაგონებაც ხალხს სურს.

    სიმონ კილაძე
    25.09.2010

      ამერიკას და მის ნატოელ მოკავშირეებს ავღანეთში ძალიან უჭირთ. ისე უჭირთ, რომ მდგომარეობა თითქმის გაუსაძლისია. ჩიხური სიტუაციაა შექმნილი - თალიბები კვლავ აქტიურობენ, თითქმის ყოველდღიურად სისხლი იღვრება, აფეთქებები და თავდასხმები გრძელდება... და ამ ფონზე, როცა მსხვერპლი დღითიდღე იზრდება, ვაშინგტონის ევროპელი პარტნიორები ცდილობენ, ავღანეთის ფრონტებზე საკუთარი სამხედრო ქვედანაყოფების რაოდენობა შეამცირონ, ზოგიერთმა კი კონტინგენტი საერთოდ გაიყვანა. მაგრამ თუ ნატო ავღანეთს დატოვებს, ან სამხედრო ძალებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, მუსლიმანი ფუნდამენტალისტები ჰამიდ ყარზაის რეჟიმს რამდენიმე დღეში ბოლოს მოუღებენ, შესაბამისად, წყალში ჩაიყრება ამდენი რესურსი, ამდენი მსხვერპლი და სისხლი, საბოლოოდ კი ავღანეთი ისევ თალიბთა მმართველობის ბნელ და საზარელ ეპოქას დაუბრუნდება...

    აუდიო–ინტერვიუ
    24.09.2010

    პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილმა გაეროში მეორე გამოსვლისას ერთიანი კავკასიის კონფედერაციის სქემა დახატა. მისი თქმით,  პრეზიდენტმა ერთიან მთლიანობაში წარმოადგინა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასია, რომელიც რუსული ტანკებითაა გადატენილი. კლიმიაშვილის განცხადებით, ასეთი პათოსით სააკაშვილი რუსეთის პროვოცირებას ცდილობს.

    აუდიო–ინტერვიუ
    24.09.2010

    “რა თქმა უნდა, არასტაბილურ ვითარებაში  რისკები ყოველთვის არსებობს, მაგრამ პროექტი სავსებით რეალურია. ამ შემთხვევაში ისეთი ტექნოლოგია გამოიყენება, რომ არ ვართ დამოკიდებული ახალი გაზსადენის ინფრასტრუქტურაზე და  პოლიტიკური რისკები უფრო დაბალია, ვიდრე რომელიმე ტრანსნაციონალური პროექტის შემთხვევაში,” - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი კასპიური გაზის ევროპაში ტრანსპორტირების შესახებ აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის შეთანხმების (AGRI) კომენტირებისას.  

    აუდიო–ინტერვიუ
    23.09.2010

    როგორც ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს,აფხაზეთის დეფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში კორუფციასთან ბრძოლის გამო არ უყვართ. ზაქარეიშვილის თქმით, გამორიცხულია კორუფცია იყოს საზოგადოებაში და მას არ მფარველობდნენ ჩინოვნიკები მაღალი ეშელონებიდან.

    აუდიო–ინტერვიუ
    23.09.2010

    “ქართული წარმომადგენლობითი კრება უნდა გაერთიანდეს და ერთ მთლიანობაში უნდა წარმოვიდგინოთ. ხალხი ასამაართლებს ხელისუფლებას - ეს არის ხალხისგან წამოსული სამართლებრივი პროცესი. იმპიჩმენტი - ეს არის ხალხთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესი. სახალხო წარმომადგენლობითი კრება არის საშუალება, რომელიც ერთსაც და მეორესაც მეტ მასშტაბს აძლევს,” - აცხადებს მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ოთხშაბათს ჩატარებული სახალხო წარმომადგენლობითი კრების კომენტორებისას.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved