სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    10.03.2014

     უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სივრცე რამდენჯერმე დაარღვია. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთმა აღნიშნული ქმედებით განახორციელა პროვოკაცია, რომელსაც საქართველო არ უნდა წამოეგოს.

    სალომე აბულაძე
    08.03.2014

     უკრაინისა და რუსეთს შორის დაძაბულობა თანდათან პიკს უახლოვდება და ექსპერტთა ნაწილის აზრით, ორ ქვეყანას შორის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი პრაქტიკულად გარდაუვალია.

    თიკო ოსმანოვა
    07.03.2014

     ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა რადამ ავტონომიის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე დადგენილებას მხარი დაუჭირა. ყირიმის უმაღლესი რადას მიერ მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ ყირიმი რუსეთს სუბიექტის სახით შეუერთდეს.

    ანი ფაცია
    06.03.2014

     მთავრობის მოწვევით საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ყოფილი ევროკომისარი, გიუნტერ ფერჰოიგენი იმყოფება. გუშინ ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს და მის პირველ მოადგილეს, ქეთევან ციხელაშვილს შეხვდა.

    ანი ფაცია
    04.03.2014

     "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, უკრაინის ახალი მთავრობა დაინტერესებულია იმ რეფორმებით, რომელიც საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში გატარდა. სწორედ ამიტომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის თქმით, ისინი კიევს პერმანენტულად ეწვევიან და რეფორმებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ არცერთი მათგანი რაიმე თანამდებობაზე არ დაინიშნება.

    სალომე აბულაძე
    04.03.2014

     რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა ყირიმში სტრატეგიული სამხედრო ობიექტების დიდი ნაწილი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი" რადიო "თავისუფლებაზე" დაყრდნობით წერს.

    თიკო ოსმანოვა
    03.03.2014

     ყირიმში ვითარება უკიდურესად იძაბება. რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეყვანას მხარი დაუჭირა. აშშ-ის პრეზიდენტი კი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში ნებისმიერი სამხედრო ინტერვენცია აღკვეთილი იქნება.

    სალომე აბულაძე
    01.03.2014

     "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს თბილისის მერობის კანდიდატებს დაასახელებს. კონკრეტული კანდიდატი კი, რომელიც არჩევნებში დედაქალაქის მერის პოსტზე იყრის კენჭს, პრაიმერის მეშვეობით შეირჩევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რომელიც თავადაც აპირებს პრაიმერში მონაწილეობას.

    თიკო ოსმანოვა
    28.02.2014

     "კალაძეს ურჩევნია ენერგეტიკას მიხედოს და საგარეო პოლიტიკაში ნუ გადაიჭრება, თორემ სერიოზულ უცოდინარობასა და უმწიფრობას ავლენს", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებას, რომელშიც მან "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობისთვის, ასევე უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.

    სალომე აბულაძე
    27.02.2014

     ქარელის რაიონში, სოფელ ატოცში, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის დემარკაციის პროცესი და მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საოკუპაციო ხაზს მიღმა ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი 30 ჰექტრამდე საძოვარი და სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი მოექცა.

    ანი ფაცია
    26.02.2014

     პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენს შეხვდა. ეს ფრიად მოულოდნელი იყო, რადგან ობამასთან შეხვედრა მანამდე არ დაანონსებულა.

    ანი ფაცია
    24.02.2014

     ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ვაზისუბანში აპირებდა კენჭისყრას მაჟორიტარად. "როცა ეს გაიგეს, ყველა ჩემი თანამშრომელი საშინელ დღეში ჩააგდეს, დაიბარეს და სთხოვეს მათ ჩემზე დაეწერათ სისულელეები. თან იმ ფაქტზე, რომელზეც ყველას ჰქონდა ჩვენება მიცემული, რომ სისულელეა და ონიანს ასეთი რამ არ გაუკეთებიაო", - განაცხადა ახალაიას ადვოკატმა დაკავებისას.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved