ელზა პაპოშვილი
12.11.2024

აპირებს თუ არა ოპოზიცია ბრძოლის სტრატეგიის შეცვლას? ოპოზიციის ლიდერები ბოლო დროს აკეთებენ მინიშნებებს, რომ „გადამწყვეტი მოქმედებებს“, შესაძლოა, არა ახალი პარლამენტის შეკრების, არამედ ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღეს მიმართონ. რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილება და რას მისცემს ეს ოპოზიციას?

ნატალია ჯვარიძე
12.11.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციების გაგრძელების შემთხვევაში - თუ ისინი „გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ წასვლას", ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას არ გამორიცხავს. თუმცა მეორე მხრივ, კობახიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც რიგი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხებოდა, შესაძლოა, ოპოზიციის სისუსტის გამო, აღარც დადგეს დღის წესრიგში.

თამთა ჩაჩანიძე
12.11.2024

აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე მუშაობს. დასავლური მედიის ცნობით, მას უკვე შერჩეული ჰყავს სავარაუდო კანდიდატები ე.წ. ქორი რესპუბლიკელებიდან. სახელმწიფო დეპარტამენტს, დიდი ალბათობით, მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლი კი მაიკ უოლტსი იქნება.

ნატალია ჯვარიძე
12.11.2024

სოხუმი პარალიზებულია. რუსეთთან საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა. ოპოზიციის მხარდამჭერებს ქალაქიდან გასასვლელი ხიდები ისევ ბლოკირებული აქვთ. დე ფაქტო ხელისუფლება შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავალს ეძებს. ეს ყველაფერი ორშაბათს საღამოს სოხუმის ცენტრში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რომლის დროსაც ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დაძაბულობის პიკი 15 ნოემბერს, დე ფაქტო პარლამენტის სხდომისას იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
11.11.2024

"ჩვენ ვართ ევროპა" - ამ ლოზუნგით პროტესტი 11 ნოემბერს კვლავ გაგრძელდა, შეკრების მთავარი ლოკაცია ისევ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია გახდა. აქციას შეუერთდნენ თბილისში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებმაც სპეციალურად გამართული სცენიდან შეკრებილებს მიმართეს, სადაც პროტესტანტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ელზა პაპოშვილი
11.11.2024

რისთვის ჩამოვიდნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და რა გეგმა აქვთ მათ ოპოზიციასთან ერთად? როგოც ოპოზიციაში აცხადებენ, EU-ს დელეგაციის ლიდერებს და პროდასავლური ოპოზიციას აქვს ერთიანი გაგება იმაზე “თუ რა ტიპის ზეწოლა უნდა მოხდეს „ქართული ოცნებაზე“ ევროკავშირის მხრიდან“.

თამთა ჩაჩანიძე
11.11.2024

ევროკავშირის დელეგაცია თბილისშია, რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები შეხვდნენ, როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ისე ოპოზიციის ლიდერებს. "ქართულმა ოცნებამ" მათთან აუდიენციაზე უარი თქვა, მიზეზად კი დაასახელა "დელეგაციის ზოგიერთი წევრის არამეგობრული რიტორიკა" და მათთვის მიუღებელი ის პოზიციები, რაც არჩევნების ლეგიტიმაციას უკავშირდება.

ნატალია ჯვარიძე
10.11.2024

11 ნოემბერს თბილისს ევროპის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია ეწვევა და ამ მნიშვნელოვან ვიზიტს საქართველოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერ გერმანიასთან ურთიერთობების გამწვავება დაემთხვა. რა გავლენას მოახდენს ეს ვიზიტი საქართველოშ არსებულ შდა პოლიტიკურ სიტუაციაზე და დასავლეთთან ურთიერთობაზე?

ელზა პაპოშვილი
09.11.2024

რაზე იქნება დასავლეთის მხრიდან 26 ოქტომბრის არჩევნების აღიარება დამოკიდებული? ოპოზიციის საპროტესტო სტრატეგია სწორე იმაზეა აგებული, რომ აშშ-სა ევროპისგან „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია ვერ მიიღებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხს თავად საქართველოში საპროტესტო მუხტის სიძლიერესთან აერთად ასევე საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარება განსაზღვრავს, რომელზეც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არცევნების შედეგები.

ნატალია ჯვარიძე
09.11.2024

ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტი ისე დასრულდა, რომ საქართველოზე საუბარი „ვერ მოასწრეს". თუმცა, 18 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. რას ნიშნავს თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსიის გასამართად დრო არ ეყოთ და რას უნდა ველოდოთ ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელის შეხვედრიდან?

ელზა პაპოშვილი
08.11.2024

ოპოზიციის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საგარეო ფრონტია და ქვეყნის პარტნიორების საქმის კურში მაქსიმალრად ჩაყენება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ამ მოტივით ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ. ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ლდერებმა გააკეთეს განცხადება, რა უთხრეს ევროკავშირის ელჩს და რა მოლოდინი აქვთ ევროკავშირის მხრიდან. 

ნატალია ჯვარიძე
08.11.2024

პრემიერ ირაკლი კობახიძის ბუდაპეშტში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ოპოზიციონერები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ კობახიძე ევროპელი ლიდერებისგან გარიყული იყო და მხოლოდ „პრორუს" პოლიტიკოსებს შეხვდა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას ნიშნავს, სხვების აზრით კი, ირაკლი კობახიძე ღირსეულად წარსდგა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×