სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სიმონ კილაძე
    23.01.2010

    კავკასიის საეთერო სივრცეში ახალი საინფორმაციო წყარო გამოჩნდა - ამჯერად საქართველოს ინიციატივით: თბილისიდან ტელემაუწყებლობა დაიწყო "პირველმა კავკასიურმა არხმა", რომლის სიგნალი, კოსმოსური თანამგზავრის მეშვეობით კავკასიის ტერიტორიას მთლიანად ფარავს.

    ნინო ცხვარაშვილი
    23.01.2010

    "პოლიტიკოსები, რომლებსაც ამოუწურავი ძალაუფლება გააჩნიათ, ბავშვებივით არიან, მე მათ ვირუსებად აღვიქვამ. ისინი ვირუსებივით ანადგურებენ ყველაფერს და სანამ ყველაფერს არ შეჭამენ, არ მოისვენებენ...."
    რიჩარდ ბონა. მუსიკოსი
    საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დროთა განმავლობაში კარგად გამოიწვრთნენ და უკვე ძალზე დამაჯერებლად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ყველაფერი კარგად არის. "კარგად ყოფნის ფონზე" კი საქართველოს მოქალაქეები მასიურად გარბიან საზღვარგარეთ.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    18.01.2010

    ტირანიას დიდი ხნის ისტორია აქვს. უძველეს დროში ამ სახელს უკავშირებდნენ ტირენეელებს, ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ წინაბერძნულ ტომობრივ გაერთიანებებს. თანამედროვე ლინგვისტური გამოკვლევები ასაბუთებენ, რომ "ტირანი" ბერძნული სიტყვა არ არის და ამ სიტყვის წარმოშობა მომდინარეობს წინაბერძნული ანუ აზიური ფუძიდან.

    უჩა ნანუაშვილი
    18.01.2010

    კამპანია "ბოდიშის" ინიციატორი,
    "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი
    "კამპანია "ბოდიში" 2007 წლის მარტში დაიწყო. ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება.
    კამპანია "ბოდიშით" ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობის ფორმები. კამპანია "ბოდიში" თავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    13.01.2010

    ორიოდე დღის წინ ე.წ. მუხროვანის ამბოხების მონაწილეთა სასამართლო პროცესის შემდეგ, გაათავისუფლეს შავნაბადის ბატალიონის ყოფილი უფროსი, გენერალი კობა კობალაძე, თუმცა პროკურორი მისთვის 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა (ეს 6 თვე რაღა იყო, ალბათ ბრალდების "კანონიერების" საჩვენებლად). სხვა განსასჯელებს კი მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა პატიმრობის გრძელ-გრძელი ვადები გამოუწერა, 30 წლის ჩათვლით (ოთანაძისთვის).

    ელისო ჩაფიძე
    11.01.2010

    მას შემდეგ, რაც შაბათის გაზეთ "რეზონანსში" მისმა მთავარმა რეადაქტორმა ლაშა ტუღუშმა და კონსტიტუციის ერთ-ერთმა ავტორმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ცალსახად დაარღვია კანონი, როცა ცესკოსთვის მისი თავმჯდომარეების კანდიდატურები 8 იანვრის 6 საათამდე არ წარადგინა და გუშინ დაიბარა ბათუმში საკონსულტაციოდ არასამთავრობოები, გაჩნდა მრავალი კითხვა.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    11.01.2010

    მკითხველი, იმედია, მაპატიებს და საუბარს პირდაპირ საქმეზე დავიწყებ. საუბარი მექნება საზოგადოების ერთიანობაზე იმ ავტოკრატიული მმართველობის სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ჩამოყალიბდა და რომლის დამარცხების გარეშეც ნორმალურად ცხოვრება შეუძლებელია.

    ლაშა ტუღუში
    09.01.2010

    გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა კანონი დაარღვია. მან, იმის ნაცვლად, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ცესკოსთვის წარედგინა ცესკოსთვის, ბათუმში მიიწვია არასამთავრობოები. ამით დაირღვა ორგანული კანონი იმ არჩევნებისა, რომელსაც ბევრი ქართველი თუ უცხოელი ექსპერტი დემოკრატიის ტესტად და რუბიკონად მიიჩნევს. მას, ორგანული კანონით, ვადა 8 იანვარს, 6 საათზე ამოეწურა. ამით საარჩევნო პროცესი დასაწყისშივე დისკრედიტირებული ხდება.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    09.01.2010

    შუშა და სააკაშვილი განუყრელი ცნებებია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შუშას სააკაშვილის გარეშეც შეუძლია არსებობა, ხოლო სააკაშვილს შუშის გარეშე - არა. შუშის შენობები, ხიდები, სკამები, მაგიდები და ბოლოს - შუშის ვეფხვი სააკაშვილის კაბინეტში (ვეფხვის წლის დადგომასთან დაკავშირებით), სააკაშვილის სიმბოლოებია, როგორც სიცარიელე სახელმწიფოებრიობისა, სიცარიელე პოლიტიკური აზროვნებისა, სიცარიელე ყოველგვარი ტრადიციულისა, სიცარიელე სიქველისა და ზნეკეთილ საქმეთა კეთებისა.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    28.12.2009

    ჩვენ სრულიად მცდარად ყურადღებას არ ვაქცევთ სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობას ნორმალური სახელმწიფოებრივი ცხოვრების გარემოს ჩამოყალიბების საქმეში და მთელი აქცენტი პიროვნებებზე გვაქვს გადატანილი. შევარდნაძე თუ არა, მაშინ ვინ? სააკაშვილი თუ არა, მაშინ ვინ? გამოკვეთოს ოპოზიციურმა სპექტრმა ერთი ლიდერი, რათა გაგვიადვილდეს მისი "გაყოლა"? მუდმივი კითხვა ვინ? ვინ? ვინ? ვინ იქნება ჩვენი მსხნელი და ვინ გადაარჩენს საქართველოს?

    რამაზ საყვარელიძე
    28.12.2009

    კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც "რეზონანსში" გამოქვეყნდა გია ხუხაშვილის სტატია "რეგიონალური პოლიტიკის შუქ-ჩრდილები", სადაც ავტორი მოგვიწოდებდა, დავფიქრებულიყავით, თუ რას მოუტანს საქართველოს თურქეთისა და სომხეთის დაახლოების ახალი ინიციატივები. მაშინ ამ მოწოდებას აყოლილმა დავბეჭდე წერილი "...თუ მაინც შუქი, ოღონდ ძალიან გრძელი გვირაბის ბოლოს?", სადაც შესაძლო ვარიანტების გადათვლით მივედი ოპტიმისტურ ვერსიამდე, რომ სომხეთ-თურქეთის დაახლოების უკან დასავლეთის ინტერესია, კერძოდ, მთელი რეგიონის დასავლეთისკენ შემოტრიალების ინტერესი, რაც საქართველოსთვისაც ხელსაყრელი იქნება.

    გიორგი ჩოჩიშვილი
    25.12.2009

    საოცარია, სულ რაღაც ოციოდე წელიწადში დაიკარგა ან უსაშველოდ გაიცრიცა თავისუფლების ის მიმზიდველი შარავანდედი, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს რომ ედგა თავზე ამ 20-22 წლის წინ, და ყველანი ყოფითი ყოველდღიურობის ტყვეები, უფრო ზუსტად, მონები გავხდით. მონას კი მეტი რა მოეთხოვება - ისევ მონური შრომა სხვების - ხელისუფლების, უცხოელების სასარგებლოდ, ანდა მონის მოთმინება იქამდე, ვიდრე სული არ ამოხდება საშინელ სიდუხჭირესა და ყოველღიურ დამცირებაში.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter