სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე აბულაძე
    10.06.2014

     "ახლა მე ვიწყებ შენ წინააღმდეგ მუშაობას", "მიკერძოებული ხარ", "ცოლი გყავს? საეჭვო მიხვრა-მოხვრა გაქვს", "ხვალ დაიკითხები პროკურატურაში", - ეს ის ფრაზებია, რომლითაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე "ტვ 25"-ის ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს ესაუბრა.

    თიკო ოსმანოვა
    09.06.2014

     საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო არენაზე დახმარებას სთავაზობს. როგორც კიევში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საქართველო არის უნიკალურ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ეს შესაბამისად უნდა იქნეს გამოყენებული.

    ანი ფაცია
    07.06.2014

     "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მას პირადად დავით უსუფაშვილმა შესთავაზა, მოეხსნათ მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი.

    მაია აბაიაძე
    06.06.2014

     გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე, როდესაც მისი მერის თანამდებობაზე უფლებამოსილების აღდგენის საკითხი უნდა გადაწყვეყილიყო, პროკურორები არ გამოცხადდნენ. გამოუცხადებლობის მიზეზად კი მათი მივლინებაში წასვლა დასახელდა.

    ანი ფაცია
    05.06.2014

     ის, რაც აფხაზეთში ხდება, არის უკიდურესად საყურადღებო, მაგრამ საგანგაშოს ჯერჯერობით ვერ დავარქმევ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოხუმში განვითარებულ მოვლენებს. დავით უსუფაშვილის შეფასებით, აფხაზეთში შექმნილი ვითარება სხვა ქვეყნის უპრეცედენტო და უკონტროლო გავლენის შედეგია.

    სალომე აბულაძე
    04.06.2014

     ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც ისინი კანდიდატურას ხსნიან. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, უკვე საგანგაშო მდგომარეობაა და იქმნება საფრთხე, რომ არჩევნებიდან პარტიული სია საერთოდ მოიხსნას.

    ანი ფაცია
    02.06.2014

     "პუტინის შესაჩერებლად საქართველო ნატო-ს უნდა დაუახლოვდეს", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული "უოლ სტრიტ ჯორნალი" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის სტატიას.

    სალომე აბულაძე
    31.05.2014

     არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოს აკვირდებიან, ათ საარჩევნო ოლქში კანდიდატებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე განცხადება გააკეთეს და შსს-ს და მთავარ პროკურატურას მოუწოდეს, შეისწავლონ და აღკვეთონ საარჩევნო კანდიდატებსა თუ პარტიების აქტივისტებზე ზეწოლა.

    თიკო ოსმანოვა
    30.05.2014

     "ვინც არ უნდა იყოს ჩამდენი, რაც არ უნდა ყოფილიყო მოტივაცია, ეს არის ის ლაქა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს აყენებს", - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე გახშირებულ თავდასხმებს.

    სალომე აბულაძე
    29.05.2014

     აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 27 მაისს შეიჭრა, ისინი "მთავრობის", ე.წ. გენპროკურორისა და რამდენიმე რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადა, ოპოზიციამ უკვე მისი გადადგომაც მოითხოვა. ამასთან, ისინი სოხუმში ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევასაც ითხოვენ.

    ანი ფაცია
    28.05.2014

     საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს გადასცა - ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ განაცხადა.

    ანი ფაცია
    27.05.2014

     საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინას მშვიდობასა და სტაბილურობას უსურვებს და ახალ პრეიზიდენტს მეგობრულ რჩევას აძლევს. "ჩვენ პირველი შეფასებები მოვისმინეთ, რომ უკრაინაში არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა. ახლა მე ვუსურვებ უკრაინას მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩემი პირველი მეგობრული რჩევა იქნება უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტისადმი, რომ მიხეილ სააკაშვილი გვერდით არ გაიკაროს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved