სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    27.09.2014

     2015 წლიდან თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა იგეგმება. დედაქალაქის მერის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე გათხრების შედეგად ორმხრივი მოძრაობა წლებია შეზღუდულია, რის გამოც მძღოლები დისკომფორტს განიცდიან. ნარმანიას თქმით, ამ საკითხის განხილვა სხვადასხვა პირთა წრესთან და ექსპერტებთან ერთად მოხდა.

    თიკო ოსმანოვა
    26.09.2014

     ფარული მოსმენების და მიყურადების საკითხზე მიმდინარე კონსულტაციებისას კვლავ გადაუჭრებყლი რჩება მთავარი - ვის ხელში იქნება მოსმენების ე.წ. გასაღები. შსს-ს აზრით, "გასაღები" უნდა დარჩეს შსს-ში, გარე კონტროლის მექანიზმი კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება.

    თეა ბეჟიტაშვილი
    25.09.2014

     პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ციხეში მყოფ "კრიმინალურ ავტორიტეტთა" სატელეფონო საუბრების საფუძველზე, რომელიც ეკა კვესიტაძის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გაჟღერდა, საგამოძიებო პროცესის დაწყების საფუძველს ვერ ხედავს.

    თიკო ოსმანოვა
    24.09.2014

     თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.     თავდაცვის სამინისტრომ განცხადება "ფორიენ პოლისის" სტატიის პასუხად გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა.

    თეა ბეჟიტაშვილი
    23.09.2014

     პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზარებელი იქნება, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს.

    თეა ბეჟიტაშვილი
    22.09.2014

     სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონება დააყადაღა, რასაც დასავლეთის მხრიდან კიდევ ერთი კრიტიკული შეფასება მოჰყვა.

    თიკო ოსმანოვა
    20.09.2014

     სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ქონებას ყადაღა დაედო, რასაც მისი ადვოკატი ოთო კახიძე უკანონოს უწოდებს და მის გასაჩივრებას, სავარაუდოდ, სტრასბურგში აპირებს. ყოველ შემთხვევაში, კახიძის თქმით, ამ საკითხს განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებენ.

    თეა ბეჟიტაშვილი
    19.09.2014

     სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქობულეთში მუსლიმების წინააღმდეგ მომხდარ მორიგ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნული "რელიგიურ შეუწყნარებლობად" შეაფასა.

    თიკო ოსმანოვა
    18.09.2014

     საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე ქვეყნის პირველი პირის მხრიდან პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას, ან რომელიმე ძალასთან მის გაერთიანებას გამორიცხავს. მისი თქმით, იგი ამის არგუმენტაციას ვერ ხედავს.

    თეა ბეჟიტაშვილი
    17.09.2014

     თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გამოდის ინიციატივით, საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ სივრცეში ხმაურზე რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით იმუშაოს.

    თიკო ოსმანოვა
    16.09.2014

     ძალიანაც კარგი, თუ ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა მედია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი წინამორბედის, ბიძინა ივანიშვილის მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მედიის კრიტიკის კომენტირებისას განუცხადა.

    თეა ბეჟიტაშვილი
    15.09.2014

     საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების დალევა იკრძალება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს პასუხისმგებლობას ალკოჰოლური სასმელების სმისათვის შემდეგ საზოგადოებრივ ადგილებში: ა) სტადიონზე, ბ) სკვერში, გ) პარკში, დ) ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ე)სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×