სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    17.01.2015

     "რაც ამ დროისთვის ვიცით, სრულიად საკმარისია იმის სათქმელად, რომ საკადრო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით 2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნული განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა გააკეთა.

    თეა ბეჟიტაშვილი
    16.01.2015

     ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, ნატო საქართველოს ალიანსში მომავალ წევრობას სრულად უჭერს მხარს. "ყველა ინსტრუმენტი მზად არის იმისათვის, რომ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა. ნატოსა და საქართველოს მყარი პარტნიორობა აქვს ავღანეთში მაღალი თავსებადობის ძალების მისიის წყალობით", - დაწერა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ სოციალურ ქსელში ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ.

    ლიკა ამირაშვილი
    15.01.2015

     ახალი კოსტიტუციით, მთავრობა ვალდებული არ არის, პარლამენტში პრეზიდენტის წლიურ გამოსვლას დაესწროს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

    ლიკა ამირაშვილი
    14.01.2015

     საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სთხოვს, თავი დაანებოს საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს.

    ლიკა ამირაშვილი
    13.01.2015

     გარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან კანონით გათვალისწინებული ჯარიმები ამოქმედდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონის - "ნარჩენების მართვის კოდექსის" აღსრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს ევალება.

    სალომე სარიშვილი
    12.01.2015

     მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" წევრებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის ფიზიკური განადგურების მუქარის შემცველი გზავნილები გავრცელდა, სამოქალაქო პლატფორმაში "არა ფობიას!" შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართეს და ვაჭარაძის კომენტარებზე ამგვარი რეაგირება დაგმეს.

    იაგო ნაცვლიშვილი
    10.01.2015

     პატრიარქის ეპისტოლეს კრიტიკის გამო ა/ო "იდენტობის" ყოფილ ხელმძღვანელ ირაკლი ვაჭარაძეს განადგურებით დაემუქრნენ. ვაჭარაძის კრიტიკა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც პატრიარქმა ოჯახურ ძალადობაზე ისაუბრა. ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ მამაკაცი კი არ კლავს ქალს, არამედ სიტუაცია მთავრდება მკვლელობით.

    ლიკა ამირაშვილი
    09.01.2015

     პარიზში, ჟურნალ "შარლი ებდო"-ს რედაქციაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორისაა გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი.

    ლიკა ამირაშვილი
    08.01.2015

     წამყვანი ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებში ნორმად იქცა, როდესაც თანამდებობის პირები - მინისტრები, მინისტრის მოადგილეები თუ პარლამენტისა და საკრებულოების წევრები სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებთან კამერების თანხლებით მიდიან და საჩუქრები მიაქვთ. უმეტეს შემთხვევაში, აშკარაა, რომ ეს მხოლოდ პიარისთვის კეთდება და ხშირად ესთეტიკური კუთხით, ცოტა არ იყოს, არც თუ სასიამოვნო სანახავია.

    ლიკა ამირაშვილი
    30.12.2014

     2015 წელი იქნება თუ არა უკეთესი 2014 წელთან შედარებით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

    ლიკა ამირაშვილი
    30.12.2014

     2014 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ გადადგა, ევროკავშირის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება იყო. გასული წლის მთავარ მოვლენებს შორისაა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. კოალიცია "ქართული ოცნებიდან" "თავისუფალი დემოკრატების" ხმაურიანი გასვლა და საკადრო ცვლილებები.

    ეკატერინე ბასილაია
    29.12.2014

     ახალი წლიდან რუსეთში, შესაძლოა, ქართული ხილ-ბოსტნეულის შეტანა აიკრძალოს. ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენას თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ასახელებდა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×