სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანი ფაცია
    19.04.2014

     "პატივცემულო ბატონო ნოდარ, მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი ხელისუფლების ლეგიტიმურობა დამოკიდებულია მის მორალურ ავტორიტეტზე და მის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. საქართველოში არსებულ უკიდურესი სიღარიბის და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის პირობებში, ფინანსთა სამინისტროს მიერ გასართობ ღონისძიებებში და კვებაში დიდი თანხების ხარჯვა ავტორიტეტსა და საზოგადოებრივ ნდობას უკარგავს ფინანსთა სამინისტროს და, ზოგადად, ხელისუფლებას", - ასე იწყება წერილი, რომელიც საზოგადოების ერთმა ნაწილმა ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს გაუგზავნა.

    სალომე აბულაძე
    18.04.2014

     რუსეთს არ ეშინია ნატოს გაფართოების. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობასთან "პირდაპირი ხაზის" დროს განაცხადა. "ყველას გავგუდავთ, რისი გეშინიათ? - ასე უპასუხა ვლადიმერ პუტინმა "როსია სეგოდნიას" გენერალური დირექტორის დიმიტრი კისილიოვის შეკითხვას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით.

    სალომე აბულაძე
    17.04.2014

     ახალი სასწავლო წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ცვლილება იგეგმება. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შედის და სასწავლო წლის ხანგრძლივობა იზრდება.

    ანი ფაცია
    16.04.2014

     აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო, შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ფართომასშტაბიან ანტიტერორისტულ ოპერაციას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ხალხს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა გააცნო.

    თიკო ოსმანოვა
    15.04.2014

     პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული პირების დაკავებებზე მორატორიუმს აცხადებს. მან სამართალდამცავებს მიმართა, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა დაკავება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდინონ, თუკი ის გადაუდებელ და გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

    ანი ფაცია
    14.04.2014

     საჭიროა, წინასაარჩევნო პერიოდში სამართალდამცავ ორგანოებში პირების დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია შემუშავდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

    სალომე აბულაძე
    12.04.2014

     10 აპრილს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში საპარალამენტო ოპოზიციას სხვადასხვა აქციებისა და ბრიფინგებდის გამართვის საშუალება არ მისცეს. "ნაცმოძრაობის" წევრებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებები მოხდა. იყო გინება, კვერცხებმსა და ცოცხების სროლა.

    თიკო ოსმანოვა
    11.04.2014

     გუშინ "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე რეგიონში ცოცხებით და კვერცხებით დახვდნენ, რაზეც ისინი პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ და მათ უკანონო მოსმენასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. "პრაქტიკულად ყველა რეგიონში, სადაც გაჩერებული და მიტოვებული პროექტების პრეზენტაცია უნდა გამართულიყო, ხელისუფლებამ მოახდინა ათობით და ასობით პარტიული აქტივისტის მობილიზება, რომელთაც ჩვენს წარმომადგენლებს საშუალება არ მისცეს დაგეგმილი ღონისძიება განეხორციელებინათ, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

    სალომე აბულაძე
    10.04.2014

     პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

    სალომე აბულაძე
    09.04.2014

     ნატოს გარეშე საქართველო, შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება მალე მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    ანი ფაცია
    08.04.2014

     "ჩვენ გვწამს, დადგა დრო იმისა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი წინ წავწიოთ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ნატოს კვირეულის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    თიკო ოსმანოვა
    07.04.2014

     ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მოწმის, შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებისა და მის სხეულზე აღმოჩენილ დაზიანებებთან დაკავშირებით პროკურატურისა და გარდაცვლილის ადვოკატის საპირისპირო განცხადებებს ორი ექსპერტიზის დასკვნაც შეემატა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved