რეზონანსი
08.01.2023

ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში, ოფიციალურ დონეზე ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას გადასცეს.

პოდოლიაკის განცხადებით, მისი პოზიცია ოფიციალურისგან განსხვავებით რადიკალურია.

„ჩემი პირადი პოზიცია ბევრად რადიკალურია. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას განზრახ სურს ქვეყანა ისტორიაში შავ ლაქად შეიყვანოს, სახელმწიფო, რომელმაც თავისი პრეზიდენტი ციხეში განზრახ აწამა. ასე გამოიყურება ეს ყველაფერი ჩემთვის. მარტივ რჩევას ვაძლევ და პირდაპირ ვეუბნები მათ - ამჟამინდელი მთავრობის, ზოგადად სახელმწიფოს წარმომადგენლებს, მმართველი პარტიის დეპუტატებს - პარტიის, რომელსაც რატომღაც ასე მოსწონს რუსეთი - არ გააკეთოთ ისე, რომ საკუთარი თავი საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაწეროთ. ოპტიმალური ვარიანტია გადმოგვცეთ ადამიანი [სააკაშვილი] ნებისმიერ ქვეყანას. თუ გსურთ, ჩამოვალ და წამოვიყვან. ეს საერთოდ არ არის პრობლემა", - აცხადებს პოდოლიაკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×