სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    20.05.2014

     საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბომბის არსებობასთან დაკავშირებული ცრუ შეტყობინებების მორიგი, რამდენიმე შემთხვევა მოხდა. გუშინ, დაახლოებით 8-მდე საჯარო სკოლასა და 2 უმაღლეს სასწავლებელში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება კვლავ შევიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზარები ცრუ აღმოჩნდა. ამასთან, შსს-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.

    თიკო ოსმანოვა
    19.05.2014

     დარიალის ხეობაში მთის მასის მოწყვეტას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქია საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.    პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მალე მოგვარდეს ეს პრობლემები.

    სალომე აბულაძე
    17.05.2014

     ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა რამდენიმე საჯარო დაწესებულებებიდან მიღებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ამა თუ იმ საჯარო დაწესებულების თანამდებობრივი სარგოები, საჯარო მოხელეების პრემიები, სახელფასო დანამატები, სამივლინებო და როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯებია ასახული.

    თიკო ოსმანოვა
    16.05.2014

     საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივნისს ბრიუსელში მოეწერება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურები შეიკრიბებიან. საქართველოს მხრიდან ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე.

    სალომე აბულაძე
    15.05.2014

     ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ინიცირებული კანონპროექტი უკანონო მოსმენების შესახებ კანონის გამკაცრებას გულისხმობს. საკომიტეტო განხილვების შემდეგ აღნიშნული ინიცირებული კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

    თიკო ოსმანოვა
    14.05.2014

     მაისის თვე ოფიციალური ვიზიტებით საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ბოლო ორ კვირაში საქართველომ 4 ქვენის პრეზიდენტს უმასპინძლა. აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების შემდეგ თბილისს ორდღიანი ვიზით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და საფრანგეთის პირველი პირი ეწვივნენ. ფრანსუა ოლანდმა საქართველოში ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაური სტუმარს მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელში შეეგება და მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის. მოგვიანებით ოლანდი თავის ქართველ კოლეგას შეხვდა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

    თიკო ოსმანოვა
    13.05.2014

     შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ მოსასმენი აპარატურა "ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს".

    ანი ფაცია
    12.05.2014

     თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება. უკვე ცნობილია ყველა თვითმმართველ ქალაქში მერობისა და გამგებლების კანდიდატურები. არჩევნებში მონაწილე პარტიებმა თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს.

    სალომე აბულაძე
    10.05.2014

     საქართველოს მთავარი პროკურატურა "რუსთავი 2"-ში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების შუალედურ მასალებს აქვეყნებს. მასალების მიხედვით, ფარული ჩანაწერების გაკეთება ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უკავშირდება.

    სალომე აბულაძე
    09.05.2014

     ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირაკლი ალასანიას აქვს.

    სალომე აბულაძე
    08.05.2014

     იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომერი 5, ამის შესახებ 16 მაისამდე გახდება ცნობილი. ცესკოში აცხადებენ, რომ არსებული კანონმდებლობით, "ნაციონალური მოძრაობისა" და შოთა მალაშხიას პარტიის საარჩენო ბლოკისთვის საარჩევნო ნომრის მინიჭება ცესკოს პრეროგატივაა, "ნაციონალურ მოძრაობაში" კი მიაჩნიათ, რომ მათ 5-იანს ართმევენ, თანაც პოლიტიკური მოტივით და სასამართლოში ჩივიან.

    ანი ფაცია
    07.05.2014

     "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას და საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებია გაკეთებული, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შუბლაძის შემთხვევაში არის როგორც საქმიანი, ისე პირადი ხასიათის ჩანაწერები.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved